1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
(a)
(i)
ტერმინი „სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი” ნიშნავს ნებისმიერ ადგილს, სადაც მოქმედებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის საგადასახადო კანონები;
(ii)
ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიას, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის სახმელეთო ტერიტორიას, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ წყლებს, ზღვის ფსკერს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, აგრეთვე ტერიტორიულ წყლებთან მომიჯნავე მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფებს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
(b)
ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა” მოიცავს პროფესიული მომსახურებისა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის წარმართვას;
(c)
ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
(d)
ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
(i)
სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში: შიდა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(ii)
საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(e)
ტერმინები „ხელშემკვრელი მხარე“, „მეორე ხელშემკვრელი მხარე“, „მხარე“ და „მეორე მხარე“ ნიშნავს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს ან საქართველოს, კონტექსტის შესაბამისად;
(f)
ტერმინი „საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;
(g)
ტერმინი „ხელშემკვრელი მხარის საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ;
(h)
ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეში განლაგებულ პუნქტებს შორის და საწარმო, რომელიც ახორციელებს საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას არ წარმოადგენს ამ მხარის საწარმოს;
(i)
ტერმინი „ნაციონალური პირი” საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს:
(i)
ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა;
(ii)
ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ამხანაგობას, რომელიც ამ სტატუსს იღებს საქართველოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე;
(j)
ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
(k)
ტერმინი ხელშემკვრელი მხარის „აღიარებული საპენსიო ფონდი“ ნიშნავს ამ მხარეში დაფუძნებულ ერთეულს ან სქემას, რომელიც ამ მხარის საგადასახადო კანონების თანახმად მიჩნეულია დამოუკიდებელ პირად და:
(i)
რომელიც დაფუძნებულია და რომლის ექსპლუატაციაც ხორციელდება ფიზიკური პირებისთვის საპენსიო შეღავათების და დამხმარე ან თანმდევი შეღავათების მხოლოდ ან თითქმის მხოლოდ ადმინისტრირების ან მინიჭებისათვის და რომელიც როგორც ასეთი, რეგულირდება ამ მხარის ან მისი ერთ-ერთი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ; ან
(ii)
რომელიც დაფუძნებულია და რომლის ექსპლუატაციაც ხორციელდება მხოლოდ ან თითქმის მხოლოდ (i) ქვეპუნქტში ხსენებული ერთეულის ან სქემის სასარგებლოდ თანხების ინვესტირებისათვის;
(l)
ტერმინი „გადასახადი“ ნიშნავს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადს ან საქართველოს გადასახადს, კონტექსტის შესაბამისად.
2. ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს ან კომპეტენტური ორგანოები არ შეთანხმდებიან განსხვავებულ მნიშვნელობაზე 24-ე მუხლის შესაბამისად, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ მხარის კანონმდებლობით, იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი მხარის საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ მხარის სხვა მოქმედი სამართლებრივი ნორმები