1.  აზოტი – E 941 საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მიერ შეფასებულია, როგორც ინერტული აირი, რომელიც ოდნავ რეაგირებს საკვები პროდუქტების კომპონენტებთან. გამოიყენება შესაფუთი მასალაში (ბავშვთა კვების რძის მშრალი ნარევები და სხვა) ინერტული გარემოს შესაქმნელად.
2.  ტრილონ B, ანუ ნატრიუმის მარილის ეთილენდიამინტეტრაცეტატი E 386 – ანტიოქსიდანტი და კომპლექსწარმომქმნელი ნაერთია, რომელიც გამოიყენება 1%-იანი კონცენტრაციის მარილწყალში ზურგიელის დამარილებული ნახევარფაბრიკატების გაბერვის შესამცირებლად. თევზის ნახევარფაბრიკატის ნარჩენებში დაშვებულია 100 მგ/კგ-მდე კონცენტრაციით.
3.  ალუმინის კაჟმიწა გამოიყენება ღვინის მასალებისა და ხილ-კენკროვანი წვენების სტაბილიზაციისა და გამჭვირვალობის მიზნით არა მეტეს 1გ/ლ-ის ოდენობით.
4.  სილიციუმის ამორფული ორჟანგი გამოიყენება ჟელატინსა და პოლივინილპიროლიდონთან ერთად (500 მგ/ლ-მდე) ხილკენკროვანი წვენების, კონცენტრატებისა და ვაჟინების სორბენტად 1გ/ლ-მდე ოდენობით.
5.  ფიტინი – სორბენტი ხილკენკროვანი და ყურძნის წვენებიდან რკინის მოსაცილებლად. (წვენში ნარჩენი რკინის რაოდენობა –5-10 მგ/ლ).
6.  მოდიფიცირებული დიატომიტი – სორბენტის სახით ლუდის ტკბილზე ემატება 300-400 მგ/ლ-ის ოდენობით.
7.  პოლივინილკაპროლაქტამი – გამოიყენება, როგორც ფოლიკულანტი ლუდის ტკბილზე დასამატებლად –100-300 მგ/კგ –მდე ოდენობის ჩასაყურსი მარცვლეულის წონაზე გაანგარიშებით.
8.  საკვები ტანინები E 181 – გამოიყენება, როგორც საკვები საღებავი, ემულგატორი და სტაბილიზატორი. ემატება ლუდის ტკბილს არა უმეტეს 40-60 მგ/ლ-ის ოდენობით.
9.  პოლივინილპიროლიდონი E 1201 – ლიქიორ-არყის ნახევარფაბრიკატების გამუქების საწინააღმდეგო სტაბილიზატორი. ემატება არა უმეტეს 300 მგ/ლ-ის ოდენობით, მზა ნაწარმში პოლივინილპიროლიდონის არსებობა დაუშვებელია.
10.     პოლივინილტრიაზოლი – გამოიყენება ღვინის მასალების გამჭვირვალობის მიზნით და სტაბილიზატორად 500 მგ/ლ ოდენობით; მზა ნაწარმში მისი არსებობა დაუშვებელია.
11.     ნიტრილტრიმეთილ ფოსფორმჟავას სამნატრიუმიანი მარილი – კომპლექსონი – ხილკენკროვანი და ყურძნის წვენებიდან რკინის მოსაცილებლად. რკინის ნარჩენები წვენების დამუშავების შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 5-10 მგ/ლ-ს.
12.     ოქსიეთილდეციფოსფორმჟავას სამნატრიუმიანი და მონოკალიუმიანი მარილი ნიტრილმეთილფოსფორმჟავას სამნატრიუმიან მარილთან ერთად გამოიყენება 0,3-0,5%-იანი წყალხსნარების სახით მცენარეული ზეთებისა ჰიდრირებული ცხიმების კომპლექსონებით რაფინირებისათვის. მისი ზღვრული შემცველობა ცხიმის მშრალი ნივთიერების 1კგ-ში 0,18-3,0 გ-ს შეადგენს.
13.     პოლიდიმეთილდიალიამონიუმის ქლორიდი – მცენარეული ზეთების ფოლიკულანტი. შეიყვანება 0,05 %-იანი ხსნარის სახით 10 მგ/კგ ოდენობით; მზა პროდუქტში ნარჩენების არსებობა დაუშვებელია.
14.     ტუტოვანი ცელულოზა ემატება მცენარეულ ზეთებს რაფინირებისას 0,5-6% ოდენობით თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების მოსაცილებლად.
15.     1,1,1-ტრიქლორეთანი ნარევში ვაზელინის ზეთთან ერთად 60:40 გამოიყენება კულინარიული ნაწარმის ფორმების დამზადებისას ალუმინის ფოლგის შესაზეთად დაშტამპვამდე. მისი ნარჩენების არსებობა პროდუქტში დაუშვებელია.
16.     ნატრიუმის ოქსიდი გამოიყენება მარგარინის წარმოებაში ცხიმების პერეეთერიფიკაციის წინ.
17.     ქლორიანი რკინა ტექნოლოგიური ინსტრუქციის შესაბამისად ფერმენტული პრეპარატების აქტივაციის მიზნით ემატება პურის საფუარს 0,00002 მგ/კგ-ის ოდენობით.
18.     გოგირდმჟავა კალციუმი – გამოიყენება ფერმენტული პრეპარატების აქტივაციის მიზნით პურის წარმოებაში 0,6 მგ/კგ-ის ოდენობით ფქვილის გაანგარიშებით.
19.     ქლორიანი კალციუმი – გამოიყენება ფერმენტული პრეპარატების აქტივაციის მიზნით პურის წარმოებაში 0,5 მგ/კგ-ის ოდენობით ფქვილის წონაზე გაანგარიშებით.
20.     გოგირდმჟავა რკინა - ბიოელემენტია, რომელიც ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად ემატება 200-240 მგ/კგ-ის ოდენობით რძეზე დამზადებულ ბავშვთა კვების მშრალ პროდუქტებს.
21.     კალციუმის ჰიდროჟანგი ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად ემატება რძეზე დამზადებულ დიეტურ მშრალ პროდუქტებს, როგორც მჟავიანობის რეგულატორი.
22.     გოგირდმჟავა სპილენძი – სპილენძის სულფატი – ბიოელემენტია, რომელიც ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად ემატება რძეზე დამზადებულ ბავშვთა კვების მშრალ პროდუქტებს.
23. ლიმონმჟავა ნატრიუმი ან კალიუმი – ნატრიუმისა და კალიუმის ციტრატი – გამოიყენება რძეზე დამზადებული ბავშვთა კვების მშრალი პროდუქტების წარმოებაში, როგორც ბუფერული სისტემა და ბიოელემენტი.

VIII. საკვები პროდუქტების წარმოებისას გამოსაყენებლად ნებადართული საკვებდანამატები

(Ammonium polyphosphates)     ემულგატორი, სტაბილიზატორი, კომპლექსწარმომქმნელი, ტექსტურატ

X. ბიბლიოგრაფია
1. Санитарные правила по применению пище-вых дабавокб №1923-78б от 29.09.79. –М.,1979;
2. Булдаков А.С. Пищевые добавки. Справочник.- Санкт-Петербург, ”Ut”,1996;
3. Оценка некоторых пищевых дабавок. (Тринадцать седьмои доклад Объединенного комитета экспертов ФАО/ВОЗ по пищевым добавкам)б Серия технических докладов ВОЗ, №806, Женева,1994;
4. Принципы оценки безопасности пищевых добавок и контаминантов в продуктах питания; Гигиенические критерии состаяния окружа-ющей среды.- Выпуск 70.-ВОЗ, Женева, 1991;
5.ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხო-ებისადმი. სანწდან. 2001