1. მაექსტრაჰირებელი გამხსნელები გამოიყენება ცხიმებისა და ზეთების ექსტრაჰირებისას, თევზის ცხიმისაგან გათავისუფლების, ყველისა და ჩაის დეკოფეინიზაციის მიზნით.
2. ამათუ იმ გამხსნელის ჰიგიენური და ტოქსიკოლოგიურ შეფასებამდე
აუცილებელია ინფორმაციის მიღება:
ა) გამხსნელში მინარევების იდენტურობისა და რაოდენობის შესახებ;
ბ) სხვა საკვები დანამატებისა და სტაბილიზატორების იდენტურობისა და რაოდენობის შესახებ;
გ) გამხსნელების, დანამატებისა და მინარევების ნარჩენი რაოდენობის ტოქსიკურობის შესახებ.
3. საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტი მიუთითებს, რომ ამ ნივთიერებების ტოქსიკურობის კვლევა უნდა გაგრძელდეს, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ საკვები მნიშვნელობის ნივთიერებები, ხოლო ნედლეულის შესაძლო დამაბინძურებლები სრულად უნდა იქნეს იდენტიფიცირებული.
4. 1,1,2-ტრიქლორეთილენი – ეს ნაერთი გამხსნელი ექსტრაგენტია. საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტი საჭიროდ თვლის ამ ნივთიერებების, როგორც საკვებდანამატების, საკითხის შემდგომ შესწავლას.
5. გამხსნელი-მტარებლები – ეს ნაერთები გამოიყენება ნუტრიენტების, არომატიზატორების, ანტიოქსიდანტების, ემულგატორებისა და ფართო სპექტრის საკვები ინგრედიენტებისა და დანამატების გამხსნელად და მადისპერსირებლად. არსებობს საკვებ პროდუქტებში ამ ნაერთების მნიშვნელოვნად მაღალი კონცენტრაციებით შემცველობის ტენდენცია (არომატიზატორებში გამოსაყენებელი მტარებლების გარდა). ამას გარდა, ბევრი მათგანი არ არის აქროლადი, რის გამოც მათ ნარჩენებს საბოლოო პროდუქტიდან არ აცილებენ.
6. 26 ცხრილში წარმოდგენილია საკვები პროდუქტების წარმოებაში გამოსაყენებელი ორგანული გამხსნელების ზოგიერთი წარმომადგენელი.
ცხრილი №26
საკვები პროდუქტების წარმოებაში გამოსაყენებელი ორგანული გამხსნელები
საკვები დანამატი
საკვები პროდუქტი
ზღვარი (მგ/კგ;მგ/ლ)
ექსტრაჰირებული ბენზინი
საკვები მცენარეული ზეთების ექსტრაქცია
გამოიყენება ნტდ-ის მიხედვით. ექსტრაგენტის ნარჩენები ზეთებში დაუშვებელია
დიქლორეთანი
საკვები მცენარეული ზეთების ექსტრაქცია
გამოიყენება ნტდ-ის მიხედვით. ექსტრაგენტის ნარჩენები ზეთებში დაუშვებელია
რექტიფიცირებული ეთილის სპირტი
საკვები არომატული ესენციები
გამოიყენება ნტდ-ის მიხედვით.
ნახშირმჟავა (თხევადი)
სანელებლების ექსტრაქცია
გამოიყენება ნტდ-ის მიხედვით