1.  ფქვილის მათეთრებელი ნივთიერებები ძლიერი დამჟანგველებია, რის გამოც ფქვილის დამუშავება ამ ნაერთებით ხდება მხოლოდ პურის საცხობ დაწესებულებებში უშუალოდ გამოცხობის წინ. ფქვილზე მათი დამატება უნდა წარმოებდეს ინსტრუქციის მკაცრი დაცვით. №24 ცხრილში მოყვანილია ფქვილის დასამუშავებელი ნაერთების ზღვრულად დასაშვები რაოდენობები.

ცხრილი №24
ფქვილის დასამუშავებელი ნაერთების ზღვრულად დასაშვები რაოდენობები
დამამუშავებელი ნივთიერება
პროდუქტი
ზღვრულად დასაშვები რაოდენობები
(მგ/კგ)
ნატრიუმის თიოსულფიტი (ჰიპოსულფიტი)
ფქვილი
50
ნახშირმჟავას დიამიდი
საფუარი
2000 ორთოფოსფორმჟავასთან ერთად
კალციუმის ზეჟანგი
ფქვილი
20
ცისტეინი
ფქვილი
200

2.  ნატრიუმის ჰიპოსულფიტი – წარმოადგენს გოგირდოვანი ანჰიდრიდის წყაროს, ამ უკანასკნელის დდმ განსაზღვრულია 0,7 მგ/კგ-ის ოდენობით. თუ გოგირდოვანი ანჰიდრიდით დასამუშავებელი კვების პროდუქტი B ჯგუფის ვიტამინების მნიშვნელოვანი წყაროა, მაშინ საჭიროა მისი სხვა პრეპარატით შეცვლა.
3.  კალიუმის ბრომატი E 924 a – ფქვილის მათეთრებელი. პურის ცხობის პროცესში გარდაიქმნება კალიუმის ბრომიდად, რის გამოც ორგანიზმზე არასასურველად მოქმედებს არა ბრომატები, არამედ, ბრომიდები. 1-10 მგ/კგ და მეტი რაოდენობის ბრომატებს ე.წ. ბუნებრივი ელემენტების სახით ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს.
ა) საქართველოს ტერიტორიაზე საკვები დანამატის სახით კალიუმისა E 924 a და კალციუმის ბრომატების E 924 b გამოყენება-არსებობა აკრძალულია საკვებ ნედლეულსა და პროდუქციაში (ადგილობრივი და იმპორტული) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 23 ოქტომბრის №403/ო ბრძანებით.
ბ) ბევრ ქვეყანაში ფქვილის მათეთრებლად ფართოდ გამოიყენება ქლორის ორჟანგი, აზოტის ჟანგი, ბენზოატისა და აცეტონის შენაერთები, რომლებიც აქტიური დამჟანგავებია.
გ) იმის გამო, რომ ფქვილის მათეთრებლები, უპირველეს ყოვლისა, გავლენას ახდენს მის ხარისხზე და შეიძლება გახდეს საკვები დანამატების შემცირების მიზეზი, დდმ ამ ჯგუფისათვის შეცვლილია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციით პროდუქტში – ფქვილში