ფერმენტული პრეპარატები
1. გენური ინჟინერიის განვითარებასთან ერთად გაფართოვდა გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკროორგანიზმებიდან მიღებული ფერმენტული პრეპარატების წარმოება. ასეთი პრეპარატების შეფასებისათვის საკვებდანამატებზე FAO/WHO –ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტი მიუთითებს, რომ ბიოტექნოლოგიისა და გენეტიკური მანიპულაციების მეთოდებით პრეპარატების მიღება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფერმენტების ახალი წყაროების შექმნაზე, არამედ, სხვა კლასის საკვები დანამატების წარმოებაზეც.
2. (a-ამილაზა Bacillus Stearothermophilus–ის პროდუქტი – Bacillus Subtilis-ად ექსპრესირებული. საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მიერ ამ პრეპარატის შესწავლისას აღინიშნა, რომ გენეტიკური მოდოფიკაციის პროცედურები ჩატარდა მკვეთრად დოკუმენტირებული არაპათოგენური და არატოქსიკური მიკრობული შტამებით. (ამილაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმები ანტიბიოტიკებისადმი არამდგრადია, არ გამოიმუშავებს ტოქსინებს. ამ ფერმენტული პრეპარატისათვის განსაზღვრული იქნა “დაუზუსტებელი” დდმ.
3. b-ამილაზა Bacillus Megaterium-ის პროდუქტი - ექსტრაგირებული Bacillus Subtilis -ად. საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მიერ ამ პრეპარატის შესწავლისას აღინიშნა, რომ Bacilus Subtilis-ის კულტივირება ხდება მკაცრად კონტროლირებად პირობებში. ამილაზის მზა პროდუქტში არ აღმოჩენილა არანაირი სიცოცხლისუნარიანი უჯრედები და პლაზმიდური დნმ. ამ ფერმენტული პრეპარატისთვისაც განსაზღვრული იქნა “დაუზუსტებელი” დდმ.
4. ქიმოზინი A Escherichia Coli-ის K-12 ხბოს პროქიმოზინ A-ს გენის შემცველი შტამებიდან მიღებული პრეპარატი. ამ ფერმენტული პრეპარატის მიკრობიოლოგიური სისუფთავის შესწავლის შედეგი მიუთითებს მიკრობ-პროდუცენტების არარსებობაზე, ბაქტერიული უჯრედის კედლიდან ენდოტოქსინის მინიმალურ გადატანასა და ტოქსინის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობაზე.
ა)პრეპარატის უსაფრთხოებისა და ადამიანის ორგანიზმში საკვებ პროდუქტებთან ერთად უკიდურესად დაბალი კონცენტრაციით მოხვედრის გამო, რეკომბინატული ქიმოზინ A-სთვის დადგენილია “დაუზუსტებელი” დდმ.
5. ქიმოზინი B მიღებული საქონლის პროქიმოზინ B გენის შემცველი Aspergilus Niger var. Awamori-ისგან. ამ ნივთიერების უსაფრთხოებისა და ორგანიზმში მცირე რაოდენობით მოხვედრის გათვალისწინებით რეკომბინატული ქიმოზინ B-სთვისაც დადგენილია „დაუზუსტებელი” დდმ.
6. ქიმოზინი B ხბოს პროქიმოზინ B გენის შემცველი საფუვრიდან Kluyveromyces Lactis მიღებული პრეპარატი. საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მიერ ამ პრეპარატის შესწავლისას აღინიშნა, რომ პლაზმიდების მიკრობი-მასპინძელი პირველად მიღებული იქნა რძის პროდუქტებიდან; ის ცნობილია როგორც კომერციული პრეპარატ ლაქტაზის წყარო. ეს მიკრობი ადამიანზე არც ტოქსიკურად და არც პათოგენურად მოქმედებს.
ა) ამ პრეპარატის გენოტოქსიკურობის განსაზღვრის in vitro ცდებმა აჩვენა, რომ რეკომბინატული ქიმოზინი B მუტაგენური თვისებებით არ ხასიათდება.
ბ) რეკომბინატული ქიმოზინ B-სთვის დადგენილია „დაუზუსტებელი” დდმ
“საკვებდანამატების გამოყენების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 16.08.2001
მუხლი 22. გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკროორგანიზმებიდან მიღებული
კარი II — ძირითადი ნაწილი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. კონსერვანტები
- მუხლი 17. შებოლილი პროდუქტები და შესაბოლი ხსნარები
- მუხლი 18. ანტიბიოტიკები
- მუხლი 19. ანტიოქსიდანტები
- მუხლი 20. ტექნოლოგიური პროცესების დამაჩქარებლები
- მუხლი 21. ფერმენტული პრეპარატები
- მუხლი 23. მიოგლობინის ფიქსატორები
- მუხლი 24. ნიტრატები და ნიტრიტები საკვებში
- მუხლი 25. ნიტრატების ბიოლოგიური აქტივობის კოეფიციენტი
- მუხლი 26. ნიტრატებისა და ნიტრიტების როგორც საკვებდანამატების
- მუხლი 27. ფქვილის მათეთრებელი ნივთიერებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საკვებდანამატების გამოყენების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 22, №311/ნ, 16.08.2001, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.934 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52642/muxli-22/