1. პროდუქტების დასაკონსერვებლად ცხოვრების თანამედროვე პირობებში ფართოდ გამოიყენება ქიმიური კონსერვანტები, რომელთა უმნიშვნელო რაოდენობის დამატება თრგუნავს მიკროორგანიზმების გამრავლებასა და ზრდას, ამით კი უზრუნველყოფს პროდუქტების შენახვას.
2. ქიმიური კონსერვანტი უნდა ავლენდეს ეფექტურ ანტიმიკრობულ მოქმედებას, არ უნდა ცვლიდეს პროდუქტის ორგანოლეპტიურ თვისებებს და უნდა იყოს ორგანიზმისათვის აბსოლუტურად უვნებელი.
3. სანიტარიული წესებითა და ნორმებით გათვალისწინებულია ქიმიური კონსერვანტების გამოყენების რაოდენობრივი შეზღუდვები: ისინი უნდა გამოიყენებოდეს ტექნოლოგიური ეფექტის მისაღწევად საჭირო მინიმალური კონცენტრაციებით.
4. ცხრილ №16-ში მოცემულია კონსერვანტებისა და იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა კონსერვირებისას ნებადართულია მათი გამოყენება.
ცხრილი №16
საკვები პროდუქტების კონსერვანტები
კონსერვანტის დასახელება
საკვები დანამატის დასახელება
საკვები პროდუქტების დასახელება, რომლებშიც დაშვებულია დანამატები
პროდუქტში დანამატის დასაშვები კონცენტ- რაცია
(მგ/კგ)
1
2
3
4
ბენზოის მჟავა
კონსერვანტი
ხილფაფა, მარმელადი, პასტილა
700
მელანჟი (საკონდიტრო წარმოებისთვის)
700
ქარსალა, წითელი ხიზილალა
1000
ხილკენკროვანი წვენები, ნახევარფაბრიკატები
1000
ბენზოინომაჟავა ნატრიუმი
კონსერვანტი
თევზის პრესერვი (ანჩოუსი)
ქაშაყი (ანჩოუსი)
1000
მარგარინი
1000
ქარსალა
2600
ნატრიუმის მეტაბისულფიტი (ნატრიუმის პიროსულფიტი)
კონსერვანტი
გამხმარი კარტოფილი
400*
გამხმარი კომბოსტო
600*
კარტოფილის ბურღული
150*
ბორის მჟავა
კონსერვანტი
ორაგულისებრთა და ზუთხისებრთა ოჯახის თევზის ხიზილალა
3000**
მელანჟი (საკონდიტრო წარმოებისთვის)
1500
ბურა (ნატრიუმის ტეტრაბორატი;
ნატრიუმის პირობორატი)
კონსერვანტი
ზუთხისებრთა ოჯახის თევზის ხიზილალა
6000**
ორაგულისებრთა ოჯახის თევზის ხიზილალა
3000**
წყალბადის ზეჟანგი
მაკონსერვებელი და მათეთრებე-ლი ნივთიერება
საკვები ჟელატინი
ბულიონები ჟელატინის წარმოებაში
200 მშრალი ჟელატინის წონაზე გადაან გარიშებით
გოგირდმჟავა და გოგირდის ანჰიდრიდი
კონსერვანტი
სიდრი
საერთო -
თავისუ-ფალი
150-
20
ხილკენკროვანი ღვინო
400-
20
ყურძნის ღვინო
200-
40
მურაბა (სხვადსხვა)
100-
მარმელადი, პასტილა, ზეფირი
-
ქარსალა
-20
სახამებელი
100-
20
ტომატის პიურე სულფიტირებული ტომატპასტიდან
380-
მოსარკლული ხილი
100-
30
ხილ-კენკროვანი პიურე
1000-
20
ხილის წვენები სასმელების დასამზადებლად
100-
30
მშრალი ჟელატინი
1000-
თერმიულად დასამუშავებელი გამხმარი ხილი
1000-
კენკრის ნახევარფაბრიკატები:
ალუბალი
ხენდრო, ჟოლო
სხვა
3000-
2000-
1500-
სორბინის მჟავა
ობის სოკოების საწინააღმდეგო კონსერვანტი
უალკოჰოლო სასმელები
300-
500
ხილკენკროვანი წვენები
1000
ხიზილალა
1200
პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი
1200
ყველი
2000 (ზედაპირე- ბის დამუშავება)
ნახევრად შებოლილი ძეხვები
5000
გამუქების საწინააღმდეგო კონსერვანტი
შესქელებული რძე
1000
უროტროპინი (ჰექსამეთილენ
ტეტრამინი)
კონსერვანტი
წითელი ხიზილალა
1000 (ბურასთან ნარევში)
* გოგირდოვან ანჰიდრიდზე გადაანგარიშებით;
** დროებით
5. გოგირდოვანი გაზი, ანუ გოგირდის ანჰიდრიდი, ანუ გოგირდის დიოქსიდი – E 220 - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონსერვანტი, რომელიც ხასიათდება ჟანგვაწინაღი თვისებებით.
ა) გოგირდოვანი ანჰიდრიდი წყალში კარგად ხსნადი აირია, რომლის წყალხსნარს გოგირდმჟავა ეწოდება. გოგირდის ანჰიდრიდის გამომყოფი გოგირდის ყველა შენაერთი თრგუნავს სოკოების, საფუვრებისა და აერობული ბაქტერიების ზრდას. ეს არის ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედების ნივთიერება.
ბ) კონსერვირებისათვის გამოიყენება ნატრიუმის უწყლო სულფატი, ნატრიუმის მეტაბისულფატი, ნატრიუმის მჟავე სულფიტი. სულფიტები გამოიყენება აგრეთვე როგორც მათეთრებელი საშუალება, რომელიც იცავს გასუფთავებულ კარტოფილს, ხილის დაჭრილ ნაყოფსა და ბოსტნეულს შემუქებისაგან. გოგირდოვანი აირი და მისი მარილები გამოიყენება აგრეთვე წვენების, ხილკენკროვანი პიურეს, ხილფაფებისა და სხვათა შესანახად.
გ) ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთ პროდუქტში გოგირდოვანი შენარეთების დასაშვები შემცველობის მაქსიმალური კონცენტრაციები (მგ/კგ; მგ/ლ):
გ.ა) ხორცის კერძები, ძეხვები – 450;
გ.ბ) ზღვის პროდუქტების კერძები –10-100;
გ.გ) ქერის ბურღული – 30;
გ,დ) ხრაშუნა კარტოფილი – 50;
გ.ე) მშრალი პროდუქტები (სახეობისგან დამოკიდებულებით) – 500-2000;
გ.ვ) შაქარი –15;
გ.ზ) ხილის წვენები – 50;
გ.თ) უალკოჰოლო სასმელები – 200;
გ.ი) თაფლი – 200;
გ.კ) მდოგვი – 250.
6. სულფიტები, გოგირდმჟავა, ნატრიუმის სულფიტი და ბისულფიტი გამოიყენება იმავე მიზნით, რა მიზნითაც გოგირდოვანი აირი. სულფიტები დეჰიდროგენაზების ძლიერი ინჰიბიტორებია. მისი ძლიერი აღმდგენი თვისება აიხსნება სწრაფი დაჟანგვის უნარით. ცნობილია, რომ გოგირდოვანი ანჰიდრიდი იწვევს თიამინისა და ბიოტინის რღვევას, შედეგად კი ჟანგვითი პროცესების გაძლიერებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ტოკოფეროლის დეფიციტი.
7. კვების მრეწველობაში იყენებენ სულფიტებისა და ბისულფიტების შემდეგ სახესხვაობებს:
ა) E 221 – ნატრიუმის სულფიტი;
ბ) E 222 – ნატრიუმის ჰიდროსულფიტი;
გ) E 223 –ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ანუ პიროსულფიტი;
დ) E 224 – კალიუმის მეტაბისულფიტი, ანუ პიროსულფიტი;
ე) E 225 – კალიუმის სულფიტი;
ვ) E 226 –კალციუმის სულფიტი;
ზ) E 227 – კალციუმის ჰიდროსულფიტი;
თ) E 228 – კალიუმის ჰიდროსულფიტი.
8. საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მიერ ადამიანისათვის უპირობოდ დასაშვებ დოზად (აგრეთვე გოგირდის დიოქსიდზე გადაანგარიშებით) დადგინდა 0-0,35 მგ და პირობით დასაშვებად კი -0,35-1,5 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე.
9. გოგირდოვანი ანჰიდრიდის ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში ხვდება ღვინის საშუალებით; ასე მაგალითად, დესულფიტირებული წვენის 1 ჭიქას ორგანიზმში შეაქვს 1,2 მგ გოგირდოვანი ანჰიდრიდი, 200 გრ მარმელადს, ზეფირსა და პასტილას – 4 მგ; სულფიტირებული ნახევარფაბრიკატიდან მოხარშულ 0,5 კგ კარტოფილს -1მგ, ხოლო 200 მლ ღვინოს კი –40-80 მგ.
10. საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მითითებით იმ ქვეყნებში, სადაც გამოიყენება დიდი რაოდენობით სულფიტირებული პროდუქტები და სასმელები, რეკომენდებულია გოგირდოვანი ანჰიდრიდის კონსერვანტად გამოყენების შეზღუდვა. სულფიტების დიდ რაოდენობას შეიცავს ღვინო (100-დან 250 მგ/ლ-მდე), კერძოდ კი:
ა) მშრალი წითელი ღვინო – 200 მგ/ლ;
ბ) მშრალი თეთრი ღვინო –250 მგ/ლ;
გ) შამპანიური –100 მგ/ლ;
დ) კონიაკი (ბრენდი) – 200 მგ/ლ.
11. რუსეთში გამოსაყენებლად ნებადართულია შემდეგი სულფიტები:
ა) E 221 – ნატრიუმის სულფიტი;
ბ) E 222 – ნატრიუმის ჰიდროსულფიტი;
გ) E 223 –ნატრიუმის ბეტებისულფიტი, ანუ პიროსულფიტი;
დ) E 224 – კალიუმის მეტაბისულფიტი, ანუ პიროსულფიტი
12. ბენზონის მჟავა E 210 და მისი მარილები გამოიყენება ხილკენკროვანი პიურეს, წვენებისა და საკონდიტრო წარმოებაში გამოსაყენებელი პულპების, ხილკენკროვანი ხილფაფების, ხილის წვენების, ხიზილალის, თევზის პრესერვების წარმოებაში არა უმეტეს 1000 მგ/კგ ოდენობით; აგრეთვე, მარმელადის, პასტილას, მელანჟის წარმოებაში – არა უმეტეს 700 მგ/კგ ოდენობით.
ა) ბენზონის მჟავა შედის ბევრი კენკრის შემადგენლობაში 0,05 %-მდე რაოდენობით; განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ბენზოინის მჟავას შეიცავს შტოში და წითელი მოცვი (500-2000 მგ/კგ).
ბ) ბენზონის მჟავას უპირობოდ დასაშვები დოზა ადამიანისათვის შეადგენს 0-5 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით, ხოლო პირობით დასაშვები დოზა – 5-10 მგ/კგ.
13. ნატრიუმის ბენზოატი, ბენზოინმჟავა ნატრიუმი E 211 – გამოიყენება თევზის ნაწარმის, მარგარინის, ხილკენკროვანი პროდუქტების, სასმელების დასაკონსერვებლად. ქვემოთ მოყვანილია ამ კონსერვანტის დასაშვები კონცენტრაციები სხვადასხვა პროდუქტში:
ა) ხილფაფა, მარმელადი, მელანჟი და საკონდიტრო ნაწარმი–700 მგ/კგ;
ბ) ხილ-კენკროვანი ნახევარფაბრიკატები და მარგარინი – 1000 მგ/კგ;
გ) თევზის ხიზილალა და კონსერვები – 1000-2000 მგ/კგ;
დ) ქარსალა –2600 მგ/კგ.
14. ნატრიუმის ბენზოატის მაკონსერვებელ ნივთიერებას წარმოადგენს n-ოქსიბენზონის მჟავა და მისი ეთერები (მეთილის, ეთილის, n-პროპილის და n – ბუტილის). ეს შენაერთები შედის მცენარეული ალკალოიდებისა და პიგმენტების შემადგენლობაში. მისი დდმ-ს სიდიდე ადამიანისათვის შეადგენს სხეულის მასის 10 მგ/კგ-ს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ n-ოქსიბენზონის მჟავას ეთერები გამოხატული სპაზმოლიზური თვისებებით ხასიათდება; ამას გარდა, ისინი ცვლიან პროდუქტის საგემოვნო თვისებებს.
15. სორბინის მჟავა E 200 – კარგად შესწავლილი კონსერვანტია, რომელიც პასუხობს უსაფრთხოების მოთხოვნებს. ფართოდ გამოიყენება მრავალ ქვეყანაში, როგორც დამაკონსერვებელი, ისე უალკოჰოლო სასმელების, ხილკენკროვანი წვენების, პურფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმის (მარმელადი, ხილფაფა, მურაბები, კრემები), ყველეულის, ნახევრად შებოლილი ძეხვეულის, შესქელებული რძის წარმოებაში დაობებისა და გამუქების თავიდან ასაცილებელადა. სორბინის მჟავა გამოიყენება საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალის დასამუშავებლად.
ა) სორბინის მჟავა არ ცვლის საკვები პროდუქტების ორგანოლეპტიურ თვისებებს, არ ხასიათდება ტოქსიურობით და კანცეროგენული თვისებებით. უნდა აღინიშნოს, რომ მას ორგანიზმის იმუნომასტიმულირებელი თვისებები აქვს. სორბინის მჟავა გამოიყენება 0,1% კონცენტრაციით.
ბ) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებულმა კომიტეტმა დაადგინა უპირობო დდმ 0-12,5 მგ/კგ და პირობითი დდმ – 12,5-25 მგ/კგ ოდენობისა სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
16. ბორის მჟავა-კონსერვანტია, რომელიც კვების მრეწველობაში შეზღუდულად გამოიყენება. მას ხმარობენ ისეთი არამასიური მოხმარების პროდუქტების დასაკონსერვებლად, როგორიცაა ხიზილალა (3000 მგ/კგ კონცენტრაციისა) და საკონდიტრო ნაწარმისათვის განკუთვნილი მელანჟი (1500 მგ/კგ კონცენტრაციისა).
ა) ბორის მჟავა ხასიათდება ორგანიზმში კუმულაციის თვისებებით. განსაკუთრებით საყურადღებოა ბორის მჟავას დაგროვება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მაღალი კონცენტრაციით იწვევს ტვინის ქსოვილში ჟანგბადის მოხმარების, ამიაკის წარმოქმნისა და გლუტათ-იონის სინთეზის დაქვეითებას.
ბ) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტები თვლიან, რომ ბორის მჟავას თავისი კუმულაციური თვისების გამო საკვებ დანამატად არ გამოიყენება გარდა იშვიათი მოხმარების პროდუქტების წარმოებისა.
17. ნატრიუმის ტეტრაბორატი, ანუ ნატრიუმის პირობორატი, ანუ ბურა დროებით გამოიყენება (6000 მგ/კგ კონცენტრაციით) და ქაშაყისებრთა ოჯახის ხიზილალის დასაკონსერვებლად (3000 მგ/კგ კონცენტრაციით).
ა ) ბორის მჟავასა და ბორატების გამოყენება კვების მრეწველობაში შეზღუდულია.
18. უროტროპინი, ანუ ჰექსამეთილტეტრამინი E 239 – მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქვეყანაში ამ ნივთიერების კონსერვანტად გამოყენება ნებადართულია, გამოიყენება მხოლოდ ხიზილალისა (1000 მგ/კგ კონცენტრაციით) და საფუარის სადედე კულტურების გამოსაყვანად. მზა საფუარში მისი ნარჩენის არსებობა დაუშვებელია.
19. ჰექსამეთილტეტრამინი შეიცავს ფორმალდეჰიდს, რომელიც მისი მოქმედი საწყისია.
ა) ფორმალდეჰიდი ძლიერი მადეზინფიცირებელი ნივთიერებაა. საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მითითებით საკვები დანამატის სახით მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ბ) WHO-ს მონაცემებით ჰექსამეთილენტეტრამინის დდმ არ უნდა აღემატებოდეს სხეულის მასის 0,15 მგ/კგ-ს საძეხვე გარსებისა და თევზის პროდუქციისათვის განკუთვნილი ცივი მარინადების კონსერვირებისას.
20. ნაფტოქინონები პერსპექტიული გამოყენების კონსერვატებია. საყურადღებოა მათი ორი წარმომადგენელი: იუგლონი ანუ 5-ოქსი-1,4-ნაფტოქინონი და პლუმბაგინი, ანუ 2-მეთილ–5-ოქსი-1,4- ნაფტოქინონი, ანუ 2-მეთილიუგლონი. ეს ნივთიერებები შედარებით დაბალ კონცენტრაციებში საფუვრის სოკოების ზრდას აფერხებს; ამასთან, პრაქტიკულად არ ცვლის სასმელების ორგანოლეპტიკურ თვისებებს.
ა) იუგლონი მასტაბილიზებლად მოქმედებას ავლენს 0,5 მგ/ლ კონცენტრაციებში, ხოლო პლუმბაგინი კი – 1მგ/ლ-ში. სასმელების კომპონენტებთან ურთიერთქმედებისას კონსერვანტების შემცველობა პირველ კვირაში 40%-მდე ქვეითდება. ეს კი უზრუნველყოფს უალკოჰოლო სასმელების უსაფრთხოების გაასმაგებას.
21. ჭიანჭველმჟავა E236 კონსერვანტია, რომელიც მიეკუთვნება ცხიმოვან მჟავებს და მათ შორის გამოირჩევა ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედებით. იგი არ ცვლის საკვები პროდუქტის ორგანოლეპტიკურ თვისებებს, თუმცა ეს მჟავა კვების მრეწველობაში შეზღუდულად გამოიყენება, ვინაიდან იწვევს პექტინების დალექვას. ძირითადად გამოიყენება მისი ნატრიუმის, კალციუმისა და კალიუმის მარილები, როგორც მარილის შემცვლელები დიეტურ კვებაში (როგორც გემოვანი ნივთიერება და არა როგორც საკვებდანამატი).
ა) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მიერ დადგენილია ჭიანჭველმჟავასა და მისი მარილების დდმ 0,5მგ/კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით. თუმცა, როგორც საკვები დანამატი, იგი ძირითადად გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვების წარმოებაში.
22. პროპიონმჟავა E 280 მიეკუთვნება კრებსის ციკლში მონაწილე ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც მეტაბოლიზდება პიროყურძნისმჟავად. პროპიონმჟავას მარილებია:
ა) კალიუმის პროპიონატი – E 283;
ბ) კალციუმის პროპიონატი- E282;
გ) ნატრიუმის პროპიონატი- E281.
23. ეს მარილები გვხვდება არა მარტო დუღილის პროდუქტებში, არამედ ადამიანის ოფლშიც; ის არ მოქმედებს ორგანიზმზე უარყოფითად. ცხოველებისათვის პროპიონმჟავა უფრო ტოქსიკურია, ვიდრე ადამიანისათვის.
ა) პროპიონმჟავა და მისი მარილები გამოიყენება დაობების საწინააღმდეგოდ პურის ცხობასა და საკონდიტრო წარმოებაში.
ბ) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტი არ თვლის საჭიროდ ამ ნაერთებისათვის დდმ-ის სიდიდის დადგენას.
24. სალიცილის მჟავა ანტიმიკრობული ბუნების კონსერვანტია, რომელიც ოდითგანვე გამოიყენებოდა ტომატებისა და ხილის კომპოტების საოჯახო პირობებში დასამზადებლად, თუმცა იგი ხასიათდება ტოქსიკურობით: ახდენს რიგი ფერმენტების ინჰიბირებას, იწვევს ჰიპოპროთრომბინემიასა და ჰემორაგიულ მოვლენებს, ღვიძლისა და თირკმელების ნეკროზულ ცვლილებებს. ყოველივე ამის გამო სალიცილის მჟავას საკვებ დანამატად გამოყენება აკრძალულია.
25. პირონახშირმჟავას დიეთილეთერი – ცალკეულ ქვეყნებში გამოიყენება ღვინის წარმოებაში. ამ ნივთიერებას აქვს ხილის სუნი, კარგად იხსნება სპირტში, აფერხებს საფუვრის სოკოების, რძემჟავა-ბაქტერიებისა და სოკოების ზრდას. მისი საკვებ კომპონენტებთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება კანცეროგენული თვისებების ნაერთი, რომელიც გადის პლაცენტარულ ბარიერს. 150მგ/ლ კონცენტრაციის პიროყურძნისმჟავას დიეთილეთერი იწვევს სასმელის გემოს გაუარესებას, რის გამოც მისი საკვებდანამატად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
26. დიფენილი, ბიფენილი და 0-ფენილფენოლი – არასასიამოვნო სუნის ციკლური შენაერთია, რომელიც ძნელად იხსნება წყალში. მრავალ ქვეყანაში გამოიყენება ციტრუსების შენახვის ვადების გასაგრძელებლად. ამ ნაერთებით ასველებენ ფურცელს ან პროდუქტს მცირე ხნით ყურსავენ 0,5-2%-იან ხსნარში. ეს ნაერთები წარმოადგენს ძლიერ ფუნგისტატიკურ საშუალებებს ობისა და სხვა მიკროსკოპული სოკოების (რომლებიც ტრანსპორტირებისას აფუჭებს ციტრუსებს) საწინააღმდეგოდ. ჩვენს ქვეყანაში ეს კონსერვანტები არ გამოიყენება, მაგრამ იმპორტული ციტრუსების რეალიზაცია ნებადართულია.
ა) დიფენილი, ბიფენილი და 0-ოქსიფენილი ტოქსიკური ნაერთებია, ამიტომაც ნაყოფში მათი ნარჩენების შემცველობა შეზღუდულია. ეს ნივთიერებები ნაყოფის ქერქის მიერ კარგად ადსორბირდება, მაგრამ დამუშავებიდან 2-3 დღის შემდეგ ჰაერზე შენახვისას მათ უკვე აღარ აქვთ სუნი. ნაყოფის შიგნით არსებული აქროლადი შენაერთები ნელა დიფუზირდება კანის ზედაპირზე და სუნი პრაქტიკულად აღარ იგრძნობა.
ბ) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებულმა კომიტეტმა დაადგინა დდმ-ს სიდიდე დიფენილისათვის 0,05 მგ/კგ და 0-ფენილფენოლისათვის – 0,2 მგ/კგ ოდენობით.
გ) ცალკეულ ქვეყნებში დადგენილია ციტრუსებში დიფენილის ნარჩენების შემცველობის სხვადასხვა დონე; მაგ.: აშშ-ში პროდუქტის 110 მგ/კგ, გერმანიაში – 70 მგ/კგ, ინგლისში ნებადართულია მხოლოდ შესაფუთი მასალის დამუშავება -40 მგ 690 სმ2-ზე კონცენტრაციით; ჩეხეთსა და სლოვაკიაში დაშვებულია ციტრუსების ქერქის დამუშავება დიფენილის 20 მგ/კგ კონცენტრაციით.
27. დიმეთილდიკარბონატი (დმდკ) - E 242 - კონსერვანტია, რომელიც ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით და გამოიყენება როგორც ხილის წვენების, უალკოჰოლო სასმელებისა და ღვინოების ცივად მასტერილიზებელი აგენტი. დმდკ არასტაბილურია წყალხსნარებში და იშლება სასმელებზე დამატებისას. მისი დაშლის ძირითადი პროდუქტებია: მეთანოლი და ნახშირის დიოქსიდი.
ა) მონაცემები დმდკ-ის შემცველი სასმელების ტოქსიკურობაზე არ არსებობს. მეთანოლი გამოიყენება დაახლოებით ისეთივე კონცენტრაციით (120 მგ/ლ-მდე), რომელსაც შეიცავს ხილის წვენები და ალკოჰოლური სასმელები. ამრიგად, დმდკ-ის გამოყენება არ ქმნის ტოქსიკოლოგიურად არ არის საშიში იმ შემთხვევაში, თუ იგი „პროდუქტების სწორი წარმოების პრაქტიკის” შესაბამისად გამოიყენება კონცენტრაციებში, რომლებიც 250 მგ/ლ-ს არ აღემეტება.
28. სანტოქინი გამოიყენება ვაშლის შენახვის ვადების გასახანგრძლივებლად, რისთვისაც ვაშლის ნაყოფს ათავსებენ 0,05-0,3% წყალ-სპირტხსნარში (40%). შენახვის შემდეგ სანტოქინის 0,1 მგ/კგ-ს ნარჩენების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს.
29. ქლორიანი კალციუმი გამოიყენება ვაშლის შენახვის ვადის გასაგრძელებლად, რისთვისაც ვაშლს ასველებენ 2-6%-იან წყალხსნარით.
30. წყალბადის ზეჟანგი გამოიყენება ჟელატინის წარმოებისას ბულიონების დასაკონსერვებლად მშრალი ჟელატინის 200 მგ/კგ კონცენტრაციით. ამავე დოზით გამოიყენება იგი როგორც საკვები ჟელატინის მათეთრებელი საშუალება.მზა პროდუქტში მისი ნარჩენი არ უნდა შეინიშნებოდეს. ამიტომ სასაკლაოების სისხლის გაუფერულებისა და ნახევარფაბრიკატების დამზადებისას წყალბადის ზეჟანგის ნარჩენების მოსაშორებლად მასთან ერთად გამოიყენება კატალაზა.
ა) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებულმა კომიტეტმა არაერთხელ შეაფასა ეს ანტისეპტიკი, რომელიც გამოიყენება რძის კონსერვანტის სახით, თუმცა დდმ-ს ნორმატივები არ დაუდგენია. კომიტეტი მიუთითებს, რომ წყალბადის ზეჟანგის კონსერვანტად გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პროდუქტის დასაკონსერვებელი სხვა უკეთესი საშუალება არ არსებობს.
ბ) რძის პროდუქტების წარმოება მაღალორგანიზებულია იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ბ.ა) უნდა დადგინდეს, რომ წყალბადის ზეჟანგის რძის კონსერვანტად გამოყენება პრაქტიკულად შეუცვლელია;
ბ.ბ) კონსერვისათვის გამოსაყენებელი წყალბადის ზეჟანგი საკვებად ვარგისი უნდა იყოს;
ბ.გ) რძის საუკეთესო თვისებების შესანარჩუნებლად წყალბადის ზეჟანგი მინიმალური რაოდენობით უნდა გამოიყენებოდეს;
ბ.დ) წყალბადის ზეჟანგის მზა რძეზე დამატება უნდა ხდებოდეს ქარხნის სპეციალურად მომზადებული პასუხისმგებელი პირების მიერ შესაძლებლობის ფარგლებში რძის წარმოების ყველაზე ადრეულ ეტაპზე;
ბ.ე) რძე და რძის პროდუქტები მომხმარებელს წყალბადის ზეჟანგისაგან თავისუფალი სახით უნდა მიეწოდოს.
31. კატალაზას ზემოქმედების შედეგად დამატებული წყალბადის ზეჟანგის დიდი ნაწილი იშლება წყალსა და ჟანგბადზე დამატებისთანავე. ამას გარდა, მისი ნარჩენი რაოდენობა ქრება რძის ტექნოლოგიური დამუშავებისას მისი შერევისა და გაცხელების შემდეგ. ამავე დროს, წყალბადის ზეჟანგის ზუსტი რაოდენობა ადვილად განისაზღვრება მარტივი და საიმედო მეთოდებით.
ა) საკვებდანამატებზე FAO/WHO –ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტი თვლის, რომ ექსპერტების რძის ხარისხისადმი რეკომენდაციების გათვალისწინებისას დაკონსერვებისათვის წყალბადის ზეჟანგის გამოყენება რძის ხანგრძლივი დამუშავების წინ განაპირობებს ადამიანის ორგანიზმზე მისი მავნე ზემოქმედებით არასებობას. გარდა ამისა, კომიტეტის რეკომენდაციით, აუცილებელია წყალბადის ზეჟანგში გამოყენებული სტაბილიზატორების პრაქტიკული შეფასება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს რძის დაკონსერვების უსაფრთხოება.
32. ქლორიანი ნატრიუმი, ანუ სუფრის მარილი კონსერვანტად სხვადასხვა საკვები პროდუქტის წარმოებაში გამოიყენება