1. ბუნებრივ საკვებ არომატიზატორებსა და საკვებისათვის განსაზღვრულ სპეციფიკური გემოსა და სუნის მიმცემ ნაერთებს მიეკუთვნება სანელებლები, სუნელები და ზოგიერთი სხვა საგემოვნო ნივთიერებები.
2. საგემოვნო ნივთიერებების დიდ ჯგუფს შეადგენენ სანელებლები – გამოხატული გემოსა და არომატული თვისებების მქონე მცენარეული პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის საკვების გემოსა და არომატის გასაუმჯობესებლად; თუმცა, სანელებლები და გამხმარი ბოსტნეული არ წარმოადგენს პირდაპირი მნიშვნელობით საკვებ დანამატებს, მაგრამ მათ ფართოდ გამოიყენებენ მრავალი ქვეყნის ხალხები საკვების მოსამზადებლად.
3. საგემოვნო ნივთიერებები გამოიყენება, როგორც საჭმლის მონელების აქტივობის ასამაღლებელი საშუალებები, რადგანაც მათი გავლენით მნიშვნელოვნად აქტიურდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა უბნის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების ფერმენტების სეკრეცია, ძლიერდება მათი ფერმენტული აქტივობა. ყოველივე ამის წყალობით კი უმჯობესდება საკვების გადამუშავებისა და შეთვისების პროცესები.
4. კულინარიულ წარმოებაში გამოიყენება საგემოვნო ნივთიერებების დიდი ასორტიმენტი, რომლებიც შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:
ა) სანელებლები-პილპილი, დარიჩინი, მიხაკი, კარდამონი, კოჭა და სხვა;
ბ) სუნელ-სანელებელი ბოსტნეული-ოხრახუში, ხახვი, ნიორი, კამა და სხვა;
გ) ხელოვნური და სინთეზური საგემოვნო ნივთიერებები
“საკვებდანამატების გამოყენების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 16.08.2001
მუხლი 10. სანელებლები და სხვა საგემოვნო ნივთიერებები
კარი II — ძირითადი ნაწილი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. შესაფუთი მასალისა და ტარის საღებავები
- მუხლი 5. არომატიზატორები
- მუხლი 6. ეთეროვანი ზეთები და სურნელოვანი ნივთიერებები
- მუხლი 7. ესენციები
- მუხლი 8. „გემოს გამაცოცხლებლები”
- მუხლი 9. თამბაქოს ნაწარმის არომატიზატორები
- მუხლი 11. სანელებლები
- მუხლი 12. დამატკბობელი ნივთიერებები
- მუხლი 13. დამამლაშებელი ნივთიერებები
- მუხლი 14. საკვები მჟავები
- მუხლი 15. შემატუტიანებელი ნივთიერებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საკვებდანამატების გამოყენების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 10, №311/ნ, 16.08.2001, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.934 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52642/muxli-10/