1.  საკვები ესენციები ჰიგიენური და ტოქსიკოლოგიური თვალსაზრისით საყურადღებო ნაერთებია. ისინი წარმოადგენენ რთულ კომპოზიციას, რომლის შემადგენლობაშიც ბევრ შემთხვევაში შედის 10-15 და მეტი ინგრედიენტი. კომპონენტების კონცენტრაციის მიხედვით ესენციები შეიძლება დაიყოს ერთ, ორ და სამჯერადად. ზოგიერთი ესენცია შედის ნატურალური ეთეროვანი ზეთის, ნაყენებისა და ხილ-კენკროვანი წვენების შემადგენლობაში მათი სუნის გასაუმჯობესებლად. საკონდიტრო ნაწარმისთვის (კანფეტი, შოკოლადი, მარმელადი, პასტილა და სხვა) გამოიყენება ერთჯერადი არომატული ესენციების რეცეპტურის შესაბამისად კონცენტრაციით 4 მლ/კგ-მდე. ორ და ოთხჯერადი ესენციების გამოყენებისას მათი რაოდენობა შესაბამისად მცირდება 2- ან 4-ჯერ. ნაყინის წარმოებაში გამოიყენება ესენციები კონცენტრაციით 0,3 მლ/კგ, ხოლო უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში – არა უმეტეს 16 მლ/კგ. მარგარინულ პროდუქციაში დაიშვება არომატიზატორების შემცველობა 0, 34 გ/კგ-მდე კონცენტრაციით.
2.  არომატული ესენციები გამოიყენება საკონდიტრო, ლიქიორ-არყის, უალკოჰოლო სასმელების, ვაჟინების, მშრალი კისელის, აგრეთვე ნაყინის წარმოებაში.
3.  დაუშვებელია ნატურალური საკვები პროდუქტების (რძე, პური, ხილის წვენი და ვაჟინი, კაკო, ჩაი, სანელებლები და ა.შ.) არომატიზაცია სინთეზური სურნელოვანი ნივთიერებებით, ესენციებით და სხვა.
4.  დაუშვებელია, აგრეთვე, არომატიზატორების შეყვანა ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილ საკვებ პროდუქტებში. აგრეთვე არ დაიშვება არომატიზატორების გამოყენება საკვები პროდუქტების გაფუჭების დაფარვისა და ფალსიფიკაციის მიზნით.
5.  სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელია შეძლებისდაგვარად შეიზღუდოს სურნელოვანი ნივთიერებების გამოყენება და გაფართოვდეს ნატურალური წვენების, ნაყენებისა და ეთეროვანი ზეთების წარმოება. სინთეზური არომატიზატორების გამოყენების შეზღუდვის საჭიროება პირველ რიგში ეხება ბავშვთა და ავადმყოფთათვის განკუთვნილ საკვებ პროდუქტებსა და სასმელებს, ვინაიდან ეს კონტინგენტი უფრო მეტად მგრძნობიარეა ქსენობიოტიკების მიმართ.
6.  ცხრილ №9-ში მოყვანილია სინთეზური და ნატურალური სურნელოვანი ნივთიერებების ჩამონათვალი.
7.  სანიტარიული წესებითა და ნორმებით რეგლამენტირდება იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა არომატიზაცია ნებადართულია ესენციებით ან უშუალოდ სინთეზური სურნელოვანი ნივთიერებებით, მაგალითად, ესენციებით ნებადართულია საკონდიტრო და ლიქიორ-არყის ნაწარმის, უალკოჰოლო სასმელებისა და ვაჟინების, ნაყინისა და მშრალი კისელის არომატიზება. ვანილინი ნებადართულია ზოგიერთი სახის ფენოვანი ცომის პურფუნთუშეული ნაწარმისა და რძის პროდუქციის (მაგალითად, ხაჭოს ტკბილი კვერები, კრემები, ჟელე და ნაყინი) არომატიზებისათვის. ვანილინი აგრეთვე, გამოიყენება საკონდიტრო, ლიქიორ-არყისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში. მარგარინის არომატიზებისათვის გამოიყენება დიაცეტილი, რომელიც მას აძლევს რძის სასიამოვნო არომატს.
8.  ესენციების გამოყენებით დამზადებული სასმელები და მშრალი კისელი არ შეიძლება იწოდებოდეს „ხილისგან” დამზადებულად. ეტიკეტზე ან შეფუთვაზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს, რომ ეს პროდუქტები დამზადებულია არომატული ესენციების დამატებით.
9.  ცხრილ №9-ში მოყვანილია სინთეზური სურნელოვანი ნივთიერებებითა და ესენციებით არომატიზებული საკვები პროდუქტების ჩამონათვალი.
10.     არომატული საკვები ესენციების დამზადება დაიშვება მხოლოდ კვების პროდუქტების მწარმოებელ სპეციალიზებულ დაწესებულებაში, ხოლო მათი რეცეპტურები აუცილებელი წესით უნდა თანხმდებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში და აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, ტექნიკური პირობებისა და საკვები პროდუქტების ხარისხისადმი მედიკო-ბიოლოგიურ მოთხოვნებს.

ცხრილი 9
საკვები პროდუქტებისა და სასმელებისა არომატიზაციისათვის გამოსაყენებელი ესენციების სინთეზური სურნელოვანი ნივთიერებები

სინთეზური სურნელოვანი ნივთიერებების დასახელებები
ესენციების უდიდესი
რაოდენობა გ/კგ

საკონდიტრო ნაწარმისათვის
უალკოჰოლო სასმელებისათვის
ანანასის ალდეჰიდი
0,95
არ გამოიყენება
ალდეჰიდი C-16
0,50
0,40
ამილაცეტატი
535,55
70,57
ამილბუტირატი
75,00
არ გამოიყენება
ამილვალერიანატი
50,00
არ გამოიყენება
ანისაცეტილატი
არ გამოიყენება
3,52
ბენზალდეჰიდი
72,00
2,50
ბენზილაცეტატი
12,25
არ გამოიყენება
ბენზილის სპირტი
12,25
არ გამოიყენება
ბუტილპროპიონატი
1,22
არ გამოიყენება
ვანილინი
72,00
4,00
ჰელიოტროპინი
20,00
არ გამოიყენება
დიზოამილის ეთერი
7,50
არ გამოიყენება
ევგენოლი
არ გამოიყენება
0,35
იონონი
1,00
არ გამოიყენება
ყავისფერი ალდეჰიდი
25,00
არ გამოიყენება
მეთილანთრანილატი
0,68
არ გამოიყენება
ობეპინი
1,00
არ გამოიყენება
უნდეკალაქტონი
20,50
არ გამოიყენება
ფენილაცეტალდეჰიდი
0,50
არ გამოიყენება
ფენილის სპირტი
20,80
არ გამოიყენება
ფენილეთილაცეტატი
3,24
არ გამოიყენება
ფენილეთილვალერიანატი
არ გამოიყენება
არ გამოიყენება
ფენილძმარმჟავა
0,64
0,17
ციტრალი
10,00
არ გამოიყენება
ციტრონელოლი
0,43
არ გამოიყენება
ეთილპერალგონის ეთერი
4,00
არ გამოიყენება
ეთილფორმიატი
24,00
არ გამოიყენება
ეთილკაპრილატი
9,00
არ გამოიყენება
ეთილსალიცილატი
1,00
არ გამოიყენება
ეთილენანტატი
3,2
არ გამოიყენება
ეთილფენილაცეტატი
21,23
არ გამოიყენება
ეთილაცეტატი
35,00
21,17
ეთილბუტირატი
60,00
30,00
ეთილვალერიანატი
2,50
3,52
ეთილცინამატი
4,0
არ გამოიყენება

შენიშვნა: ხელოვნური ზეთების შემადგენლობაში შედის: ჰელიოტროპინი, ჰერანილაცეტატი, ლინალოლი, ფენილეთილის სპირტი, ჰერანიოლი.
11.     ვანილინი ქიმიური თვალსაზრისით წარმოადგენს მეტამეტოქსიპარაოქსიბენზოის ალდეჰიდს. სინთეზურ ვანილინს ვანილის სუნი აქვს. სავაჭრო ქსელში ვანილინი იყიდება ვანილიანი შაქრის პუდრასთან ნარევის სახით. ვანილინის ანალოგიური არომატი აქვს აროვინილონს ან ეთილვანილინს, რომელიც გამოიყენება ნაყინის, საკონდიტრო ნაწარმისა და ფქვილის ნახევარფაბრიკატების წარმოებაში 0,04 გ/კგ კონცენტრაციით.
12.     დიაცეტილი გამოიყენება რძის ცხიმოვანი პროდუქტების წარმოებაში არომატული ნივთიერების სახით 5 მგ/კგ-მდე კონცენტრაციით. ირისის მომზადების ტექნოლოგიაში დიაცეტილი გამოიყენება 6 მგ/კგ-მდე კონცენტრაციით. დიაცეტილი წარმოიქმნება რძემჟავურ პროდუქტებში რძემჟავა ბაქტერიების ცხოველქმედების ზემოქმედებით.
13.     ეთილლაქტატი – საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მოსაზრებით ეთილლაქტატი in vivo ჰიდროლიზდება რძემჟავად და ეთილის სპირტად. ამასთან ერთად კომიტეტი თვლის საჭიროდ ამ ნაერთის შესასწავლად შემდგომი გამოკვლევების ჩატარებას.
14.     ალფა-იონონი – საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებულმა კომიტეტმა დაადგინა დროებითი დდმ-ის სიდიდე ამ ნაერთისათვის 0-0,05 მგ/კგ-ის ოდენობით სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
15.     ბეტა-იონონი. ამ ნაერთისათვისაც დადგენილია დროებითი დდმ 0-0,05 მგ/კგ-ის ოდენობით.
16.     ალილის ეთერები - ალილჰექსანოატი, ალილჰეპტანოატი და ალილლიზოვალერატი - საგემოვნო ნივთიერებებია, რომლებიც სწრაფად ჰიდროლიზდებიან ალილის სპირტად და შესაბამის მჟავად ნაწლავის, პანკრეასისა და ღვიძლის ლორწოვანის ესთერაზების ზემოქმედებით. ტოქსიკური ზემოქმედების შესწავლაზე დაკვირვების შედეგები ნათელყოფს, რომ ჰეპატოტოქსიკური ეფექტი ამ ნაერთების დიდი დოზების შეყვანისას განპირობებულია სწორედ ალილის სპირტითა და მისი მეტაბოლიტებით.
ა) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტი მიუთითებს, რომ ალილის ეთერების დდმ-ის შეფასებისას საჭიროა ჯგუფური დდმ-ის საკითხის განხილვა. ამას გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ ისეთი ცხოველური მჟავების ალილის ეთერები, როგორებიცაა აცეტატი, პროპიონატი, იზობუტირატი და 2-ეთილჰექსანოატი, ასევე სწრაფად ჰიდროლიზდებიან; ამიტომ მათი მოხმარებაც უნდა იყოს გათვალისწინებული, ვინაიდან მათ შეუძლიათ საკვებთან ერთად ორგანიზმში მოხვედრილი ალილის სპირტის საერთო რაოდენობის გაზრდა.
ბ) ალილჰეპტანოატის, ალილჰექსანოატისა და ალილიზოვალერატისათვის დადგენილია დდმ სხეულის მასის 0-0,05 მგ/კგ ოდენობით. ეს მაჩვენებლები ალილის სპირტის ანალოგიური მაჩვენებლების ეკვივალენტურია. დდმ-ის ეს დონე შეესაბამება ალილჰეპტანოატისათვის
0-0,15 მგ/კგ-ს, ალილჰექსანოატისთვის - 0-0,13 მგ/კგ-ს და ალილიზოვალერატისათვის - 0-0,12 მგ/კგ -ის ოდენობით.
17.     trans –ანეტოლი საგემოვნო და არომატული ნივთიერებაა, რომელიც არაერთხელ იქნა განხილული საკვებდანამატების FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მიერ, რომელმაც დაადგინა დროებითი დდმ 0-0,6 მგ/კგ-ის ოდენობით.
18.     (+) –კარვონი და (-)-კარვონი. დროებით დაშვებული არომატიზატორებია, რომელიც შედის კამის ეთეროვანი ზეთების შემადგენლობაში. ამ ნაერთების მიმართ საკვებდანამატების FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტი აღნიშნავს, რომ ისინი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ტოქსიკოლოგიურად იდენტური შენაერთები. მათთვის განსაზღვრული იქნა დდმ-ის სიდიდე 0-1 მგ/კგ ოდენობით. ამ სიდიდის განსაზღვრას საფუძვლად დაედო ის დონე, რომელიც არ ექვემდებარება აღმოჩენას