1. ამ ჯგუფის საკვებდანამატებს შორის ფართო გავრცელება ჰპოვა L -გლუტამინმჟავამ და მისმა ნატრიუმის, კალიუმისა და მაგნიუმის მარილებმა.
2. გლუტამინმჟავა და გლუტამატები E 620, E 621 – E 625 საკვებ პროდუქტებზე დამატებისას აძლიერებენ მათ ბუნებრივ საგემოვნო თვისებებს, აგრეთვე აღადგენენ, აცოცხლებენ პროდუქტების შენახვის პროცესში შესუსტებულ ამ თვისებებს. ამ ნაერთებს ამატებენ მზა კერძებსა და კულინარიულ ნაწარმს, კონცენტრატებსა და კონსერვებს. გლუტამატები განსაკუთრებით აძლიერებენ მწარე და მარილიან გემოს მაშინ, როცა ტკბილი გემო ნაკლებად ძლიერდება.
ა) პროდუქტები „გლუტამინური ეფექტს” ინარჩუნებს არა მხოლოდ უშუალოდ გლუტამატების დამატების შემდეგ, არამედ მათი თბური დამუშავების, გაყინვის ან დაკონსერვების შედეგად.
ბ) გლუტამატები თავისი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ეფექტურია ხანგრძლივად შესანახი პროდუქტების ხარისხის შესანარჩუნებლად. თუმცა, ნატრიუმის გლუტამატების გამოყენება კონსერვებისა და ბავშვთა საკვები კონცენტრატების წარმოებაში არ შეიძლება.
გ) იაპონიაში ნატრიუმის გლუტამატი ცნობილია მარკით „ალჟინო მოტო” (გემოს არსი) და წარმატებით გამოიყენება მარგარინის გემოს გასაუმჯობესებლად და შენახვის ვადების გასახანგრძლივებლად.
დ) ზოგ ქვეყნებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, ნატრიუმის გლუტამატი შეჰყავთ ზოგიერთ კერძში უშუალოდ სუფრაზე გამოტანის წინ. ასე მაგალითად, ჩინეთში ამზადებენ სოიას პარკიდან მიღებულ პრეპარატს, რომელიც ცნობილია სავაჭრო მარკით „Vei-Su” (ვეი-შუ). გამოიყენება საკვების გემოს გასაუმჯობესებლად და მადის აღმძვრელად. ამასთან, აღწერილია „ჩინური რესტორნების სინდრომი”, რომელიც ვლინდება საერთო სისუსტით, გულის ფრიალით, მგრძნობელობის დაქვეითებით კეფისა და ზურგის მიდამოში, რაც დაკავშირებულია სწორედ ნატრიუმის გლუტამატის დიდი დოზების გამოყენებასთან.
ე) ნატრიუმის გლუტამატი ჩვენს ქვეყანაში გამოიყენება მოზრდილი მოსახლეობის საკვებად დღეღამეში არა უმეტეს 1,5 გ-ის, ხოლო ერთ მიღებაზე 0,5 გ-ის ოდენობით.
ვ) გემოს გასაუმჯობესებლად საზღვარგარეთ ცნობილია აგრეთვე, რიბონუკლეინის მჟავების იზომერები და მათი ორნატრიუმიანი მარილები: ნატრიუმის ინოზინატი - 5-ინოზინატნატრიუმი-E 631 (მისი „საგემოვნო” ძალა გლუტამატებტან შედარებით 45-ჯერ მაღალია); 5-ინოზიტ-კალიუმი-E 632; 5’-ინოზინატ კალციუმი - E 633.
3. ნატრიუმის გუანილატი - E 629 – გუანილის მჟავას წარმოებული, რომლის “საგემოვნო” ძალა 198-ჯერ მაღალია, ვიდრე გლუტამატ-ნატრიუმის.
ა) რიბოტიდების გემოს გასაუმჯობესებელი ეფექტი მსგავსია ცხოველური პროდუქტების ექსტრაგირებული ნივთიერებების ეფექტისა. რიბოტიდები გამოიყენება 0,3 გ –ის ოდენობით ბულიონის 1 ლ-ზე.
4. ესტრაგოლი - ქიმიური ნაერთი - ანიზოლის წარმოებული, რომელიც გამოიყენება, როგორც საგემოვნო დანამატი. მისთვის დდმ-ის სიდიდე არ არის შემუშავებული, თუმცა კომიტეტის მიერ იგი განხილული იქნა რამოდენიმეჯერ.
ა) დადგენილია, რომ ესტრაგოლის მხოლოდ ძლიერ მაღალი დოზირებისას წარმოიქმნება შუალედური გააქტივებული ნივთიერებების რაოდენობა, რომელიც ცხოველებისა და ადამიანისათვის განურჩეველი არ არის. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოხმარების ნორმალური დონისათვის ესტრაგოლის კანცეროგენული რისკი არ არსებობს.
5. ლიმონმჟავა ნატრიუმი, ნატრიუმის ციტრატი E 331 - მჟავიანობის რეგულატორი, სტიმულატორი, ემულგატორი, მადისპერსირებელი და კომპლექსწარმომქმნელი ნივთიერება; ნატრიუმის ციტრატების ჯგუფს შეადგენენ :
ა) ნატრიუმის ციტრატი ერთჩანაცვლებული E 331 (i);
ბ) ნატრიუმის ციტრატი ორჩანაცვლებული E 331 (i i);
გ) ნატრიუმის ციტრატი სამჩანაცვლებული E 331 (i i i);
დ) ეს ნაერთები გამოიყენება პროდუქტის წონის 600 მგ/კგ –მდე დოზით მჟავე გემოს მისაცემად ზოგიერთი საკონდიტრო ნაწარმის, მაგალითად, მარმელადში, აგრეთვე მდნარი ყველის წარმოებაში, სადაც ასრულებს გამლღობი მარილის როლს.
ცხრილი №10
საკვები პროდუქტების არომატიზაციისათვის გამოსაყენებელი სინთეზური სურნელოვანი ნივთიერებები და არომატული ესენციები
სურნელოვანი ნივთიერებისა და ესენციის დასახელება
საკვები პროდუქტის დასახელება, რომელშიც ნებადართულია გამოყენება
დასაშვები კონცენტრაცია პროდუქტში (მგ/კგ)
არომატული ესენციები
(არომატული სურნელოვანი ნივთიერებების ჩამონათვალი მოყვანილია ცხრილში №9)
საკონდიტრო ნაწარმი
4000
ნაყინი
3000
უალკოჰოლო სასმელები
1000
ვაჟინები
1000
მშრალი კისელი
1000
ლიქიორ-არყის ნაწარმი
500
ვანილინი
ვანილიანი ორცხობილა
1000
(ფქვილზე გადაანგარიშებით)
ფენოვანი ცომის პურფუნთუშეული ნაწარმი
300
ყურძნის, ალუბლისა და ნესვის მურაბები
500
შოკოლადის ზეთი
50
აღმოსავლური ტკბილეული, სოიას ნამცხვარი, ჟელე, ხაჭოს ტკბილი კვერი, რძის კისელი, კრემები, პუდინგი
200
ლიქიორ-არყის ნაწარმი
200
ნაყინი
1500
უალკოჰოლო სასმელები
20
ვაჟინები
80
დიაცეტილი
მარგარინი
5
ირისი