1.  კვების მრეწველობაში, კულინარიაში, საბინაო პირობებში საკვების მოსამზადებლად გამოიყენება ტკბილი გემოს მქონე, დამატკბობელი ნივთიერებები. კაცობრიობის ისტორიაში პირველი დამატკბობელი ნივთიერებები იყო: თაფლი, წვენები და მცენარეთა ნაყოფები. ამჟამად ძირითად ტკბილ ნივთიერებას წარმოადგენს საქაროზა, ანუ შაქარი.
2.  კვების მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით, დაბალკალორიული საკვები პროდუქტებსა და სხვადასხვა პათოლოგიებით (შაქრიანი დიაბეტი, გაცხიმების ალიმენტარულ-ცვლითი ფორმა და სხვა) მოავადე ადამიანებისათვის დიეტური პროდუქტების გამოშვების გაფართოების მიზნით იზრდება როგორც ბუნებრივი (ნატიური ან მოდიფიცირებული), ისე ხელოვნური შაქრის წარმოება.
3.  გლუკოზა, ან დექსტროზა, ან ყურძნის შაქარი – მიეკუთვნება მონოზ-მონოშაქრების ჯგუფს. გლუკოზა შედის მნიშვნელოვანი დი- და პოლისაქარიდების: საქაროზების, სახამებლის, უჯრედისისა და მრავალი სხვა გლუკოზიდების შემადგენლობაში. იგი მიიღება სახამებლისა და უჯრედისის ჰიდროლიზის გზით.
ა) როგორც საკვებდანამატი გლუკოზა გამოიყენება უალკოჰოლო და გამაგრილებელი სასმელების, ზოგიერთი სახის საკონდიტრო ნაწარმისა და საღეჭი რეზინების დასატკბობად.
ბ) გლუკოზის დდმ-ს დონე ისევე, როგორც მისი სპეციფიკაციები დადგენილი არ არის.
4.  ფრუქტოზა, ან ლევულეზა, ან ხილის შაქარი შედის მცენარეთა მწვანე ნაწილების, ყვავილების ნექტრის, თესლებისა და თაფლის შემადგენლობაში თავისუფალი სახით.
ა) ფრუქტოზა წარმოადგენს სასმელებისა და საკონდიტრო ნაწარმის დასატკბობად.
5.  ალაოს ექსტრაქტი – ქერის ალაოს წყლიანი გამონაწვლილი - წარმოადგენს მონო- და ოლიგოსაქარიდების, აგრეთვე ცილების, მინერალური ნივთიერებებისა და ფერმენტების ნარევს. საქაროზის შემცველობა აღწევს 5 %-ს. ალაოს ექსტრაქტი გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში, ბავშვთა კვების პროდუქტების დამზადებისას.
6.  ლაქტოზა, ან რძის შაქარი – გამოიყენება ბავშვთა კვებისა და სპეციალური საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაში.
7.  სორბიტი – მიეკუთვნება ტკბილი მრავალატომიანი სპირტების -პოლიოლების ჯგუფს. იგი პრაქტიკულად სრულად შეითვისება ორგანიზმის მიერ. სორბიტი გამოიყენება დიეტური ხილ-ბოსტნეულის კონსერვების, საკონდიტრო ნაწარმისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში. ამ ნაწარმის რეცეპტურები უნდა შეთანხმდეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. სორბიტის შემცველობა საკვებ პროდუქტებში არ ნორმირდება, ხოლო მისი საკვებ პროდუქტზე დამატება ხდება დადგენილი რეცეპტურების შესაბამისად.
ა) საკვებდანამატების FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებულმა კომიტეტმა დაადგინა, რომ „დროებითი დდმ დაზუსტებული არ არის”.
8.  ქსილიტი – ტკბილი ხუთატომიანი სპირტი, რომელიც წარმოადგენს თეთრი ფერის კრისტალურ ნივთიერებას. ქსილიტის 1გრ იძლევა დაახლობით 4 კკალ ენერგიას. იგი სწრაფად შეიწოვება და არ ახდენს გავლენას სისხლში შაქრის პროცენტულ შემცველობაზე.
ა) ქსილიტი გამოიყენება შაქრის შესაცვლელად შაქრიანი დიაბეტითა და გაცხიმებით დაავადებულთათვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაში. იგი ნაჩვენებია აგრეთვე, როგორც ნაღვლმდენი საშუალება. ქსილიტის შემცველობა საკვებ პროდუქტებში არ ნორმირდება, ხოლო საკვებ პროდუქტზე მისი დამატება განისაზღვრება დამტკიცებული რეცეპტურის შესაბამისად.
ბ) ქსილიტი გამოიყენება დიეტური ხილ-კენკროვანი კონსერვების, საკონდიტრო, პურფუნთუშეული ნაწარმის, უალკოჰოლო გაზირებული სასმელების წარმოებაში.
9.  სახარინი მიეკუთვნება სინთეზური ტკბილი ნივთიერებების ჯგუფს. სახარინი 300-550-ჯერ ტკბილია საქაროზაზე და ჩვეულებრივ გამოიყენება ნატრიუმის მარილის სახით, რომლის სიტკბო 500-ჯერ მეტია საქაროზის სიტკბოზე. რაც განაპირობებს სახარინის ძალიან მცირე დოზირებას. სახარინი სწრაფად გადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მისი 98% გამოიყოფა შარდთან ერთად. სახარინის საკვებ პროდუქტებში შემცველობის დონედ საკვებდანამატების FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მიერ დადგენილია 5მგ/კგ.
ა) სახრინი გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა დიეტური კვების პროდუქტების, სასმელებისა და საღეჭი რეზინების წარმოებაში.
ბ) კომიტეტის მიერ დადგენილია სახრინის დროებითი დდმ 0-2,5 მგ/კგ ოდენობით სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
10.     ნატრიუმის ციკლამატი და კალციუმის ციკლამატი – სასიამოვნო ტკბილი გემოს ნაერთები, რომლებიც ხასიათდებიან მდგრადობით მაღალი ტემპერატურის მიმართ და წყალში ადვილად ხსნადობით. ციკლამატების სიტკბოება 30-ჯერ მაღალია, ვიდრე საქაროზების. მსოფლის მრავალ ქვეყანაში ციკლამატებს იყენებენ საკონდიტრო ნაწარმისა და სასმელების წარმოებაში. საკვებდანამატების FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მიერ დადგენილია ციკლამატების დდმ – 0-11 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
11.     ასპარტამი – E 951 (სინონიმები – NutraSweet, სლადექსი და სხვა) წარმოადგენს დიპეპტიდს, რომლის მოლეკულაც შედგება ორი ამინომჟავის – ასპარგინისა და ფენილალანინის - ნარჩენისაგან. უკანასკნელ პერიოდში ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმისა და სასმელების წარმოებაში.
ა) ასპარტამზე ჩატარებულმა ხანგრძლივი ექსპერიმენტული და კლინიკური გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ მას არ ახასიათებს კანცეროგენული და ტოქსიური მოქმედება. თუმცა მისი შემცველი პროდუქტების გამოყენება დაუშვებელია ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის მასში ფენილალანინის შემცველობის გამო.
ბ) საკვებდანამატების FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მიერ დადგენილი დდმ-ს სიდიდე შეადგენს 40 მგ/კგ-ს.
გ) ასპარტამი ჩვეულებრივ შეიცავს 1 %-მდე დიკეტოპიპერაზინს მინარევის სახით. გარდა ამისა, შესაძლებელია ასპარტამის მზა პროდუქტში დიკეტოპიპერაზინად გარდაქმნა, რაც განაპირობებს ამ უკანასკნელის ნორმირების აუცილებლობას, აქედან გამომდინარე დადგინდა დიკეტპიპერაზინის დდმ 0-7,5 მგ/კგ-ს ოდენობით.
დ) ასპარტამის გამოყენება ხელსაყრელია ისეთი პროდუქტების დასატკბობად, რომლებიც არ საჭიროებენ თერმიულ დამუშავებას, მაგალითად: ნაყინი, კრემები, აგრეთვე, სამკურნალო დანიშნულების პროდუქტები. არამიზანშეწონილია მათი გამოყენება ისეთი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც საჭიროებენ თერმიულ დამუშავებასა და ხანგრძლივ შენახვას, რადგანაც ამ დროს პროდუქტის სიტკბო ქვეითდება.
12.     კალიუმის აცესულფამი E 950 – დამატკბობელი ნივთიერებაა; ხანგრძლივი გამოკვლევებით დადგენილია, რომ იგი არ ხასიათდება ტოქსიურობითა და მუტაგენური მოქმედებით. კალიუმის აცესულფამისათვის კომიტეტის მიერ დადგენილი დდმ-ს სიდიდე შეადგენს 0-15 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
ა) კალიუმის აცესულფამის გამოყენება კვების მრეწველობაში დაშვებულია რუსეთსა და გერმანიაში.
13.     ტრიქლორგალაქტოსახაროზა (ტქგს) – სუკრალოზა – დამატკბობელი ნივთიერებაა, რომელიც გამოიყენება კვების მრეწველობაში საკვებდანამატის სახით. ხანგრძლივი ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე საკვებდანამატების FAO/WHO-ის ექსპერტების მიერ დადგენილია დდმ-ის სიდიდე – 0-15 მგ/კგ (სხეულის მასაზე გადაანგარიშებით)