1. მცენარეული ნედლეულისა და ცხოველური წარმოშობის ზოგიერთი პროდუქტის სუნი ყველაზე ხშირად განპირობებულია მათში აქროლადი ნივთიერებების არსებობით. ეს ნივთიერებები უფრო ადვილად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, ვიდრე წყალში და ადვილად გამოიხდება წყლის ორთქლით. მათ შორის მნიშვნელოვან ჯგუფს შეადგენენ ეთეროვანი ზეთები.
2. ორგანული წარმოშობის მიუხედავად, ზოგიერთი ეთეროვანი ზეთი, როგორიცაა მდგოვის, მწარე ნუშის (თუ ის არ არის გათავისუფლებული ციანისტური შენაერთებისაგან), ამერიკული ხოროსნისა და აბზინდას ეთეროვანი ზეთები, წარმოადგენენ შხამებს. სინთეზურ არომატულ ნივთიერებებს შორისაც არის შხამიანი ნაერთები, აქ უნდა აღინიშნოს ნიტრობენზოლი (მწვავე ნუშის სუნით), ფოსგენი (ვაშლის სუნით) და ა. შ.
3. ეთეროვანი ზეთების უმეტესობა ბაქტერიოციდული თვისებებით ხასიათდება და შესაძლებელია მათი კონსერვანტებად და ლპობის საწინააღმდეგო ნაერთებად გამოყენება. აგრეთვე ბევრი ეთეროვანი ზეთი დამღუპველად მოქმედებს როგორც ექტო- (ტილები, რწყილები და ა.შ.), ასევე ენდოპარაზიტებზე (ნაწლავის ჰელმინთები - ჭიები). ეთეროვანი ზეთების შემადგენლობა საკმაოდ რთულია; მათში აღმოჩენილია: ნახშირწყლები, ალკოჰოლები, ფენოლები, ალდეჰიდები, ესტერები, კეტონები, მჟავები, ლაქტონები, ეთერები, ოქსიდები და პეროქსიდები. ეთეროვანი ზეთების მნიშვნელოვანი უაზოტო შემადგენელი ნაწილები წარმოდგენილია ცხრილ №8-ში.
ცხრილი №8
ეთეროვანი ზეთების მნიშვნელოვანი უაზოტო შემადგენელი ნაწილები
ქიმიური ნაერთის ჯგუფი
ქიმიური ნაერთის დასახელება
რომელ ზეთებში გვხვდება
1
2
3
ნახშირწყლები
სტიროლი
სტირაქსის ეთეროვანი ზეთი
პინენები
სკიპიდარები
ლიმონენები
სკიპიდარები
ფელანდრენი
ქინძის, ევკალიპტის, კოჭას ზეთები
ალკოჰოლები
ლინალოლი
ლავანდის, ბერგამოტის, ვარდის, ქინძის, პიტნის, კვლიავის, სალბისა და მრავალი სხვა.
ჰერანიოლი
ჰერანის, ციტრონელის და სხვა.
ციტრონელოლი
ჰერანის, ციტრონელის ვარდის ზეტები
ტერპინეოლი
ჰერანის, ლიმონის, მუსკათის ზეტი, სკიპიდარი
მენტოლი
პიტნის ზეთი
ბორნეოლი
ლავანდის, ილის, როზმარინის, კატაბალახას, მაიორანის ზეთები
სანდალოლი
სანდალოზის ზეთი
ფენოლები
თიმოლი
სანდალოზის ზეთი
კარვაკროლი
თიამინის ზეთი, ბოგოროდსკაია ბალახის ზეთი
ანეთოლი
ბოგოროდსკაია ბალახის ზეთი, თიამინის ზეთი
ევგენოლი
ანისულის (მარტივი და ვარსკვლავისებრი ანისული) , ფენხელის ზეთი და სხვა.
ალდეჰიდები
ვალერიანის ალდეჰიდი
ევკალიპტის, მიხაკის, სანდალოზის, ციტრონელისა და სხვა ზეთები.
ციტრალი
ლიმონის, ვარდის ზეთები და სხვა
ციტრონელალი
ევკალიპტის, ციტრონელის ზეთები და სხვა.
ბენზალდეჰიდი
მწვავე ნუშის ზეთი
ვანილინი
ვანილი, სხვადასხვა ბალზამი
ყავისფერი ალდეჰიდი (ცინამალი)
ყავისფერი ზეთი
კეტონები
კარვონი
კვლიავის, კამის, ჰერანის, პიტნის ზეთები
მენთონი
პიტნის, ბალბიფოთოლას ზეთები
ფენხონი
ფენხელის, კამის, ანისულის ზეთები
ქაფური
ქაფურის, აბზინდას (არტემიზიას), როზმარინის, რეჰანის ზეთები
ირონი
იის ფესვის ზეთი
მჟავები
ვალერიანის
კატაბალახას ზეთი
ძმრის
კატაბალახას ზეთი (იხ. ასევე ესტერები)
ესთერები
ძმარ-ლინალოლის
ლიმონის, ბერგამოტის, ლავანდის ზეთები
ძმარ-მენთოლის
პიტნის ზეთი
ვალერიანა-ბორნეოლის
კატაბალახას, როზმარინის ზათები
სალიცილ-მეთილის
მიხაკის, ვინტერგრინის ზეთები
ძმარ-საბინოლის
ღვიის ზეთი
ლაქტონები
კუმარინი
ძიძოს სურნელოვანი ნივთიერება, ზუბროვკა და სხვა.
ეთერები და ოქსიდები (შინაგანი ეთერები)
საფროლი
სასაფრასის ზეთი
აპიოლი
ოხრახუშის ზეთი
ცინეოლი (ევკალიპტის)
ევკალიპტის, როზმარინის, დაფნის და სხვა ზეთები
ზეჟანგები
ასკარიდოლი
ამერიკული ხოროსნის თესლების ზეთი (ხენოპოდია