1. ზოგიერთი საკვები პროდუქტის წარმოებაში ტექნოლოგიური მოსაზრებით ფართოდ გამოიყენება კონსისტენციის გასაუმჯობესებლები – ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქტის განსაზღვრულ კონსისტენციას მისი რეოლოგიური ან სხვა თვისებების შეცვლით. კონსისტენციის გასაუმჯობესებლები გამოიყენება უპირატესად არამდგრადი კონსისტენციისა და ჰომოგენური სტრუქტურის მქონე საკვები პროდუქტების წარმოებისას. აღნიშნული თვისებების მქონე საკვებდანამატებს შორის უნდა აღინიშნოს ნატურალური წარმოშობის საკვებდანამატები: ჟელატინი, პექტინი, ნატრიუმის ალგინატი, აგარი და აგაროიდები, მცენარეული გუმფისები და ხელოვნურად მიღებული ნივთიერებები: მეთილცელულოზა, ამილოპექტინი, მოდიფიცირებული სახამებლები.
2. ჟელატინი – ეს არის ცილოვანი პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს პოლიპეპტიდებისა (50000 - 70000 მოლეკულური მასით) და მათი აგრეგატების ნარევს. ჟელატინს არ აქვს გემო და სუნი; მიიღება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხრტილების, მყესებისა და ძვლებისაგან. ჟელატინის წყალხსნარები გამოიყენება ჟელეს, ნაყინის წარმოებისას, აგრეთვე კულინარიაში. ჟელატინის დასაშვები კონცენტრაცია ლიმიტირებას არ საჭიროებს.
3. სახამებელი და მოდიფიცირებული სახამებლები – მიეკუთვნება მაღალმოლეკულურ პოლისაქარიდებს. იგი სამარაგო პოლისაქარიდია – ხორბლის, კარტოფილისა და სხვა საკვები ნედლეულის მთავარი კომპონენტი და წარმოადგენს გლუკოპირინოზის ნარჩენების – ამილოზისა და ამილპექტინისაგან აშენებულ ორი ტიპის პოლიმერების ნარევს. სახამებელი, მისი ფრაქციები და ნაწილობრივი ჰიდროლიზის პროდუქტები კვების მრეწველობაში გამოიყენება შემასქელებელ, ლაბისა და ჟელეს წარმომქმნელ ნაერთებად და იხმარება საკონდიტრო და პურფუნთუშეულის, აგრეთვე ნაყინის წარმოებისას.
4. მოდიფიცირებული სახამებლები – 1402 - ჩვეულებრივი სახამებლებისაგან განსხვავდება ზემოქმედების მრავალფეროვნებით. ისინი გამოიყენება პურის ცხობისა და საკონდიტრო მრეწველობაში, მათ შორის უპროტეინო დიეტური საკვები პროდუქტების წარმოებისას.
ა) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის (შემდგომში– კომიტეტი) რეკომენდაციით ბავშვთა კვების პროდუქტები უნდა მომზადდეს საკვებდანამატების, კერძოდ კი მოდიფიცირებული სახამებლის გარეშე.
ბ) კომიტეტის მითითებით მოდიფიცირებულ სახამებლის დასაშვები დღიური მოხმარება (დდმ) ადრე განიხილებოდა, როგორც „შეუზღუდავი”, ამჟამად – როგორც „დაუზუსტებელი”.
გ) ეპილქლორჰიდრინით მოდიფიცირებული სახმებლის საკვები დანამატის სახით გამოყენება რეკომენდებული არ არის. ამასთან პროპილენის ჟანგით მოდიფიცირებული სახამებლის გამოყენება უსაფრთხოდ ითვლება. ექსპერიმენტული კვლევის მონაცემები მეტყველებენ საკვებ პროდუქტებში მოდიფიცირებული სახამებლის ნორმირების აუცილებლობაზე. ამჟამად დასაშვებია მხოლოდ დაჟანგული და დიალდეჰიდური (ჟანგვის ხარისხი არაუმეტეს 10%) მოდიფიცირებული სახამებლების გამოყენება პურის წარმოებაში იმ რაოდენობით, რომ არ აღემატებოდეს 0,5 და 0,7-20%-ს ფქვილის წონაზე გადაანგარიშებით.
5. პექტინური ნივთიერებები E 440 – წარმოადგენს მაღალმოლეკულურ პოლისაქარიდებს, რომლებიც შედის უჯრედის კედლებისა და უჯრედშორისი წარმონაქმნების შედგენლობაში ცელულოზასთან, ჰემიცელულოზასთან და ლიგინინთან ერთად. პექტინს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ძირხვენები. კვების მრეწველობაში პექტინს იღებენ ვაშლისა და ჭარხლის, აგრეთვე მზესუმზირის გამონაწვლილისაგან. არსებობს უხსნადი (ე.წ.პროტოპექტინები) და ხსნადი პექტინები, რომლებსაც შეიცავს უჯრედული წვენი. ნაყოფის მომწიფებისა და შენახვისას პექტინის უხსნადი ფორმები გადადიან ხსნადში, რასთანაცაა დაკავშირებული ნაყოფის დარბილება. უხსნადი პექტინები ხსნადში გადადის აგრეთვე მცენარეული ნედლეულის თერმული დამუშავებისა და ხილ-კენკროვანი წვენების გამჭვირვალობისას.
ა) საუკეთესო პექტინები მიიღება ციტრუსებისა და ვაშლის ქერქისაგან, ხოლო ყველაზე დაბალი ხარისხით ხასიათდება ჭარხლის გამონაწვლილისაგან მიღებული პექტინები.
ბ) მაღალეთერიზებული პექტინები გამოიყენება ლაბის წარმომქმნელი ნივთიერებების სახით მარმელადის, ჟელეს, ჯემების, პასტილების, ხილის წვენების, ნაყინის, თევზის კონსერვების და მაიონეზის წარმოებაში. დაბალეთერიზებული პექტინები გამოიყენება მცენარეული ჟელეს, პაშტეტებისა და ლაბის მოსამზადებლად. პექტინური ნივთიერებები გამოიყენება პურის, ცხიმისა და ყველის წარმოებაში.
გ) ადამიანის ორგანიზმი მოიხმარს პექტინის 90%-ს. არაამიდირებული პექტინის უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე დადგენილი არ არის, რის გამოც იგი გამოიყენება შეუზღუდავი რაოდენობით.
დ) ამიდირებული პექტინის თავისებურებაა ის, რომ კარბოქსილური ჯგუფის ნაწილი გარდაიქმნება ამიდად. მისთვის დადგენილია დდმ-ს სიდიდე და შეადგენს 25 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
ე) კომიტეტის ექსპერტების გამოკვლევებით ამიდირებული პექტინის კანცეროგენული თუ ტერატოგენული მოქმედება არ დადასტურდა. თუმცა დსთ-ის ქვეყნებში გამოიყენება მხოლოდ არაამიდირებული პექტინი მშრალი კისელის, დიეტური და საკონდიტრო ნაწარმის მომზადების პროცესში.
6. აგარ-აგარი 406 გამოიყენება მდგრადი ჟელეს მისაღებად მარმელადის პასტილებისა და ზოგიერთი სხვა პროდუქტის წარმოებაში. აგარი მიიღება თეთრი ზღვისა და წყნარი ოკეანის ბინადარი წყალმცენარეებისაგან, კერძოდ კი გიგანტური წყალმცენარის აცროცყსტის პრიფერასაგან.
ა) აგარ-აგარი ცივ წყალში უმნიშვნელოდ იხსნება, ხოლო ცხელ წყალში სახამებლის მსგავსად წარმოქმნის კოლოიდურ ხსნარს, რომელიც დალექვის შედეგად გარდაიქმნება შუშისმაგვარ, მტვრევად, მტკიცე ლაბად.
ბ) აგარ-აგარი გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაში ჟელეს, მარმელადის, პასტილას, ზეფირის წარმოებაში, ხორცისა და თევზის ლაბისა და ჟელეს მისაღებად, პუდინგებისა და ნაყინის დასამზადებლად.
გ) აგარის გამოყენება კვების მრეწველობაში არ ლიმიტირდება; მისი საკვებ პროდუქტებზე დასამატებელი რაოდენობა განისაზღვრება ამ პროდუქტების რეცეპტურებითა და სტანდარტებით. თუმცა FAO/WHO-ის ექსპერტების კომიტეტი ადამიანისათვის დასაშვებ დღეღამურ დოზად მიიჩნევს 0-50 მგ/კგ-ს ადამიანის წონაზე გადაანგარიშებით.
7. აგაროიდი (შავი ზღვის აგარი) მიიღება შავ ზღვაში გავრცელებული წყალმცენარე ფიროფლორასაგან. აგაროიდს აგარ-აგართან შედარებით ლაბისწარმომქმნის უნარი 2-3-ჯერ ნაკლები ხარისხით აქვს გამოხატული. იგი გამოიყენება კვების მრეწველობის იმავე დარგებში, რომლებშიც აგარ-აგარი.
8. ფურცელერანი – ზღვის წყალმცენარე ფულცელერანისაგან მიღებული პოლისაქარიდია. ქიმიური ბუნებით ჰგავს აგარსა და აგაროიდს. ლაბის წარმოქმნის უნარის მიხედვით მას უკავია შუალედური მდგომარეობა მათ შორის და გამოიყენება მარმელადისა და ჟელეს შემცველი კანფეტების წარმოებაში.
9. კარაგინინი E 407 – გამოიყენება, როგორც შემასქელებელი, მაჟელირებელი აგენტი და სტაბილიზატორი მდნარი ყველის, ჰალვის, შესქელებული რძის, სოუსების წარმოებაში. სამრეწველო მიზნით გამოიყენება არა მარტო კარაგინინი, არამედ მისი ნატრიუმის, კალიუმის და ამონიუმის მარილები. ქვემოთ მოყვანილია კარაგინინის მაქსიმალურად დასაშვები დონეები ზოგიერთი საკვები პროდუქტისათვის.
ცხრილი №2
საკვები პროდუქტი ზღვრულად დასაშვები ოდენობა (გ/კგ)
მდნარი ყველი
5
შესქელებული რძე
0,15
ჟელე, მუსები
20
სოუსები
20
ჰალვა
10
10. ნატრიუმის ალგინატი E 401 და ალგინის მჟავები E 400 – მიიღება წაბლა წყალმცენარეებისაგან. ეს ნივთიერებები წარმოადგენს პოლისაქარიდებს, რომლებიც შედგება L მანურონისა და D გლუკურონის მჟავების ნარჩენებისაგან. ალგინის მჟავები წყალში არც იხსნება და არც იკავშირებს მას; ნატრიუმის ალგინატი კი წყალში კარგად იხსნება. ეს ნაერთები გამოიყენება მარმელადის, ხილის ჟელეს, კანფეტის დასამზადებლად, წვენების გამჭვირვალობის მისაღებად, ემულგატორად, შემასქელებელ და მაჟელირებელ ნივთიერებად. ნატრიუმის ალგინატი გამოიყენება აგრეთვე, უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად 0,4 გ/ლ კონცენტრაციით ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების (ზან) უცხიმო კომპოზიციასთან ერთად. FAO/WHO-ის ექსპერტების კომიტეტი ადგენს, რომ დდმ შეადგენს 0-50 მგ-ს ადამიანის 1 კგ წონაზე, რაც მნიშვნელოვნად მეტია ორგანიზმში კვების პროდუქტებთან ერთად მოხვედრილ ნატრიუმის ალგინატის დოზაზე.
11. ცელულოზები. ცელულოზის ეთერები E460 – მეთილცელულოზა და ეთილცელულოზა (შესაბამისად ცელულოზის მეთილისა და ეთილის ეთერები)გამოიყენება კვების მრეწველობაში ნაყინის, საკონდიტრო ნაწარმისა და საწებლების დასამზადებლად.
ა) მეთილცელულოზა მზადდება მერქნის ან ბამბის ცელულოზისაგან მათი ტუტეებით დამუშავების გზით; ამასთან, ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს გაივლის პრაქტიკულად შეუცვლელი სახით. ამდენად, მისი, როგორც საფაღარათო საშუალების, შეყვანა ორგანიზმში 240 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 1-6 გ ოდენობით არ იწვევს ტოქსიკური მოქმედების ნიშნების განვითარებას. ასევე არ ახასიათებს კანცეროგენური მოქმედება.
ბ) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებულმა კომიტეტმა დაადგინა მეთილცელულოზას დდმ ადამიანისთვის 0-30 გ/კგ ოდენობით.
გ) გარდა ზემოთ აღნიშნულისა, იწარმოება ნაწილობრივ ჰიდრილიზებული ცელულოზა – მიკროკრისტალური და ფხვნილისებური. ცელულოზის ამ ფორმების მოქმედება ორგანიზმზე ამ ჯგუფის სხვა პრეპარატების მოქმედების ანალოგიურია. ეს ნივთიერებები აღიარებულია, როგორც შედარებით უვნებელი ნივთიერებები, რომელთა დდმ დადგენილია 0-30 მ/კგ-ის ფარგლებში სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
დ) მოდიფიცირებული ცელულოზის შემცველობა ზოგიერთ საკვებ პროდუქტში მოცემულია ცხრილში 3.
ცხრილი 3
მოდიფიცირებული ცელულოზის შემცველობა საკვები პროდუქტები
ზღვრულად დასაშვები ოდენობა (გ/კგ)
პურ-ფუნთუშეული ნაწარმი
10
კრემები
2
ნაყინი
5
ჟელე, მუსები
5
ჯემები
5
მარმელადები
5
მურაბები
5
სუპები, ბულიონები
5
ზოგიერთი დიეტური კერძები
1-5
12. პოლიდექსტროზა – გამოიყენება, როგორც შემავსებელი, სტაბილიზატორი, მატექსტურირებელი ნივთიერება და ტენიანობის რეგულატორი. კვების მრეწველობაში გამოიყენება პოლიდექსტროზის ორი სახეობა: პოლიდექსტროზა A და კალიუმის ჰიდროჟანგით ნეიტრალიზებული პოლიდექსტროზა – N. A და N ტიპის პოლიდექსტროზების (E200) დიდი დოზები იწვევს დიარეას. აღნიშნული თვისება უფრო მეტად გამოხატული აქვს N ტიპის პოლიდექსტროზას, რომლისთვისაც დადგენილია ზღვრული კონცენტრაცია დღე-ღამეში 50 გ-ის ოდენობით ერთ ადამიანზე, ან 0,7 გ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით. A და N ტიპის პოლიდექსტროზების დადგენილი დდმ-ის სიდიდე შეადგენს 0-70 მგ/კგ-ს. პოლიდექსტროზების გამოყენება კვების მრეწველობაში დაშვებულია რუსეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.
13. პოლივინილპიროლიდონი E – 1201 გამოიყენება, როგორც შემასქელებელი, სტაბილიზატორი, მადისპერსირებელი აგენტი და ფერის სტაბილიზატორი – გამამჭვირვალებელი. იგი ასევე იხმარება სტაბილიზატორად ლიქიორ-არყის ნახევარფაბრიკატების შემღვრევის წინააღმდეგ. მზა ნაწარმში პოლივინილპიროლიდინის არსებობა დაუშვებელია. მისი გამოყენება კვების მრეწველობაში დაშვებულია რუსეთსა და დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში.
14. პოლივინილპიროლიდინი E 1202 – ფერისა და კოლოიდური სტაბილიზატორი.
15. ნატრიუმის დიოქტილსულფოსუქცინატი E 488 – ემულგატორი და ტენიანობის რეგულატორი. 200-ის ტოლი უსაფრთხოების კოეფიციენტის გათვალისწინებით, დადგენილია დდმ - 0-0.25გ/კგ-ის ფარგლებში. ამ საკვებდანამატის გამოყენება კვების მრეწველობაში დაშვებულია ევროპის ქვეყნებში.
16. რქის პარკოსანი ხის გუმფისი E 410 - კონსისტენციის გამაუმჯობესებელი. FAO/WHO-ის კომისიის მიერ ამ პრეპარატის მრავალჯერადი განხილვის შედეგად მიღებულია აღნიშვნა “დროებითი დდმ არ არის დაზუსტებული”.
17. კარაიას გუმფისი E 416 – შემასქელებელი, სტაბილიზატორი, კონსისტენციის გამაუმჯობესებელი. არ ახასიათებს მუტაგენური და ტერატოგენური აქტივობა. თუმცა კომიტეტის რეკომენდაციით მისი შესწავლა გრძელდება და დდმ ჯერ დადგენილი არ არის.
18. ტაროს გუმფისი E 417 ამ პრეპარატის დდმ დროებით დადგენილი არ არის და გრძელდება შესწავლა კომიტეტის მიერ.
19. ტრაგაკანტას გუმფისი E 413 – შემასქელებელი, სტაბილიზატორი, ემულგატორი. ამ პრეპარატის ტოქსიკურობის შეფასების ადეკვატური კვლევების არარსებობის გამო დდმ-ს ნორმატივების დადგენა შესაძლებელი არ არის. მისი გამოყენება ნებადართულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
20. გელანის გუმფისი E 418 – არაუჯრედული პოლისაქარიდი, რომელიც გამომუშავებულია Pseudomonas elodea-ს ფერმენტაციის პროცესით, აქვს შედარებით მაღალი მოლეკულური მასა და გამოიყენება კვების მრეწველობაში სტაბილიზატორისა და შემასქელებლის სახით. Pseudomonas elodea – აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები სრულადაა შესწავლილი და კლასიფიცირებულია არაპათოგენურ მიკროორგანიზმებად.
ა) გელანის გუმფისის მიმართ ადამიანის ტოლერანტობაზე დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ ამ ნივთიერების 200 მგ/კგ-ის პერორალური მიღება 23 დღის განმავლობაში ყოველდღიურად არ იწვევს ამა თუ იმ გვერდით რეაქციას. ექპერტების კომიტეტმა ამ დანამატისადმი განსაზღვრა „დაუზუსტებელი” დდმ.
21. ქლორიანი კალციუმი – საკვებდანამატი, რომელიც გამოიყენება კვების მრეწველობაში სტაბილიზატორისა და პლასტიფიკატორის სახით. კალციუმის საშუალო დღიური დოზა ადამიანისთვის შეიძლება მერყეობდეს 2-3 გრ-მდე. ამასთან, საკვებდანამატებში არსებულ კალციუმის რაოდენობას არ შეუძლია ორგანიზმში საკვების გზით მოხვედრილი კალციუმის საერთო რაოდენობის შეცვლა. ამდენად დღიური დოზები ქლორიანი კალციუმისთვის დადგენილი არ არის.
22. ფოსფატები. წარმოებაში ფართოდ გამოიყენება ნატრიუმის ფოსფატი, ერთ, ორ, სამ და ოთხჩანაცვლებული პიროფოსფორმჟავა ნატრიუმი; ამ მარილებს ახასიათებს ძეხვის ფარშის ტენის შემაკავებელი თვისების გაძლიერების უნარი. ეს ნაერთები ფარშის მომზადების პროცესში თერმული დამუშავებისას ნაწილობრივ ჰიდროლიზდება ორთოფოსფატებამდე, რომლებიც ხორცის ბუნებრივი ფოსფატების ანალოგიურია. ყველაზე ადვილად ჰიდროლიზდება დიპოლიფოსფატები, რაც უპირატესობას ანიჭებს მას სხვა ნაერთებთან შედარებით; ტრიპოლიფოსფატები და ნატრიუმის ტეტრაპიროფოსფატი ხასიათდებიან ტენის ძლიერი შემაკავებელი უნარით. ეს ნაერთები ძეხვის შეფერილობის ინტენსივობას არ ცვლის, ამასთან, მათი წყალობით, შენახვისას ძეხვი უმნიშვნელოდ იკლებს წონაში.
ა) საკვებთან ერთად ფოსფატების დიდი რაოდენობით მიღებისას შესაძლებელია, განვითარდეს თირკმელებში კალციფიკაციის ნიშნები, რაც განაპირობებს ამ ჯგუფის ნივთიერებების ლიმიტირების აუცილებლობას.
საკვებ დანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტი მიუთითებს, რომ 0,71 - 0.89 % არის საკვებში ფოსფორის შემცველობის ქვედა ზღვარი, რომელიც იწვევს კალციფიკაციის პირველი ნიშნების განვითარებას. თუმცა 0,9-1,3% ფოსფორის საკვებთან ერთად შეყვანაც კი არ იწვევს თირკმელების მნიშვნელოვან დაზიანებას. ადამიანში ნეფროკალცინოზის გამომწვევი ფოსფორის მინიმალური დოზა, 2800 კკალორია, საერთო ენერგეტიკული ღირებულების საკვები პროდუქტების ყოველდღიური მოხმარებისას შეადგენს 6,6 გრ-ს დღე-ღამეში. ფოსფორის როლს საკვებში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კალციუმის შემცველობის დონე. პოლიფოსფატების ტოქსიკოლოგიური შეფასებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ორგანიზმის მიერ ფოსფატების მიღების საერთო დონე. ისინი წარმოადგეს ძირითადი საკვები პროდუქტების – ხორცის, რძის, კვერცხის, ბურღულეულის, ბოსტნეულისა და ხილის ბუნებრივ კომპონენტებს, ამიტომ ორგანიზმის მიერ საკვებთან ერთად დღიურად მისაღები რეკომენდებული ფოსფატებისა და პოლიფოსფატების საერთო რაოდენობა (საკვებდანამატების ჩათვლით) შეადგენს 70მგ/კგ-ს (ფოსფორზე გადაანგარიშებით). ეს დონე მიესადაგება კალციუმის საკმარისი შემცველობის რაციონს. თუ რაციონში კალციუმის შემცველობა მომატებულია, ფოსფატების დონეც შესაბამისად შეიძლება გაიზარდოს. ყველისათვის, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობის კალციუმს შეიცავს, ფოსფატების დონე შეიძლება გაიზარდოს 20გ/კგ-მდე, ხოლო რძის პროდუქტებისათვის – 10გ/კგ-მდე.
ბ) რუსეთში მდნარი ყველის წარმოებაში გამოიყენება გამლღობი მარილები 20-25გ/კგ ნედლეულის სახით, რომელთაგან ფოსფორის ანჰიდრიდზე გადაანგარიშებული ფოსფორი შეადგენს დაახლოებით 9 გრ/კგ-ს. მოხარშულ ძეხვეულში დასაშვებია ფოსფატების ნარევის დამატება ფოსფორის ანჰიდრიდზე გადაანგარიშებით ისეთი რაოდენობით, რომ არ აღემატებოდეს პროდუქტის 4 გ/კგ-ს.
23. ნატრიუმის დიჰიდროპიროფოსფატი E 450(i) – სტაბილიზატორია. ცხოველურ ორგანიზმში დიფოსფატი წარმოიქმნება ადენოზინტრიფოსფატისაგან (ატფ) მრავალი ფერმენტული რეაქციის შედეგად; შემდეგ ხდება მის ათვისება ფოსფორილების შედეგად ან ჰიდროლიზდება მონოფოსფატებამდე. ნატრიუმის ორჩანაცვლებული პიროფოსფატი პერორალური მიღებისას სრულად შეიწოვება ნაწლავებში, ადვილად გადამუშავდება მონოფოსფატად, რომელიც გამოიყოფა შარდთან ერთად. საკვებდანამატებზე FAO/WHO -ის ექსპერტების გაერთიანებულმა კომიტეტმა დაადგინა ადამიანისათვის მონოფოდფატის, დიფოსფატისა და ფოსფორმჟავას უპირობო დოზა 30 მგ-მდე და პირობითი დოზა – 30-70 მგ სხეულის წონის 1 კგ-ზე გადაანგარიშებით. კვების მრეწველობაში ნატრიუმის ორჩანაცვლებული მჟავე პიროფოსფატი გამოიყენება მასტაბილიზებელ ნივთიერებად. კარტოფილის ბურღულის სტაბილიზაციისათვის გამოიყენება ნატრიუმის ორჩანაცვლებული მჟავე პიროფოსფატის ნარევი რძემჟავასა და ქლორიან კალციუმთან. ამ ნივთიერებების შემცველობა გამოიანგარიშება თითოეული ინგრედიენტის 1500 მგ-ის მიხედვით კარტოფილის ბურღულისგან დამზადებული პიურეს (75% ტენიანობის მქონე) 1კგ-ზე. ნატრიუმის ორჩანაცვლებული მჟავე პიროპიროფოსფატი გამოიყენება აგრეთვე ძეხვის წარმოებაში კონსისტენციის გაუმჯობესების მიზნით 3000-4000 მგ რაოდენობით ნედლეულის 1 კგ-ზე. ფოსფატების დამატება იძლევა უფრო წვნიანი და ელასტიური ძეხვის დამზადების საშუალებას. ამ ნაერთების გამოყენება კონსისტენციის გასაუმჯობესებლად შესაძლებელია სხვა პროდუქტების წარმოებაშიც. მაგალითად, ფოსფოლიპიდები, კერძოდ ლეციტინი შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც მაჟელირებელი ნივთიერება.
24. ნატრიუმის მონოჰიდროპიროფოსფატი E 450(ii) – გამოიყენება მდნარი ყველის, ძეხვებისა და სხვა პროდუქტების წარმოებაში. ყველა დიფოსფატის გამოყენება ნებადართულია რუსეთში, ხოლო მაგნიუმის დიფოსფატის გამოყენება საზღვარგარეთ ნებადართული არ არის.
25. ლეციტინები E 322 – ჟანგვაწინაღები ემულგატორებია. შედის მცენარეული ზეთების შემცველობაში მყოფი ფოსფოლიპიდების ჯგუფში. როგორც ბუნებრივი, ისე სინთეზური წარმოების ფოსფოლიპიდებს, იყენებენ პურის საცხობ, საკონდიტრო და მარგარინის წარმოებაში. ბუნებრივ ფოსფოლიპიდებს (ფოსფატიდები, ფოსფატიდური კონცენტრატი) იღებენ მცენარეული ზეთებიდან მათი ჰიდრატაციის გზით. ისინი შეიცავს 60%-მდე ფოსფოლიპიდებს, ტოკოფეროლებს, პიგმენტებს და სხვა, აგრეთვე, 40%-მდე ტრიაცილგლიცერინებს.
ა) ლეციტინი სინთეზდება ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში. მისი ხანგრძლივი დროით მიღება არ იწვევს არასასურველ შედეგებს. ფოსფოლიპიდები წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატ „ესენციალეს” ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს.
ბ) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების კომიტეტის მიერ დადგენილია ადამიანისთვის უპირობოდ დასაშვები დოზა – 0-50 მგ (ყოველდღიურად მისაღებ დანამატში ძირითად რაციონზე) და პირობითად დასაშვები დოზა – 50-100 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე გადაანგარიშებით. მოზრდილი ადამიანის საერთო საკვები რაციონი შეიცავს 1-5 გ ლეციტინს. ფოსფოლიპიდები გამოიყენება პურის, საკონდიტრო ნაწარმის, კარამელის, შოკოლადის, ნაყინისა და სასმელების წარმოებაში.
გ) კვების მრეწველობაში გამოსაყენებელი სინთეზური ფოსფოლიპიდები წარმოადგენს ამონიუმის ან სხვადასხვა ფოსფოლიპიდურ მჟავებთან ნატრიუმის მარილების რთულ ნარევს. მათი გამოყენება შოკოლადის წარმოებაში კაკაოს ცხიმის ეკონომიას, მარგარინის წარმოებაში – იძლევა დაბალცხიმიანი მარგარინების (40-50% ცხიმიანი ფაზით) წარმოების შესაძლებლობას. მარგარინის წარმოებაში გამოიყენება ემულგატორი T – F ემულგატორ T-1-ისა და ფოსფატიდური კომპონენტების ნარევი.
26. ემულგატორი T-1 – E 471 ეს არის ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდების ნარევი. მონო- და დიგლიცერიდებსა და მათ წარმოებულებს იღებენ აცილგლიცერინების ჰიდროლიზით ან მაღალმოლეკულური ცხიმოვანი მჟავების გლიცერინით ეთერიფიკაციით. ამ ნივთიერებების გამოყენება პურის წარმოებაში აუმჯობესებს პურის ხარისხს, ანელებს გახმობის პროცესს, მაკარონის წარმოებაში იძლევა პროცესის მექანიზირების საშუალებას, ამაღლებს ხარისხს, ამცირებს ნაწარმის შეწებებას; მარგარინში არ უნდა აღემატებოდეს 2000 მგ/კგ., პურის წარმოებაში ემულგატორს ამატებენ ფქვილის წონის 0,18 %-ის ოდენობით.
27. ემულგატორი T-2 (მყარი) იღებენ ზღვრული ცხიმოვანი მჟავების C-16-C-18-ის ეთერიფიკაციით და გამოიყენება მარგარინის წარმოებაში პლასტიფიკატორად და გაშხეფვის საწინააღმდეგოდ, პურის წარმოებაში კი – მისი ხარისხის გასაუმჯობესებელ ნაერთად.
ა) FAO/WHO-ის კომიტეტის მიერ დადგენილია ამ ნაერთების დდმ, რაც სხეულის მასაზე შეადგენს 125 მგ/კგ.
28. ოლეინის მჟავა – გამოიყენება წყალთან წვრილდისპერსიული ემულსიის, პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო წარმოებაში კი ემულგატორის სახით.
29. ნახშირმჟავა კალიუმი – არაორგანული მარილი, გამოიყენება ემულგატორად კაკაოს ფხვნილის წარმოებაში. მისი რაოდენობა არ ლიმიტირდება, პროდუქტებზე დამატება ხდება რეცეპტურების შესაბამისად.
30. ნახშირმჟავა მაგნიუმი – გამოიყენება ემულგატორად დაბალი ხარისხის შოკოლადის წარმოებაში. მისი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ/კგ-ს