1.  ფოლგის შესაღებად გამოიყენება: აურამინი, როდამინ C, როდამინ G, ლურჯი ტუტე, ფირუზის ტუტე, ტუტე იისფერი K, ტუტე მწვანე, ტუტე ყავისფერი Zk, ქრიზოიდინი და სხვა.
2.  ნიტროლაკის შესაღებად გამოიყენება: წითელი II, ყვითელი, მჟავე მუქი ცისფერი, ალისფერი, ნარინჯისფერი ZG, ღია წითელი C, შავი და სხვა.
3.  ჭურჭლისა და პლასტმასების შესაღებად გამოიყენება: ლითოფონი, ტიტანის ორჟანგი და სხვა.
4.  სინთეზური საღებავების აღნიშვნის შემდეგ ასოებით აღინიშნება საღებავის ფერი და სხვა თავისებურებები:
ა) 0 – ძირითადი ფერი
ბ) ლ – მოლურჯო
გ) მ – მომწვანო
დ) ყ – მოყვითალო
ე) წ – მოწითალო
ვ) ა – ახალი
5. ასოებით აღნიშვნის წინ ციფრები მიუთითებენ ფერის უფრო გამოხატულ ელფერზე.
6. ეტიკეტებისა და შესაფუთი მასალის დასაბეჭდად დაიშვება ფერადი ტიპოგრაფიული და ოფსეტურ-ლითოგრაფიული საღებავები, წყლის მიმართ არამდგრადი წყალ-ემულსიური და ბენზოილური საღებავების გარდა