1. არომატული და სურნელოვანი ნივთიერებები კვების მრეწველობასა და კულინარიაში გამოიყენება საკვები პროდუქტებისათვის სპეციფიkური არომატის მისაცემად. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნატურალური ექსტრაქტები და ნაყენები, ხილ-კენკროვანი წვენები(მათ შორის კონცენტრირებულიც), ვაჟინები და სანელებლები, აგრეთვე, არომატული საკვები ესენციები, არომატიზატორები მარგარინის მრეწველობისათვის და ცალკეული სურნელოვანი ნივთიერებები.
2. გამოსაყენებელი არომატიზატორების რეცეპტურა აუცილებლად უნდა შეუთანხმდეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ორგანოებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ერთი სახის საკვები პროდუქტებისათვის ნებადართული არომატიზატორების გამოყენება სხვა სახის პროდუქტებში დასაშვებია მხოლოდ განმეორებითი შეთანხმების შემდეგ.
3. არომატიზატორების გამოყენების მიმართ მოთხოვნები შემოიფარგლება: სინთეზური არომატიზატორების უვნებლობით, არომატიზაციისათვის განკუთვნილი პროდუქტების ჩამონათვალით, აგრეთვე საკვები პროდუქტის ეტიკეტზე არომატიზატორის მითითებით.
4. ცხრილში №7-ში მოყვანილია ზოგიერთი საკვები არომატიზატორის ჩამონათვალი დდმ-ის სიდიდის მითითებით; ცხრილი შედგენილია საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მასალების მიხედვით.
ცხრილი 7
არომატიზატორები
ნივთიერების დასახელება
დდმ
შენიშვნა
1
2
3
α-აზარონი
დადგენილი არ არის
trans-აცეტოლი
0-0,6
დროებითი
ბენზალდეჰიდი
0-5
ბენზოინის მჟავას შემცველი ნივთიერებების ჯგუფისათვის (ბენზოინის მჟავაზე გადაანგარიშებით)
ბენზილაცეტატი
0-5
იხ. ბენზალდეჰიდი
ვანილინი
0-10
გერანილაცეტატი
0-0,5
ციტრალის, ციტრონელონის, გერანილაცეტატის, ლინალოოლის, ლინალაცეტატის შემცველი ნივთიერებების ჯგუფისათვის (ციტრალზე გადაანგარიშებით)
იზოამილბუტირატი
0-5
α- და β-იონონი
0-0,05
დროებითი
(+),(-) კარვონი
0-1
დროებითი
ყავისფერი ალდეჰიდი
0-0,7
დროებითი
კუმარინი
დადგენილი არ არის
ლინალილაცეტატი
0-0,5
იხ. გერანილაცეტატი
ლინალოოლი
0-0,5
იხ. გერანილაცეტატი
მალტოლი
0-0,5
მენთოლი
0-0,2
მეთილანთრანილატი
0-1,5
მეთილ-α-მეთილ-
ანთრანილატი
0-0,2
მეთილ β -ნაფტილკეტონი
დადგენილი არ არის
მეთილსალიცილატი
0-0,5
γ-ნონალაქტონი
0-1,25
ნონანალი
0-0,06
დროებითი
ოქტანალი
0-0,06
დროებითი
პიპერონალი
0-2,5
n-პროპილანიზოლი
დადგენილი არ არის
საფროლი და იზოსაფროლი
დადგენილი არ არის
სინილის მჟავა
არ უნდა გამოიყენებო დეს
თუიონი და იზოთუიონი α - და β (თუიონი)
დადგენილი არ არის
γ -უნდეგალაქტონი
0-1,25
ფურფუროლი
დადგენილი არ არის
ცინამინალთრანილატი
არ უნდა გამოიყენე ბოდეს
ციტრალი
0-0,5
ციტრონელონი
0-0,5
ევგენილმეთილატი
დადგენილი არ არის
ევგენოლი
0-2,5
დროებითი
ესტრაგოლი
დადგენილი არ არის
ეთილაცეტატი
0-25
ეტილბენზოატი
0-1
ეთილბუტირატი
0-15
ეთილვანილინი
0-10
ეთილჰეპტანოატი
0-2,5
ეთილნანოატთან ერთად
ეთილდოდეკანატი
0-1
ეთილლაქტონი
არ არის საჭირო ისევე, როგორც რძის მჟავის
დროებითი
ეთილლაურატი
0-1
ეთილმალთოლი
0-2
ეთილმეთილკეტონი
დადგენილი არ არის
ეთილნანოატი
0-2,5
ეთილჰეპტანოატთან ერთად
ეთილ-3-ფენილ-გლიციდატი
დადგენილი არ არის
ეთილფორმიატი
0-3
როგორც ყველა წყაროდან მიღებული საკვებდანამატი
(ჭიანჭველამჟავაზე გადაანგარიშებით)
5. ყველა არომატული ნივთიერება იყოფა 3 კატეგორიად:
ა) მცენარეული და ცხოველური ექსტრაქტები (პრეპარატები);
ბ) მცენარეული წარმოშობის ეთერული ცხიმები;
გ) მარტივი ბუნებრივი შენაერთებიდან ან სინთეზური გზით მიღებული ცალკეული ქიმიური ნაერთები.
6. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პირველი კატეგორიის პრეპარატების სისუფთავეს. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ არომატიზატორების წარმოებისას, რომლებიც წარმოადგენენ ექსტრაქციით ან გამოხდით მიღებულ ნარევებსა და შენაერთებს. ამიტომაც აქტუალურია ასეთი ნარევების მიღების ტექნოლოგიის კონტროლი (კერძოდ, კონტროლი გამხსნელების სისუფთავეზე, წყლის ორთქლით გამოხდაზე ან სხვა ოპერაციების გამოყენებისას, ნედლეულის წყაროზე და ა.შ.) საბოლოო პროდუქტში შესაძლო მინარევების მოხვედრის შეზღუდვის მიზნით.
7. ეთეროვანი ცხიმების მიღებისას გამოიყენება ანალოგიური ტექნოლოგიური პროცესები. მათში თითქმის ყოველთვის შესაძლებელია ძირითადი კომპონენტის ამოცნობა, ფიზიკურ-ქიმიური თვისებების განსაზღვრა. არომატიზატორების ეს კატეგორია გამოირჩევა მაღალი სისუფთავით, ხოლო ეთეროვან ცხიმებში შესაძლო ტოქსიკური მინარევებისათვის დგინდება მათი შემცველობის დასაშვები დონეები. განსაკუთრებით სუფთა არომატიზატორებია მესამე კატეგორიის ნაერთები