1. საკვები საღებავები გამოიყენება კვების მრეწველობის ბევრ დარგში, მაგრამ ყველაზე ხშირად კი - საკონდიტრო და უალკოჰოლო სასმელების აგრეთვე, ზოგიერთი სახის ლიქიორ-არყის სასმელების წარმოებაში. კვების პროდუქტების შეღებვისათვის გამოიყენება, როგორც ნატურალური, ბუნებრივი საღებავები, ისე ორგანული ან არაორგანული ბუნების სინთეზური ნივთიერებები. ჰიგიენური თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სინთეზური საღებავები, რომელთაგან ბევრი განურჩეველია ორგანიზმისათვის, როგორც ტოქსიკოლოგიური, ისე კანცეროგენული თვალსაზრისით. მაგალითად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში კვების მრეწველობაში გამოიყენებოდა ისეთი საღებავები, როგორიცაა სუდან III და ყვითელი ნაფტოლი S, რომლებიც შემდგომ მიაკუთვნეს პოტენციურად საშიშ ნივთიერებებს კანცეროგენული თვალსაზრისით და დასაშვები საღებავების სიიდან ამოიღეს. ეს ეხება საფროლსაც.
ა) არც ერთ საკვებ საღებავს, ისევე, როგორც სხვა საკვებდანამატებს, არ გააჩნია არანაირი კვებითი ღირებულება. თუმცა შეღებვა ოდითგანვე არსებობდა და რეგლამენტირდებოდა კიდეც. ეს აიხსნება იმით, რომ ერთი მხრივ, კვების პროდუქტების ტექნოლოგიური დამუშავების პროცესში ბევრი მათგანი კარგავს თავის შეფერვას და იღებს რუხ ფერს, რომელსაც მიმზიდველი იერი არ აქვს; ხოლო, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მომხმარებლის მოთხოვნები, რომელიც მიეჩვია ნათელ ფერებში შეღებილ პროდუქტებს, რაც ნატურალური მცენარეული პროდუქტის ფერის იმიტაციას წარმოადგენს, მაგალითად, კენკროვანი კარამელის ფერი. რუსეთში სინთეზური საღებავებიდან დაშვებულია მხოლოდ ინდიგოკარმინისა და ტარტრაზინის გამოყენება კვების მრეწველობაში, მაშინ, როდესაც მთელ რიგ სხვა ქვეყნებში გამოიყენება სხვა საღებავები, მაგალითად ამარანტი.
ბ) ბუნებრივი საღებავები წარმოადგენს კაროტინოიდების, ანთოციანების, ფლავონოიდების, ქლოროფილისა და მცენარეთა სხვა ნატურალური კომპონენტების ნარევს, და მხოლოდ ერთი – ძიძოა მცენარეული ფხვნილი. ყველა ნატურალური საღებავის გამოყენება შეიძლება კვების პროდუქტების შესაღებად. ხოლო ძიძო და ზაფრანა ხასიათდება არომატიზატორის თვისებებითაც.
გ) მხოლოდ მცენარეული ორგანიზმები არ წარმოადგენს საღებავი ნივთიერებების წყაროს; კვების მრეწველობაში გამოიყენება ფრინველთა ფრთებიდან გამოყოფილინ წითელი საღებავი, რომელიც წარმოადგენს კაროტინოიდების ნარევს. ეს საღებავი განკუთვნილია თევზის ნაწარმისა და ხელოვნური ხიზილალის შესაღებად.
დ) ბუნებრივი საღებავები შესწავლილია ტოქსიკოლოგიური გამოკვლევებით, რომელთა შედეგად ზოგიერთი მათგანისათვის დადგენილია დდმ-ის სიდიდეები. ასე მაგალითად, ანანტოს კაროტინოიდული ან ბიქსინური ექსტრაქტებისათვის დადგენილია დდმ 0,065 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით; ანთოციანინებისათვის (ყურძნის კანის ექსტრაქტი) - 2,5 მგ/კგ. დდმ, ამონიუმის კარმინისა ან შესაბამისი კალციუმის, კალიუმის ან ნატრიუმის მარილებისათვის დადგენილია 5 მგ/კგ-ის დონეზე, კურკუმისა და კურკუმინისათვის კი დადგენილია დდმ-ის დროებითი სიდიდეები - 2,5 და 0,1 მგ/კგ შესაბამისად.
ე) საინთეზურ საღებავებს შორის პრაქტიკულად უვნებელი ნივთიერება არ არსებობს. ისინი არ გამოირჩევა მწვავე ტოქსიურობით, მაგრამ ბევრი მათგანი წარმოადგენს კანცეროგენს, მუტაგენს ან ალერგენს. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია ტუტოვანი ბუნების და ცხიმშიხსნადი საღებავები, რომლებიც არ უნდა გამოიყენებოდეს საკვები დანამატების სახით. ცხრილში 4-ში წარმოდგენილია ზოგიერთი სინთეზური და ბუნებრივი საღებავი და მათი გამოყენების სფერო.
ცხრილი 4
საღებავები
საღებავის დასახელება
სინონიმები
ცხიმოვანი ან წყალხსნარების ფერი
შესაღებად ნებადართული კვების პროდუქტების დასახელება
სინთეზური საღებავები
ამარანტი
მჟავე B
ბორდო, ნაფტოლის წითელი
ფუქსინური წითელი
ზოგ ქვეყანაში გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმის, ლიქიორ - არყისა და უალკოჰოლო სასმელების შესაღებად. რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში მისი გამოყენება აკრძალულია
ინდიგოკარმინი
საქსონის ლურჯი
ლურჯი
საკონდიტრო ნაწარმი, ტორტების კრემები, სასმელები
ტარტრაზინი
მჟავე ყვითელი
ოქროსფერ-ყვითელი
საკონდიტრო ნაწარმი, ხელოვნურ ესენციებზე დამზადებული უალკოჰოლო სასმელები და ვაჟინები
YC მარკის
ულტრამარინი
ცისფერი ლაჟვარდი
წყალში უხსნადია
ჩამოსასხმელი შაქრის რაფინადი
ბუნებრივი საღებავები
კარმინი
–
წითელი
ლიქიორ-არყის სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა საკვები პროდუქტები
ზაფრანა
–
ყვითელი
“ - “
ინდიგო
–
წყალში და ცხიმში უხსნადი
“ - “
ანანტო
–
ყვითელი
მარგარინი და კარაქი
კაროტინი
–
სტაფილოსფერი-ყვითელი
“ - “
კურკუმა - დეზოდორა ციის გზით მიღებული
–
ყვითელი
საკონდიტრო ნაწარმი
ენოსაღებავი – ყურძნისგან მიღებული
–
ალუბლისფერი წითელი – მჟავე არეში
“ - “
ნოგოტკის
პიგმენტი
–
ყვითელი
მარგარინი და საკვები ცხიმები
ასკილის საღებავი
–
ყვითელი
“ - “
ტრიგონელა
–
ლურჯ – მწვანე
მდნარი ყველი, მწვანე ყველი
შაქრის ელფერი
–
მუქი ყავისფერი
სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი, კულინარია
ქლოროფილი
–
მწვანე
ზეთები, ცხიმები
1. ამარანტი E 123 – წითელი ფერის სინთეზური საღებავი, რომელიც რიგ ქვეყნებში გამოიყენება სასმელებისა და საკონდიტრო ნაწარმის შესაღებად; რუსეთში მისი გამოყენება აკრძალულია 1970 წლიდან კანცეროგენული თვალსაზრისით საშიშროების გამო.
ა) საკვებ დანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებულმა კომიტეტმა 1964 წელს ამარანტი მიაკუთვნა საღებავების კატეგორიას და მისი დდმ დაადგინა 0,5 მგ/კგ-ის ოდენობით.
ბ) 5 ცხრილში მოცემულია ამარანტის რეკომენდებული შემცველობა – მდდ – (მაქსიმალურად დასაშვები დასაშვები დონე მგ/კგ, მგ/ლ) საზღვარგარეთული წარმოების პროდუქტებში.
ცხრილი№ 5
ამარანტის შემცველობის დასაშვები დონეები საკვებპროდუქტებში
პროდუქტის დასახელება
ამარანტის მაქსიმალურად დასაშვები დონე
მგ/კგ; მგ/ლ
უალკოჰოლო არომატიზებული სასმელები
30
ჯემი, მარმელადი
200
საკონდიტრო ნაწარმი (კანფეტი, კარამელი)
300
ბისკვიტი, ორცხობილა, ვაფლი
30
ნაყინი
30
მდნარი ყველი
200
ბოსტნეულის მარინადი, ხილი
150
თევზი (შებოლილი, დაკონსერვებული), ხიზილალა
500
ხილკენკროვანი და არომატიზებული ღვინოები
30
სუპი, ბულიონი
30
3. ტარტრაზინი E 102 – ყვითელი ფერის სინთეზური საღებავი, გამოიყენება სასმელებისა და საკონდიტრო ნაწარმის შესაღებად. რიგი ქვეყნების მეცნიერთა მონაცემებით ტარტრაზინმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ზემგრძნობელობა, რაც გასათვალისწინებელია საკონდიტრო და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებაში.
ა) სამამულო წარმოებაში ტარტრაზინის საღებავად გამოყენება დაშვებულია უალკოჰოლო სასმელებში – არა უმეტეს 30 მგ/ლ-ისა, ხოლო ლიქიორ-არყის ნაწარმში – 50გ/ლ-ის ოდენობით. ნაყინში დასაშვებია 30 მგ/კგ-მდე ტარტრაზინი, ხოლო კარამელსა და ხილკენკროვან კანფეტებში – არა უმეტეს 50 მგ/კგ-ისა (მხოლოდ ტარტრაზინი, ან ინდიგოკარმინთან ერთად).
4. ინდიგოკარმინი E 132 – ლურჯი ფერის სინთეზური საღებავი, რომელიც გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმისა და სასმელების შესაღებად. მისი დასაშვები დოზა უალკოჰოლო სასმელებში შეადგენს არა უმეტეს 30 მგ/ლ-ს, ხოლო ლიქიორ-არყის ნაწარმისათვის – არა უმეტეს 50 მგ/ლ-ს. ნაყინში დასაშვებია 30 მგ/კგ ინდიგოკარმინი, ხილ-კენკროვან კანფეტსა და კარამელში – არა უმეტეს 50 მგ/ლ-ისა (მხოლოდ ინდიგოკარმინისათვის ან ტარტრაზინთან მისი ერთობლიობისათვის).
ა) ტარტრაზინისა და ინდიგოკარმინის ერთობლიობა იძლევა პროდუქტების მწვანე ფერად შეღებვის საშუალებას.
ბ) ბუნებრივი ლურჯი საღებავის ინდიგოკარმინის წყაროს წარმოადგენს ინდიგოს შემცველი მცენარე, რომელიც კულტივირდება აფრიკაში, ამერიკასა და ინდოეთში.
5. დაპატენტებული ლურჯი E 131 – საკვები საღებავია, რომელიც გამოიყენება უალკოჰოლო არომატიზირებული სასმელების, ჯემების, მარმელადების, საკონდიტორო ნაწარმის, ნაყინის, მდნარი ყველისა და სხვა პროდუქტების წარმოებაში. დაშვებულია რუსეთში, ევროპის ქვეყნებში. ცხრილში 6 მოცემულია საკვებ პროდუქტებში E 131-ის დასაშვები რაოდენობები.
ცხრილი 6
E131-ის დასაშვები რაოდენობები საკვებ პროდუქტებში
საკვები პროდუქტის დასახელება
E 131-ის დასაშვები რაოდენობები მგ/კგ , მგ/ლ
უალკოჰოლო არომატიზებული
სასმელები
100
ჯემი, მარმელადი
200
საკონდიტრო ნაწარმი (კანფეტი,კარამელი)
300
ბისკვიტი, ორცხობილა, ვაფლი
200
ბოსტნეულისა და ხილის მარინადი
150
თევზი-(შებოლილი, დაკონსერვებული)
500
ხილკენკროვანი და არომატიზებული
ღვინოები
200
სუპი, ბულიონი
300
6. წითელი საღებავი №3 - გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმის შესაღებად, დასაშვებია არა უმეტეს 30 მგ/კგ-ის ოდენობით.
7. ყვითელი „მზის ჩასვლა” E 110 – გამოიყენება უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში. დაშვებულია ევროპის თანამეგობრობის ყველა ქვეყანაში არა უმეტეს 5 მგ/ლ-ის ოდენობით.
8. ულტრამარინი – მინერალური საღებავი, გამოიყენება რაფინირებული შაქრის წარმოებაში 30 მგ/კგ-მდე კონცენტრაციით.
9. კაროტინი და კაროტინოიდები E 160 a – სტაფილოს, ასკილის ნაყოფის ან გულყვითელას გამონაწვლილი, აგრეთვე მიკრობიოლოგიური და სინთეზური გზით მიღებული ნივთიერებები – წარმოადგენს წითელ-ყვითელ პიგმენტს, რომელიც გამოიყენება საკვები პროდუქტების ყვითელ ფერად შესაღებად. შემღები თვისებების გარდა კაროტინოიდებს (კაროტინი) აქვს პროვიტამინული აქტივობა, რამდენადაც ცოცხალ ორგანიზმში დაშლისას ვიტამინ A-დ გარდაიქმნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია –კაროტინი, როგორც სინთეზური E160 a (i), ისე ნატურალური კაროტინების ექსტრაქტი E160 a (ii). მათი გამოყენება ნებადართულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ა) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მიერ კაროტინი შეტანილია იმ საღებავების ჯგუფში, რომლებიც დამატებით გამოკვლევებს თხოულობენ. ყოველ შემთხვევაში კაროტინის საღებავის სახით გამოყენება საკვებ რაციონში არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ მოხმარების ფიზიოლოგიურ ნორმებს.
10. ანანტო E 160 – ყვითელი ფერის საღებავი, დაშვებულია ნაღების კარაქის, მარგარინისა და ყველის შესაღებად.
11. ანანტოს ექსტრაქტები, ბიქსინი E 160 b – ყვითელი ფერის საღებავი, დასაშვები დოზა შეადგენს 2,5 მგ/კგ, დღეღამური – დაახლოებით 0,175გ-ს.
12. კარმინი E 120 – ანტრაქინონის წარმოებული წითელი ფერის ნატურალური საღებავი, რომლის საღებავ ნივთიერებას წარმოადგენს კარმინის მჟავა. კარმინს იღებენ მწერ ბუჟღენდიდან (Coccus cacti), რომელიც ბინადრობს აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. მისი გამოყენება დაშვებულია, როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე რუსეთში.
13. მეწამული ponso SX - E 125 – საღებავია, რომლის გამოყენება კვების მრეწველობაში დაშვებული არ არის ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში. ამ პრეპარატის რეპროდუქციული ფუნქციისა და ტერატოგენული ეფექტის შესახებ საჭირო მონაცემების არარსებობის გამო დდმ-ის დადგენა გაძნელებულია.
14. მეწამული 4R-ponso 4R- E124 – საღებავია, რომელიც დაშვებულია როგორც რუსეთში, ისე ევროპის ქვეყნებში. გამოიყენება ვაჟინების წარმოებაში და დასაშვებია არა უმეტეს 60 მგ/ლ –ის ოდენობით.
15. წითელი 2G, მბრწყინავი FCF – E 128 – საღებავი, რომლის გამოყენება საკვებდანამატის სახით ბევრ ქვეყანაში ნებადართული არ არის. მეტაბოლიზმის პროცესში ეს პრეპარატი გარდაიქმნება დისულფომჟავად და ანილინად, ეს უკანასკნელი კი იწვევს მეტჰემოგლობინის წარმოქმნას.
16. ნარინჯისფერი 9 - საღებავია, რომელიც ერიტროციტებზე არასასურველი გავლენით ხასიათდება და კვების მრეწველობაში არ გამოიყენება.
17. ალკანინი E 103 - 1,4- ნაფტოქინონის წარმოებული; ცნობილია უძველესი დროიდან; ეს არის მოწითალო-ბორდოსფერი საღებავი და მიიღება მცენარიდან - Alkanna tinctoria.
18. კურკუმა – ყვითელი ფერის ბუნებრივი საღებავია, მიიღება მრავალწლოვანი ბალახეული მცენარიდან – Curcuma longa, რომელიც იზრდება ჩინეთსა და ზონდის კუნძულებზე. წყალში ცუდად იხსნება, რის გამოც გამოიყენება სპირტხსნარის სახით.
19. კურკუმინი E 100 საღებავია, რომელიც შეიცავს E100 (i) – კურკუმინს, მცენარე Curcuma longa-საგან მიღებულ ნატურალურ საღებავს და E100 (ii) – ტურმერიკს – კურკუმას ფესვურას ფხვილს.
ა) დადგენილია დდმ-ის დროებითი სიდიდეები კურკუმასა (ყვითელი კოჭა, ზარდანჩო) და კურკუმინისათვის, რაც შადგენს პირველისათვის - 0-2,5 მგ/კგ-ს და მეორესათვის კი 0,1 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
ბ) როგორც კურკუმა, ისე კურკუმინი გამოიყენება საკვებდანამატის სახით რუსეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში.
20. ენოსაღებავი E 163 (ii) – მიიღება ყურძნის წითელი ჯიშებისა და ანწლის ნაყოფისაგან. წარმოადგენს ინტენსიური წითელი ფერის სითხეს, რომლის შედგენილობაშიც შედის მთელი რიგი ნაერთები, მათ შორის ანთოციანები და კატექინები. კვების პროდუქტების შეღებვისას მიღებული ფერი და მისი ინტენსივობა დამოკიდებულია გარემოს რეაქციაზე (PH). მაგალითად, მჟავე გარემოში პროდუქტი იღებს წითელ, ხოლო ნეიტრალურ და ტუტე გარემოში კი – ლურჯ ფერს. ამასთან დაკავშირებით ენოსაღებავებს საკონდიტრო წარმოებაში იყენებენ ორგანულ მჟავებთან ერთად გარემოს სასურველი PH-ის შესაქმნელად.
21. ანთოციანები E 163 – საღებავის სახით მათი გამოყენება დაშვებულია ყველა ქვეყანაში და რუსეთში. ანთოციანების ჯგუფში შედის: საკუთრივ ანტოციანები E 163 (i), ანტოციანების შემცველი ექსტრაქტი ან ენოსაღებავი E 163 (ii) და შავი მოცხარის ექსტრაქტი E 163 (iii).
22. ზაფრანა E 164 – მიიღება ირისის მცენარის Crocus sativatus L-ის ყვავილებისაგან. წარმოადგენს ყვავილოვან დინგს ყვითელ-ნარინჯისფერი ძაფების სახით, რაც გარეგნულად მაღალი ხარისხის თამბაქოს მოგვაგონებს. გამოიყენება საკონდიტრო, პურისსაცხობ და ლიქიორ-არყის წარმოებაში, როგორც ყვითელი ფერის საღებავი ნივთიერება. მისი ტოქსიკურობის შესახებ მონაცემები საერთოდ არ არსებობს.
ა) ზაფრანა სპეციფიკური სუნის გამო შეიძლება გამოიყენებოდეს აგრეთვე არომატიზატორის სახითაც. მის საღებავ საწყისს წარმოადგენს კროცინი, რომელიც წარმოადგენს ზაფრანას დინგების ექსტრაქტს. დაშვებულია გამოსაყენებლად რუსეთსა და უცხოეთში.
23. ტრიგონელა ანუ ძიძო. გამოიყენება მწვანე ყველის შესაღებად. სპეციფიკური სუნის გამო მისი გამოყენება შეიძლება არომატიზატორის სახითაც.
24. შაქრის ელფერი (კოლერი) E 150 a, E 150 b, E 150 c, E 150 d, კარამელი - ეს არის შაქრის კარამელიზაციის მსუბუქად შეღებილი პროდუქტი, რომელიც გამოიყენება სასმელების, საკონდიტრო ნაწარმის წარმოებასა და კულინარიაში. მისი წყალხსნარები წარმოადგენს სასიამოვნო სუნის მუქ ყავისფერ სითხეს. მიღების ტექნოლოგიისაგან დამოკიდებულებით გამოყოფენ შემდეგი სახის ნაერთებს:
ა) შაქრის კოლერი I მარტივი - E 150 a;
ბ) „---------“ II მიღებული „ტუტე-სულფიტური ტექნოლოგიით” E150 b;
გ) „---------“ III მიღებული „ამიაკური” ტექნოლოგიით E 150 c;
დ) „---------“ IV მიღებული „ამიაკურ-სულფიტური” E 150 d.
ე) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების კომიტეტმა დაადგინა დდმ-ის დროებითი ნორმატივი ამონიუმის სულფიტის გამოყენებით მიღებული კარამელური საღებავისათვის, რაც შეადგენს 0-100მგ/კგ-ს სხეულის წონაზე გადაანგარიშებით. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი, რომელიც ფლობს შეღებვის 2000 ერთეულის ინტენსიურ ფერს და რომელიც მიღებულია ლუდის წარმოების ევროპის კონვენციის მიერ, შეიცავს არა უმეტეს 200 მგ/კგ 4-მეთილიმიდაზოლს.
ვ) ჩვენში იხმარება მხოლოდ კარამელური საღებავი “დამწვარი შაქარი”, რომელიც მიიღება ამიაკისა და ამონიუმის მარილების გამოყენების გარეშე.
25. ტიტანის ორჟანგი E 171 – მთელ რიგ ქვეყნებში გამოიყენება საღებავის სახით. იგი ადვილად გამოიყოფა ორგანიზმიდან. რუსეთში მისი გამოყენება კვების მრეწველობაში ნებადართული არ არის; კოსმეტიკური მიზნებისათვის, “საკვები” პლასტმასებისა და პოლიმერული შესაფუთი მასალის შესაღებად კი დაშვებულია გამოსაყენებლად.
26. რკინის ოქსიდები E 172 – მათი გამოყენება დაშვებულია ბევრ ქვეყანაში, მაგრამ საღებავის სახით ფართო გამოყენება ვერ მოიპოვეს. რუსეთში მათი მოხმარება შეზღუდულია, ძირითადად გამოიყენება ხელოვნური ხიზილალის წარმოებაში, რამდენადაც ტანინთან (ჩაის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი) ურთიერთქმედების წყალობით მზა პროდუქტს აძლევს შავ ფერს. გამოყოფენ რკინის ოქსიდების შემდეგი სახის ნაერთებს:
ა) რკინის ოქსიდი შავი E 172 (i);
ბ) რკინის ოქსიდი წითელი E 172 (ii);
გ) რკინის ოქსიდი ყვითელი E 172 (iii).
27. ალუმინი E 173 – გამოიყენება გარეგანი საღებავის სახით, ძირითადად ზოგიერთი სახეობის საკონდიტრო ნაწარმის “მოსართავად” (ისევე, როგორც ოქრო და ვერცხლი).
28. ოქრო E 175 – გამოიყენება გარეგანი საღებავის სახით, ძირითადად საკონდიტრო ნაწარმის “მოსართავად”.
29. ვერცხლი E 174 – გამოიყენება ძირითადად “მოსართავად”.
30. ერითროზინი E 127 – ბევრ ქვეყანაში გამოიყენება საღებავის სახით. ერითროზინის ონკოგენური ზემოქმედების დონის განსაზღვრის შეუძლებლობისა და აგრეთვე პრეპარატის გენოტოქსიkური თვისებების არ არსებობის გამო საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მიერ განისაზღვრა დდმ-ის ისეთი დონე, როცა პრეპარატის ზემოქმედების ეფექტი არ ექვემდებარება აღმოჩენას, ამრიგად, ერითროზინისათვის დდმ-ის სიდიდემ შეადგინა 0-0,1 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით; უსაფრთხოების კოეფიციენტად მიღებული იქნა 10.
31. კაროოქსინი დასაკლავი საქონლის სისხლისგან მიღებული საღებავი,რომელიც გამოიყენება ძეხვეული ნაწარმის შესაღებად. ტექნიკური პირობების შესაბამისად ფარშის 1,5-2,0%-ის ოდენობით.
32. მეთილის იისფერი – სინთეზური საღებავია, რომელიც გამოიყენება ხორცის დადაღვისათვის, კვერცხისა და ყველის მარკირებისათვის. ასეთივე მიზნებისათვის გამოიყენება მჟავე ფუქსინი. კვერცის მარკირებისათვის დასაშვებია როდამინ C –ის გამოყენება.
28.ფერის მარეგულირებელი ნივთიერებები ნივთიერებათა ისეთი ჯგუფია, რომელიც პროდუქციას აძლევს მისი გარეგანი სახისათვის საჭირო ფერს. ნივთიერებათა ამ ჯგუფს მიეკუთვნება ის შენაერთები, რომლებიც პროდუქტების შეფერვას ცვლის საკვები ნედლეულისა და მზა პროდუქტების კომპონენტებთან ურთიერთქმედების შედეგად. მაგალითად, გოგირდოვანმჟავა და გოგირდოვანი ანჰიდრიდი (გოგირდის დიოქსიდი) ხასიათდება მათეთრებელი და დამაკონსერვებელი მოქმედებით, რაც აბრკოლებს ხილისა და ბოსტნეულის ფერმენტულ დამუქებას, აგრეთვე თრგუნავს მელანოიდების წარმოქმნას. გოგირდოვანი მჟავისა და მისი მარილების თვისებები ზედმიწევნით განხილულია მაკონსერვებელი ნივთიერებების თავში.
ა) საკვებდანამატებზე FAO/WHO-ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის რეკომენდაციით საკვებში გამოყენებული ყოველი სინთეზური ორგანული საღებავი უნდა დამზადდეს საღებავ ტარტრაზინის სპეციფიკის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, ცნობილი კანცეროგენული ამინები არ უნდა გამოიყენებოდეს საკვები საღებავის დასამზადებელი ნედლეულის სახით.
ბ) საკვები პროდუქტების შესაღები ნაერთების სხვადასხვა საღებავის ნარევების სახით გამოშვება დაუშვებელია, ხოლო საკონდიტრო ნაწარმის, სასმელების წარმოებაში აუცილებელი ფერთა გამის მისაღწევად საჭიროა საღებავების სანიტარიული კანონმდებლობით ნებადართული კომბინაციის გამოყენება.
გ) მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობით დაუშვებელია საკვები საღებავების გამოყენება ისეთი ძირითადი საკვები პროდუქტების შესაღებად, როგორიცაა რძე, ხორცი, პური, ფქვილი, აგრეთვე ბავშვთა და დიეტური კვების სპეციალიზებული პროდუქტები