1.  შებოლვა დაკონსერვების ერთ-ერთი საშუალებაა. იგი საკვებ პროდუქტებზე გაშრობა-დამარილების, გაცხელებისა და ბოლის ანტისეპტიკური ზემოქმედების კომბინირებულ მოქმედებაში მდგომარეობს. პირველ შემთხვევაში პრიორიტეტული მაკონსერვებელი მნიშვნელობა აქვს მარილის საკმაოდ მაღალ კონცენტრაციას, მეორეში კი – ბოლით დამუშავების საკმაოდ მაღალ ტემპერატურას.
2.  შებოლვა არა მარტო დაკონსერვების მეთოდია, არამედ საგემოვნო და არომატული თვისებების გაძლიერებასაც ემსახურება. ბოლის შედგენილობაში შემავალი ნივთიერებები (მეთილის სპირტი, ფორმალდეჰიდი, ფურფუროლი) ბაქტერიოციდულად მოქმედებს; ბევრი ორგანული მჟავა (ძმრის, პროპიონის, ცხიმოვანი, ვალერიანის, ჭიანჭველის მჟავები), აცეტონი და კეტონები, ფენოლები და მათი მეთილის ეთერები და სხვ. ბოლის შედგენილობაში შემავალი წვის პროდუქტები უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე, კერძოდ, ისინი კანცეროგენული მოქმედებით ხასიათდებიან. ამის გამო შებოლვის ანალოგიური პროცესების ნაცვლად გამოიყენება სხვადასხვა შესაბოლი პრეპარატი, რომელიც თავის მხრივ იყოფა: პროდუქტის ზედაპირის დასამუშავებელ და პროდუქტის მასაში შესატან პრეპარატებად; ასე მაგალითად, შესაბოლი პრეპარატი “ვახტოლი” გამოიყენება ძეხვის, მდნარი ყველისა და თევზის ნაწარმის ზედაპირის დასამუშავებლად. არომატიზატორ-შემბოლავი სითხე – „ვახტოლი” გამოიყენება თევზის პროდუქტების დასამუშავებლად: თევზს ათავსებენ „ვახტოლის” 5%-იანი ხსნარის შემცველ ჭურჭელში და 6 სთ-ს აჩერებენ. ცხლად შებოლვისას „ვახტოლი” ორთქლის სახით ხვდება შესაბოლ კამერაში 2,5-5 %, ხოლო ცივი შებოლვისას კი –10%-მდე ოდენობით თევზის წონაზე გადაანგარიშებით.
3.  ხორცის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული შესაბოლი პრეპარატი – „ხმსსკი” საძეხვე ფარშში შეაქვთ არა უმეტეს 1,5-7 მლ/კგ-ისა და ყველში კი – არა უმეტეს 6 მლ/კგ ოდენობისა.
4.  შებოლილი თევზის ნაწარმის ზედაპირების დასამუშავებლად გამოიყენება – სახალხო მეურნეობის მოსკოვის ინსტიტუტში შექმნილი შესაბოლი პრეპარატი –  „სმმი”.
5.  მე-17 ცხრილში მოყვანილია ძირითადი შესაბოლი პრეპარატები, რომლებიც კვების მრეწველობაში გამოიყენება.

ცხრილი 17
კვების მრეწველობაში გამოსაყენებელი შესაბოლი პრეპარატები
№
საკვები დანამატი
საკვები პროდუქტი
ზღვარი (მგ/კგ;მგ/ლ)
1
2
3
4
1
შესაბოლი პრეპარატი
„ვახ- ტოლი”
ნახევრად შებოლილი ძეხვი
ზედაპირის დამუშავება ნტდ-ის მიხედვით

ძეხვისებრი შებოლილი მდნარი ყველი
ზედაპირის დამუშავება ნტდ-ის მიხედვით

თევზის ნაწარმი
ზედაპირის დამუშავება ნტდ-ის მიხედვით
2
შესაბოლი პრეპარატი
„ხმსსკი”
სოსისი, სარდელი,მოხარშული, ნახევრად
შებოლილი, ნედლად
შებოლილი ძეხვი

1,5-7 მლ/კგ
3
შესაბოლი პრეპარატი „ხმსსკი”-1
სოსისი, სარდელი,მოხარშული ძეხვი
არა უმეტეს 2,5 მლ/კგ-ისა
4
შესაბოლი პრეპარატი „სმმი”
თევზის ნაწარმი
ზედაპირის დამუშავება ნტდ-ის მიხედვით

6.  საკვები პროდუქტების, განსაკუთრებით თევზის, გაფუჭების საწყისი ნიშნების აღმოფხვრა ადვილად შესაძლებელია შებოლვის საშუალებით. ამიტომ შებოლილი პროდუქტების დამზადებისას აუცილებლია დიდი ყურადღება მიექცეს საწყისი ნედლეულის ხარისხის კონტროლს.
7.  შესაბოლი სითხეები გარკვეულწილად ცელულოზის პიროლიზის გასუფთავებული პროდუქტებია. ამ წესით დამზადებული პროდუქცია ტოქსიკოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ შესაბოლი ხსნარები შეიცავს ისეთ მუტაგენურ ნაერთებს, როგორებიცაა ფენოლები, ფორმალდეჰიდები, ძმრის მჟავები და სხვა, ჩატარებული იქნა დამატებითი გამოკვლევები შესაბოლი პრეპარატების მუტაგენური აქტივობის შესასწავლად. კვლევამ დაადასტურა, რომ „ხმსსკი”-ის აღნიშნული მოქმედება არ ახასიათებს. ხოლო ზოგ ექსპერიმენტში “ვახტოლის” დიდი დოზების მუტაგენური აქტივობა გამოვლინდა, ამიტომ საკვებდანამატებზე FAO/WHO – ის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის მითითებით რეკომენდებულია მისი კვების მრეწველობაში გამოყენების შეზღუდვა