1. კვების მრეწველობაში ანტიბიოტიკები გამოიყენება როგორც საკვები პროდუქტების გაფუჭების შემაფერხებელი ნივთიერებები. მცირე კონცენტრაციებით გამოყენებისას მათი საშუალებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლიათ პროდუქტი გაფუჭებისაგან მეტ-ნაკლებად დაცულია. გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ანტიბიოტიკების გამოყენებისას პროდუქტის შენახვის ვადა 2-ჯერ იზრდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხორცის დიდ მანძილზე გადატანისას, ან ნაპირიდან დაშორებულ ადგილზე დაჭერილი თევზის ტრანსპორტირებისას.
2. კვების მრეწველობაში გამოყენებული ანტიბიოტიკები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს :
ა)აბსოლუტურად გამორიცხული უნდა იყოს მომხმარებლის ორგანიზმში აქტიური ანტიბიოტიკის მინიმალური რაოდენობის მოხვედრა;
ბ)კონსერვანტად, გამოყენებული ანტიბიოტიკები არ უნდა იყოს ტოქსიკური და საკვები პროდუქტების ხარისხზე არ ახდენდეს გავლენას;
გ)გამოყენებული ანტიბიოტიკები უნდა იყოს ფართო სპექტრის და ადვილად ინაქტივირდებოდეს საკვები პროდუქტის შენახვისას, ან თერმული დამუშავების დროს.
3. ანტიბიოტიკებს შორის მხოლოდ რამდენიმე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. ასეთ ანტიბიოტიკებს მიეკუთვნება ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები –ქლორტეტრაციკლინი, ანუ ბიომიცინი და ოქსიტეტრაციკლინი ანუ ტეტრამინი.
კვების მრეწველობაში გამოსაყენებელი ანტიბიოტიკების ჩამონათვალი მოცემულია 18 ცხრილში.
ცხრილი 18
ანტიბიოტიკები
ანტი- ბიო- ტიკის დასა- ხელება
პროდუქტის დასახელება, რომლებშიც ნებადართულია გამოყენება
გამოყენების პირობები
დასაშვები კონცენტ- რაცია ნედლ პროდუქ-
ტში
(მგ/კგ)
კონცენტრაცია მზა (მოხარშულ და სხვა) პროდუქტში (მგ.კგ)
შენიშვნა
ბიო- მიცინი, ქლორ- ტეტრა- ციკლინი
ნედლი თევზი
შენახვა ბიომიცინიან ყინულში ერთად – 5გ ანტიბიოტიკი ყინულის 1 ტონაზე
არა უმეტეს 0,25
0
დაშვებულია ექს პედი- ციური თევზჭერის ადგილიდან ტრანს- პორტირე- ბისას
ბიო- მიცინი ნისტა- ტინთან ერთად
ნედლი ხორცი
დაუფეშხო- ებელი ნაკლავის მორწყვა 100 მგ/ლ ბიომიცინისა და 200 მგ/ლ ნისტატინის შემცველი ხსნარით
ბიომიცინი 0,5
ნისტატინი 0
0
0
დაშვებულია მხოლოდ რეფრიჟე- რატორიანი ვაგონებით შორეული გადაზიდვე ბისათვის განკუთვ- ნილი დაუფეშხ- ოებელი ნაკლავისა თვის
ნიზინი
ბოსტნეულის კონსერვები
(მწვანე ცერცვი, ტომატი, კარტოფილი, ყავილოვანი კომბოსტო და სხვ.)
ზუთხისებრთა ოჯახის ხიზილალა
კონსერვების წარმოებისას ლაბასხმულზე დამატება
100
500
5. კვების მრეწველობაში ანტიბიოტიკები უნდა გამოიყენებოდეს ისეთი მალფუჭებადი პროდუქტების დასამუშავებლად, როგორებიცაა ხორცი და თევზი, მაშინ, როდესაც კონსერვაციის სხვა მეთოდების გამოყენება შეუძლებელი ან გაძნელებულია. ანტიბიოტიკებს ჩვეულებრივ იყენებენ შემდეგი საშუალებებით:
ა) საკვები პროდუქტების შენახვა ანტიბიოტიკებიან ყინულში;
ბ) საკვები პროდუქტების ჩაყურსვა ანტიბიოტიკებიან ხსნარში გარკვეული დროის განმავლობაში;
გ) გარკვეული კონცენტრაციის ანტიბიოტიკებიანი ხსნარით პროდუქტის ზედაპირის მორწყვა;
დ) ანტიბიოტიკის შეყვანა ორგანიზმში ცხოველის დაკვლამდე.
6. ბიომიცინი, ანუ ქლორტეტრაციკლინი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, რომელიც არ აფერხებს სოკოების გამრავლებას. სპეციალურად ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ნედლი თევზის შენახვის ვადების გასახანგრძლივებლად, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ბიომიცინიანი ყინული, რომელიც 1 ტონა ყინულზე არა უმეტეს 5გ ბიომიცინს შეიცავს. დაუშვებელია თევზის ჩაყურსვა ხსნარში. ქლორტეტრაციკლინის გამოყენება რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების დასამუშავებლად დაუშვებელია.
7. ნისტატინი ანტიბიოტიკია, რომელიც დამრთგუნველად მოქმედებს საფუვრისა და ობის სოკოებზე; გამოიყენება ქლორტეტრაციკლინთან ერთად.
8. პიმარიცინი, ანუ ნატამიცინი – ანტიბიოტიკია, რომელიც გამოიყენება მაჭიკის ყველის ფუნგიციდური დამუშავებისთვის, ამისათვის ყველის ზედაპირს ამუშავებენ 0,4%-იანი წყალხსნარით. პიმარიცინის ნარჩენი შემცველობა ყველში უნდა იყოს არა უმეტეს 2 მგ/დმ3-ისა.
9. ნიზინი – გამოიყენება ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების დაკონსერვებისას. კვების მრეწველობაში ძირითადად გამოიყენება ინგლისური წარმოების ნიზინი. შედარებით ახალი ანტიბიოტიკია, რომელიც პროდუცირდება Streptokokus lactis-გან. იგი რძემჟავური სტრეპტოკოკების მეტაბოლიზმის პროცესში წარმოქმნილი ინჰიბიტორია. ნიზინი სწრაფად ირღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ნაწლავის გრამუარყოფით მიკროფლორაზე უარყოფითად არ მოქმედებს.
ა) ნიზინი გამოიყენება ყველის ნაადრევი ამობერვის საწინააღმდეგოდ ნარჩენი სპოროვანი მიკროფლორის მოსპობის მიზნით, სტერილური რძის შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად და ა. შ.
ბ) დსთ-ის ქვეყნებში ნიზინის გამოყენება ნებადართულია ხილისა და ბოსტნეულის შეზღუდული რაოდენობის დასამუშავებლად; აგრეთვე, მწვანე ცერცვის, კარტოფილის, ყვავილოვანი კომბოსტოს, ტომატებისა და სხვა პროდუქტების დასაკონსერვებლად. 100 მგ/ლ კონცენტრაციის ხსნარი გამოიყენება ხილ-ბოსტნეულის, ტომატების, კარტოფილისა და სხვათა დასამუშავებლად. ხოლო დიეტური მდნარი ყველის დასამუშავებლად კი –200 მგ/კგ კონცენტრაციით