1.  მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ პროდუქტებსა და სასმელებზე, რომელთა გამომუშავებისათვის ძირითადად წარმმართველიაბიოლოგიური პროცესები, რაც განსაზღვრავს მიღებული პროდუქტის კვებით ღირებულებასა და საგემოვნო თვისებებს. ეს პროცესები, როგორც წესი, დაკავშირებულია დაყოვნებასთან; ასე მაგალითად, აფუება, პროდუქტის მომწიფება და სხვა ტექნოლოგიური პროცესები მოითხოვს დროის გარკვეულ მონაკვეთს. მაგალითად, პურის წარმოებაში ცომის მომზადების ციკლი დაახლოებით 5-7 სთ-ს მოიცავს, ხორცის მომწიფებისათვის საჭიროა 24-36 სთ, ხოლო ყველის დამზადება თვეობით შეიძლება გაგრძელდეს. იგივე მდგომარეობაა სასმელების - ლუდის, ყურძნისა და ხილკენკროვანი ღვინოების წარმოებისას