„№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №783 |
|
2021 წლის 29 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის №979-VIმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017021) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 1000 ლარისა. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, გენერალური დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.“. 2. 38-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ცხელი ხაზის“ (199), საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ (0(32)2405599) მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ცხელი ხაზის“, საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.“. 3. მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“. 4. 86-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.11.2021.
- როდის იქნა მიღებული „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.11.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №783. სარეგისტრაციო კოდი — 100020020.22.027.017274.
- რამდენი მუხლისგან შედგება „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №783, 29.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017274 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5285309/