„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№332
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017535
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №332

2021 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 47- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნისას − სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან.“.

2. დანართი III-03 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. 661  მუხლის:

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია.“;

)   მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომლის გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციაც ხდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;“.

4. 662 მუხლის:

მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ინსტრუქციის 661 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა და საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენა ევალება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ან „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეალიზაციისას, დასაბეგრი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის დროდ ითვლება სერტიფიკატის ან განკარგულების გამოცემის მომენტი.“;

) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას გადახდისუუნარობის მასის მესაკუთრეს ამ ოპერაციაზე არ ეკისრება დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდისა და დღგ-ის დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვალდებულება.“.

5. 663  მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
📎 დანართები (1)
332-danarti.docx

დანართი №III-03

..…………………………………………………….

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

………………………………………………………

(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი)

..…………………………………………………….

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

გთხოვთ, გამიუქმოთ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

□     საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის გამო

□   „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნის გამო

□     სსკ-ის 165​1 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად

□     სსკ-ის 165​1 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი საგადასახადო ორგანოს ინიციატივა)

□     სსკ-ის 165​1 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი).

 

(საჭირო უჯრა აღნიშნეთ „V“ ნიშნით)

 

განმცხადებლის ხელმოწერა ........................................

თარიღი ...................................