მშენებელ მუშათა ატესტაციის ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
330.130.000.11.116.005.199
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 20/03/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.116.005.199

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის

ბრძანება №14

2002 წლის 14  მარტი

ქ. თბილისი

მშენებელ მუშათა ატესტაციის ჩატარების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 თებერვლის №68 ბრძანებულების, „მშენებელ მუშათა კადრების სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ”, შესრულების მიზნით ვბრძანებ:

1. მშენებელ მუშათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი ატესტაცია განხორციელდეს 2002 წლის 15 აპრილიდან.  სავალდებულო ატესტაციას დაექვემდებაროს მშენებელ მუშათა ის პროფესიები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია შენობ ების და ნა გებობების მდგრადობის უზრუნველყოფასთან (საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და განათლების სამინისტროების მიერ დამტკიცებული მუშათა კადრების პროფესიების ჩამონათვალის მიხედვით).

2 საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, შეუძლიათ დაქვემდებარებულ საწარმოებში მუშების ორგანიზებული სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების და ატესტაციის ჩატარებისთვის მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „მშენებელს” და გაუფორმონ სათანადო ხელშეკრულება კვალიფიკაციის ამაღლების და ატესტაციის ჩატარების პირობების და ვადების განსაზღვრით.

3. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებულმა მთავარმა „არქმშენინსპექციამ” მშენებლობის ხარისხის კონტროლის განხორციელებისას მიაწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ “მშენებელს” ინფორმაცია მშენებარე ობიექტებზე და მშენინდუსტრიის საწარმოებში დასაქმებული მშენებელი მუშების კვალიფიკაციის დონის და მათი ატესტაციის მიზანშეწონილობის შესახებ.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ მ. ნიკოლაიშვილს.

ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ჩხენკელი