ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №307 |
|
2021 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ავიასპეციალისტის მოწმობა გაიცემა, თუ ის: ა) პირველად თეორიულ, პრაქტიკულ მომზადებას და საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიას გაივლის საქართველოში – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს თეორიული და პრაქტიკული მომზადების დამადასტურებელ საბუთებს და დააკმაყოფილებს ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, ან ბ) წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოს მიერ გაცემული კონკრეტული სახეობის მოწმობის ან ოსტატობის მინიჭების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.“. 2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააგენტოში – ამ წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავიასპეციალისტის მოწმობის მისაღებად; შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავიასპეციალისტები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს თეორიული გამოცდები სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სდ-ში და არ დაუსრულებიათ პრაქტიკული მომზადება (სწავლების სრული კურსი) 2022 წლის პირველ იანვრამდე, თავისუფლდებიან ამ პუნქტით გათვალისწინებული გამოცდების ჩაბარებისგან; ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში – ამ წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ – „ზ“, ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავიასპეციალისტის მოწმობის მისაღებად.”. 3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პილოტის მოწმობის გასაცემად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე: ბ.ა) ამ წესების №3 დანართით განსაზღვრული, მოთხოვნილი მოწმობის შესაბამისი თეორიული გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით; ბ.ბ) უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმების შედეგები ამ წესების №4 დანართის შესაბამისად. შემოწმება უნდა ჩატარდეს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სდ-ში ან საწაფზე, ხოლო საწაფის არარსებობის შემთხვევაში საჰაერო ხომალდზე, სერტიფიცირებული ან აღიარებული უფროსი პილოტ ინსტრუქტორის (CPI, TRE, SFE, FE) მიერ; ბ.გ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სდ-დან: ბ.გ.ა) საერთაშორისო რეისებზე დაკავებული პილოტებისთვის – იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით არანაკლებ მე-4 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.გ.ბ) შიდა რეისებზე დაკავებული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისათვის – სარადიოტელეფონო კავშირის წარმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.დ) საფრენოსნო წიგნაკი/საფრენოსნო ელექტრონული წიგნაკი შესაბამისი სდ-ის ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული ბეჭდით.“; ბ) „ე.გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.გ) თეორიულ საგნებში ცოდნის შემოწმების შედეგები ამ წესის №3 დანართის შესაბამისად სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სასწავლო დაწესებულებიდან შემდეგ საგნებში: ე.გ.ა) საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (პლანერი/სისტემები/ძალური დანადგარები); ე.გ.ბ) საფრენოსნო მახასიათებლები; ე.გ.გ) საექსპლუატაციო წესები.“; გ) „ვ.გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.გ) ამ წესების №3 დანართით განსაზღვრული, მოთხოვნილი მოწმობის შესაბამისი თეორიული გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ წესების მე-5 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით.“. 4. მე-10 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ პილოტი/ბორტინჟინერი, რომელიც ფლობს ან ფლობდა მოწმობას შესაბამისი სახეობის სხ-ზე, ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გაუვიდა 90 დღიდან ერთ წლამდე დრო, საფრენად დაშვებამდე იგი ვალდებულია გაიაროს: ა) წინასწარი მომზადება; ბ) მომზადება საწაფზე არანაკლებ ორი სექციის და სხ-ზე არანაკლებ ორი მარშრუტის სექტორის ოდენობით ან, საწაფის არარსებობის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდზე არანაკლებ სამი აფრენა-დაფრენა აეროდრომის პირობებში და მომზადება ორი მარშრუტის სექტორის ოდენობით. 10. თუ პილოტი/ბორტინჟინერი, რომელიც ფლობს, ან ფლობდა მოწმობას შესაბამისი სახეობის სხ-ზე, ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გაუვიდა ერთიდან სამ წლამდე დრო, საფრენად დაშვებამდე იგი ვალდებულია გაიაროს: ა) წინასწარი მომზადება; ბ) მომზადება საწაფზე არანაკლებ სამი სექციის და საჰაერო ხომალდზე არანაკლებ ექვსი მარშრუტის სექტორის ოდენობით ან, საწაფის არარსებობის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდზე არანაკლებ სამი აფრენა-დაფრენა აეროდრომის პირობებში და ექვსი მარშრუტის სექტორის ოდენობით. 11. თუ პილოტი/ბორტინჟინერი, რომელიც ფლობს, ან ფლობდა მოწმობას შესაბამისი სახეობის სხ-ზე, ოსტატობის ვადის ამოწურვიდან გაუვიდა 3 წელზე მეტი, საფრენად დაშვებამდე იგი ვალდებულია გაიაროს გადასწავლების სრული კურსი სდ-ში“. 5. მე-18 მულის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის „გ.ბ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ.გ) შესაბამისი სხ-ის მეთურის რანგში სამარშრუტო ფრენა: გ.ბ.გ.ა) არანაკლებ 20 სთ-ის ოდენობით თვითმფრინავის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს სულ ცოტა 540 კილომეტრიან სამარშრუტო ფრენას, ორ სხვადასხვა აეროდრომზე (მოედანზე) დაფრენით, სრული გაჩერებით; გ.ბ.გ.ბ) არაკანლებ 10 სთ-ის ოდენობით შვეულმფრენის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ორ სხვადასხვა აეროდრომზე (მოედანზე) დაფრენას;“. 6. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ა) მოწმობის პირველად აღიარების შემთხვევაში შესაბამისი თეორიული გამოცდების სააგენტოში (მოყვარული პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის და ბორტინჟინრის შემთხვევაში – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში) წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს შემდეგ საგნებში: ე.ა.ა) საჰაერო სამართალი; ე.ა.ბ) მეტეოროლოგია (გარდა ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელისა); ე.ა.გ) საექსპლუატაციო წესები (გარდა მოყვარული პილოტის მოწმობის აღიარებისა).“. 7. 30-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინგლისური ენის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს არ მოეთხოვება, თუ: ა) ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ პილოტის მოწმობას და ინგლისური ენის ცოდნის მე- 5 ან მე-6 დონის (იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით) ჩანაწერს მოწმობაში; ბ) ასრულებს ერთჯერად არაკომერციულ ფრენას; გ) ავიაკომპანიის მიერ მოწვეული პილოტ-ინსტრუქტორი/უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი ახორციელებს საწვრთნელ ფრენებს ან სამარშრუტო/საკვალიფიკაციო შემოწმებას. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, პილოტის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს სულ მცირე ინგლისური ენის ცოდნის მე-4 დონის აღნიშვნა. და სარადიოტელეფონო კავშირის ცოდნის დონე ინგლისურ ენაზე.“. 8. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ა“ და „ე.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) „ე.ა) თეორიული გამოცდების სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სდ-ში წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, შემდეგ საგნებში: ე.ა.ა) საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (პლანერი/სისტემები/ძალური დანადგარები); ე.ა.ბ) საფრენოსნო მახასიათებლები; ე.ა.გ) საექსპლუატაციო წესები;“; ბ) „ე.ე) ბორტინჟინრის მოწმობის/ან ოსტატობის მიღებისთვის საჭირო მწყობრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ წესების 36-ე მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ავიასპეციალისტი ითხოვს სხ-ის განსხვავებულ ტიპზე ოსტატობას;“. 9. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„დანართი №3
თ ე ო რ ი უ ლ ი გ ა მ ო ც დ ე ბ ი (კომერციული პილოტის მოწმობის მისაღებად) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თ ე ო რ ი უ ლ ი გ ა მ ო ც დ ე ბ ი (ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მისაღებად) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თ ე ო რ ი უ ლ ი გ ა მ ო ც დ ე ბ ი (მოყვარული პილოტის მოწმობის მისაღებად) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
|