„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №497 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №158 |
|
2022 წლის 29 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. სააგენტო შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდგომ, პროგრამის ფარგლებში იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.mepa.gov.ge; www.land.gov.ge), რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად მიიჩნევა და წარმოადგენს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღების დაწყების საფუძველს.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პრეტენდენტს უფლება აქვს, იჯარის უფლებით მიიღოს საძოვარი ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ოდენობის პროპორციულად, მის ან/და მისი მეპაიის/წევრის მიერ სახელმწიფოსგან სარგებლობის უფლებით მიღებული ან/და მის საკუთრებაში არსებული საძოვრის ფართობის გამოკლებით.“.
4. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში პრეტენდენტის მიერ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. პრეტენდენტი უფლებამოსილია განმეორებით წარადგინოს განაცხადი ამ პროგრამის მე-6 მუხლით დადგენილი წესითა და ვადაში.
3. სააგენტო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია აკმაყოფილებს პროგრამის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, ანიჭებს მას პროგრამაში მონაწილის სტატუსს და განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში ადგენს პროგრამაში მონაწილის სტატუსის მქონე პირთა სიას, კონკრეტული საძოვრის მიწის ნაკვეთებზე წარდგენილი დაინტერესების მიხედვით, რომელსაც აგზავნის ქონების ეროვნულ სააგენტოში.“.
5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. პრეტენდენტს, რომელსაც ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ მიენიჭა მონაწილის სტატუსი, სააგენტოს მიერ ეგზავნება შეტყობინება.“.
|