„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №164 |
|
2022 წლის 30 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგები გაიცემა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობა დანიშნული ჰქონდათ 2021 წლის 31 დეკემბრამდე. პროგრამის მე-3 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგებით უზრუნველსაყოფი ახლადგამოვლენილ მოსარგებლეთა დადგენა, ასევე 2021 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგებით უზრუნველყოფილი დადგენილი ბენეფიციარების გადახედვა ხორციელდება კომისიური წესით. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
2. მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. პროგრამის მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარებისთვის ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგებით უზრუნველსაყოფი ახლადგამოვლენილ მოსარგებლეთა დადგენა, სამკურნალო საშუალებების გაცემა, ასევე ადამიანის ინსულინებიდან ინსულინის ანალოგებზე გადასვლა და დოზის კორექცია ხორციელდება ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმა №IV-100/ა-ის საფუძველზე.“.
3. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გლუკაგონი, შპრიც-კალმისტრები და ნემსები გაიცემა შემდეგი წესით:
ა) შპრიც-კალმისტრები ინსულინის სახეობების შესაბამისად გაიცემა ახლად გამოვლენილი პაციენტებისთვის. პროგრამის არსებული ბენეფიციარებისთვის შპრიც-კალმისტრები გაიცემა მხოლოდ დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე;
ბ) ინსულინის ნემსი (ზომით 4 მმ, 6 მმ და/ან 8 მმ) გაიცემა ერთ ჯერზე არაუმეტეს 1 კოლოფისა (100 ც), მაგრამ არაუმეტეს წელიწადში ჯამურად 4 კოლოფისა (400 ც), მათ შორის, ერთ ჯერზე არა უმეტეს 1 კოლოფისა (100 ც) გაიცემა ახლადგამოვლენილი ბენეფიციარებისთვის;
გ) ახლადგამოვლენილი ბენეფიციარებისთვის გაიცემა 1 ცალი გლუკაგონი. მოხმარებული გლუკაგონი, მიმწოდებელთან წარდგენის შემთხვევაში, ჩანაცვლდება ახლით, წლის მანძილზე არაუმეტეს 1 ფლაკონით. სარგებლობაში გადაცემული გლუკაგონი, მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებელთან წარდგენის შემდგომ, ჩანაცვლდება ახლით.“.
|