სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№227
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.023437
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №227

2022 წლის 27 აპრილი

   ქ. თბილისი

 

სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ (შემდგომში – ანსამბლი), სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სტრუქტურული ერთეულის – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხელოვნების აკადემია „მართვეს“ ბაზაზე.
მუხლი 2
ანსამბლი განისაზღვროს სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ უფლებამონაცვლედ, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულთან – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხელოვნების აკადემია „მართვესთან“ დაკავშირებულ საკითხებში.
მუხლი 3
ანსამბლის უფლებამოსილება განისაზღვრება ანსამბლის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
მუხლი 4
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელოს ანსამბლის სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს ანსამბლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
მუხლი 5
1. ანსამბლს ფუნქციონირებისათვის გადაეცეს სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სარგებლობაში არსებული/ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ანსამბლის 2022 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ 2022 წლის საბიუჯეტო ასიგნებებში მისი სტრუქტურული ერთეულის – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხელოვნების აკადემია „მართვესათვის“ განკუთვნილი ასიგნებების ოდენობით.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.04.2022.
როდის იქნა მიღებული „სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ“?
„სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 27.04.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №227. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.023437.
რამდენი მუხლისგან შედგება „სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ“, №227, 27.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023437 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5447431/