,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-68/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.035.016996
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-68/ნ

2022 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/08/2018, 010240030.22.035.016518) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების №2 დანართის (პოლიფარმაციის შემთხვევების გამოვლენისა და რეაგირების წესი):

ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პოლიფარმაციის ჯგუფის სამდივნოში პოლიფარმაციის შემთხვევების შესახებ მიმართვა ხორციელდება პაციენტის მიერ ელექტრონული რეცეპტის სისტემის მეშვეობით და/ან სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) ტერიტორიული ორგანოებიდან დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით (ე.წ. „დანიშნულების ფურცლით“). აღნიშნული მომართვით პაციენტი აცხადებს თანხმობას, მის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია და/ან პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია გახდეს ხელმისაწვდომი პოლიფარმაციის პროცესში ჩართული პირებისათვის. ელექტრონული რეცეპტის სისტემის მეშვეობით შემოსული პაციენტის მომართვა განიხილება როგორც მისი განაცხადი.

7. შემოსული ინფორმაციის პირველად დამუშავება ხორციელდება ელექტრონული რეცეპტის სისტემით ან სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ №2.3 დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა პაციენტის  განმეორებითი განცხადება უნდა ატვირთოს ერთ ჯგუფში (ისტორიაში).‘‘;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პაციენტი ამ დანართის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შეტყობინებას იღებს მომართვის ფორმის შესაბამისად: ელექტრონული რეცეპტის სისტემაში არსებულ პაციენტის გვერდზე ან ამ მიზნით აკითხავს სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შესაბამის რაიონულ სამსახურს.‘‘.

2. ბრძანების  №2.3 დანართის (კრიტერიუმები პირველადი შეფასებისათვის) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ფილიალებში განხორციელდება მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „დანიშნულების ფურცლის“ ციფრულ ფორმატში გადაყვანა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ის აკმაყოფილებს №2 დანართით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს და არ აქვს ტექნიკური ხარვეზი (მაგალითად, არის არაწაკითხვადი).‘‘.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი