ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ზოგიერთი საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.089
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №20/2003
2003 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ზოგიერთი საარ ჩ ევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრ ი ს თაობაზე
№1 მთაწმინდის, №2 ვაკის, №3 საბურთალოს, №4 კრწანისის, №5 ისნის, №6 სამგორის, №7 ჩუღურეთის, №8 დიდუბის, №9 ნაძალადევის, №10 გლდანისა და №38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიებმა ვერ უზრუნველყვეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის აუცილებელი მონაცემების კანონით გათვალისწინებულ ვადებში გადმოცემა, რის გამოც ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველ თ ა ერთიანი სიით, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტების საფუძველზე,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ №1 მთაწმინდის, №2 ვაკის, №3 საბურთალოს, №4 კრწანისის, №5 ისნის, №6 სამგორის, №7 ჩუღურეთის, №8 დიდუბის, №9 ნაძალადევის, №10 გლდანისა და №38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველ თ ა ერთიანი სიის გადაცემის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 4 ოქტომბრისა.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი
კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ზოგიერთი საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
- დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ზოგიერთი საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.09.2003.
- როდის იქნა მიღებული „ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ზოგიერთი საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
- „ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ზოგიერთი საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 26.09.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №20/2003. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.13.007.006.089.
- სად არის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ზოგიერთი საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.09.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ზოგიერთი საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“, №20/2003, 26.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.089 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56494/