ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2004
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.299
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 15/01/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.299

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №2/2004

2004 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 86-ე მუხლის მე-52 პუნქტის საფუძველზე, ასევე, „ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და “საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2003 წლის 7 დეკემბრის №51/2003 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 9 დეკემბრის №54/2003 და „2004 წლის 4 იანვრის არჩევნებზე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 30 დეკემბრის №63/2003 დადგენილებებიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა სიების (ამომრჩეველთა ერთიანი სია – ფორმა №1-1.01.03), მათ შორის, 2004 წლის 4 იანვარს არჩევნების/კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის საფუძველზე შევსებული სიის (ამომრჩეველთა ერთიანი სია – ფორმა №1-1.01.03), ასევე, ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ფორმა №1-1.02.03), ამომრჩეველთა სიის დანართისა (გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – ფორმა №1-1.03.03) და მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განაცხადის შევსებული ფორმების (ფორმა №5-1.09.01) შეკრული და აკინძული პაკეტების, ამასთან, სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრები ამომრჩევლების ამომრჩევლის მოწმობების (ფორმა №5-2.02.01) დალუქული პაკეტების გადმოცემის ახალ ვადად განისაზღვროს, არა უგვიანეს 2004 წლის 16 იანვრის 18 საათისა.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე  ზურაბ ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი    დიმიტრი ქიტოშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.01.2004.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 12.01.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №2/2004. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.13.007.006.299.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.01.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“, №2/2004, 12.01.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.299 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57376/