„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №194/04 |
|
2022 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2015; ს/კ: 220090000.18.011.016159) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრძალულია ნებისმიერ დაკავშირებულ მხარესთან ისეთი რისკის პოზიციის შექმნა, რომლის ხარისხიც წარმოქმნის მომენტისათვის არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრულ პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიას.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო პერიოდულად უნდა იღებდეს ანგარიშგებას დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების დეტალურ აღწერას. ასეთი ანგარიშგება მიზანშეწონილი დეტალურობით უნდა ასახავდეს ტრანზაქციებს მათი სახეებისა და დაკავშირებული მხარების სახეების ჭრილში. დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ანგარიშგებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ინდივიდუალურად. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის წევრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და მათ საწარმოებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგება უნდა იყოს საკმარისად დეტალური. ანგარიშგება უნდა ასახავდეს დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ხარისხს, კერძოდ, ვადაგადაცილებებსა და მათზე შექმნილ მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს, ასევე განხორციელებულ ჩამოწერებს. ანგარიშგება დამატებით უნდა ასახავდეს დადგენილი ლიმიტებიდან სანქცირებული გადახვევების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|