ა) ბომბაჟი (ქილები ამობურცული ძირითა და სახურავით);
ბ) ტკაცუნა – ქილების ძირისა და სახურავის ამობურცულობა, რომელიც უქრება თავში, ერთდროულად ჩნდება ბოლოში და ამ დროს გამოსცემს დამახასიათებელ ტკაცუნს. ტკაცუნებს არ მიეკუთვნება კონსერვები რკინის ქილებში, რომლებშიც ამობურცულობა თითის დაჭერით არ ქრება;
გ) პროდუქციის მიკრობიოლოგიური გაფუჭების ნიშნები (დაობება, გაფუება, გალორწოანება და სხვა);
დ) ჩამონადენი – ქილიდან გამონადენი პროდუქტის კვალი;
ე) რკინის ქილების არასწორად გაფორმებული მოხუფვის ნაკერი (ენები, ღია კბილანები, ჭრილი, ცრუნაკერი, გრაგნილური ნაკერი);
ვ) ჟანგი, რომლის მოშორების შემდეგ რჩება ღრმულები;
ზ) რკინის ქილების კორპუსის, ძირების, გვერდებისა და სიგრძივი ნაკერების დეფორმაცია მახვილი კუთხეების, „ჩიტების” სახით;
თ) ნახვრეტები და გამჭოლი ნახეთქები;
ი) მინის ქილების სახურავების დეფორმირება, სახურავის მოსახუფ ფართზე ხრახნის ჩაჭრა, რეზინის გამოყოფილი თავი („პეტლი”), მოსახუფ ნაკერთან მინის გაბზარვა ან ატკეჩვა, ქილის ყელთან სახურავის არასწორი მორგება;
კ) მინის ქილების დეფორმირებული (ჩაჭყლეტილი) სახურავები, რომლებმაც გამოიწვიეს მოსახუფი ხაზის დარღვევა.
2. საკითხი კონსერვების გამოყენების შესახებ ისეთ ქილებში, როგორიცაა ქილები „ტკაცუნა” ძირებით, „ჩიტებით” (ქილის ნაპირებში ძირისა და სახურავის დეფორმაციით), ჟანგიანი ღრმულებით, ძლიერ დაჭმუჭნული, წყდება ტერიტორიული სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ.
სანიტარიულ-ტექნიკური კონტროლი კონსერვების შენახვასა და რეალიზაციაზე საბითუმო ბაზებში, საცალო ვაჭრობასა და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებ