1. სპილენძის შემცველობაზე გამოკვლევები ტარდება იმ კონსერვებში, რომელთა დამზადებისას იხმარება სპილენძის მოწყობილობები ან გამოიყენება პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები, რომლებიც შესაძლებელია შეიცავდნენ სპილენძის მარილებს.
2. კონსერვის სახეობები და მათში სპილენძის დასაშვები რაოდენობები მითითებულია ცხრილ 1-ში.
3. ნორმალური საწარმოო პროცესის მიმდინარეობის დროს, ანალიზები სპილენძის შემცველობაზე ტარდება არა უმეტეს თვეში 2-ჯერ. გამოსაკვლევად იღებენ მოცემული დღე-ღამის საშუალო სინჯს აღებულს კონსერვების თითოეული სახეობისათვის.
4. კონსერვებში სპილენძის მარილების მომატებული რაოდენობის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ტექნოლოგიური ხაზის გამოკვლევის გზით გამოვლინდეს პროდუქტში სპილენძის მარილების შეღწევის წყარო მიღებულ იქნეს ზომები მის აღმოსაფხვრელად. სპილენძის მომატებული რაოდენობის შემცველობის დადასტურებისას საკითხს კონსერვების გამოყენების შესახებ წყვეტს ტერიტორიული სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური.
5. 1კგ კონსერვში სპილენძის მარილების (სპილენძზე გადაანგარიშებით) დასაშვები რაოდენობები მოცემულია 1-ლ ცხრილში.
ცხრილი 1
კონსერვები
სპილენძის მარილების შემცველობა, მგ
ხილის, ნაყოფისა და კენკროვნის წვენები, პიურე, კომპოტები, ციტრუსები, წვენები, კონსერვები, ბავშვთა და დიეტური კვებისათვის;
5
თევზი ტომატის საწებელში, ღორის
„სალიანკა”, ლობიო ტომატის საწებელში,„გულიაში” და თირკმლებზე ტომატის საწებელში;
8
მურაბები, ხილფაფა, ჯემი, ხილ-ვაშლის ნარევი, ნაყოფისა და კენკროვანის ვაჟინები და ჟელე, სასაუზმე ბოსტნეული
10
ტომატ-პიურე მშრალი ნივთიერებების შემცველობით, %
12
12
15
15
20
20
ხილ-კენკროვანის ექსტრაქტები
50
ტომატის საწებლები
25
ტომატ-პასტა მშრალი ნივთიერებების შემცველობით, %
27-30
40
31-35
50
40-50
60
ორგანოლეპტიკური კონტროლი კონსერვების წარმოების პროცეს