2. კონსერვების ისეთი პარტია, რომლის ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობის დროს ადგილი ჰქონდა დარღვევას და საეჭვოა მისი კეთილსაიმედოობა, გამოიყოფა ცალკე და დეგუსტაციას არ ექვემდებარება.
3. საამქროს შეფასების შედეგები შეაქვთ პროდუქციის ხარისხის შეფასების საამქროს ჟურნალში (ფორმა კ-7).
4. კონსერვების ხარისხის ორგანოლეპტიკური შემოწმება ტარდება თანახმად გოსტისა 8756.1-70 „დაკონსერვებული კვების პროდუქტები. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდები, შემადგენელი ნაწილებისა და ნეტო წონის თანაფარდობა”. კონსერვების ხარისხის ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ასრულებენ წინამდებარე ინსტრუქციის II და III განყოფილების მიხედვით,ქიმიური და ბაქტერიოლოგიური კონტროლის შედეგების მიღების შემდეგ. კონსერვების ნიმუშებს არჩევენ თანახმად გოსტისა 8756.0-70 „დაკონსერვებული კვების პროდუქტები. ნიმუშების აღება და მომზადება გამოსაცდელად".
5. სტანდარტებითა და ტექნოლოგიური ინსტრუქციებით დადგენილია რეალიზაციამდე დაყოვნების ვადები. სადეგუსტაციო შეფასება კი ტარდება ამ ვადების გასვლის შემდეგ.
6.კონსერვების ორგანოლეპტიკური თვისებები, ტარისა და შეფუთვის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ და სამეურნეო ობი
ექტის სტანდარტებს.
7. ორგანოლეპტიკური შეფასების შედეგები შეაქვთ სპეციალურ სადეგუსტაციო ჟურნალში (ფორმა კ-13), რომელშიც, გარდა ამისა, მითითებულია წინადადებები პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
კონსერვების ქარხნიდან გაშვების წე