კონსერვების თითოეულ პარტიაზე დგება აქტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლებშიც მითითებულ იქნება წუნის მიზეზები, დაწუნებული ქილების რაოდენობა, მათი მარკირება.
2. საკვებად უვარგისად მიჩნეული კონსერვები უნდა ინახებოდეს გადამუშავებამდე, საქონლის საკვებად გამოყენებამდე ან განადგურებამდე ცალკე სათავსში განსაკუთრებული აღრიცხვითა და დაწუნებული ქილების რაოდენობის ზუსტი მითითებით. პასუხისმგებლობა ასეთი ქილების შენახვაზე და მათ შემდგომ გამოყენებაზე ან განადგურებაზე ეკისრება დაწესებულების, ბაზის, მაღაზიის დირექტორსა (პატრონს) და მზა პროდუქციის საწყობის გამგეს.
3. მზა პროდუქციის თითოეულ საწყობში (ქარხანა, ბაზა, მაღაზია, საზოგადოებრივი კვების დაწესებულება) უნდა იყოს შემოღებული დანომრილი, ზონარგაყრილი, ბეჭდით დამოწმებული და დაწესებულების დირექტორის (ქარხნის, ბაზის, მაღაზიის საზოგადოებრივი კვების ობიექტის) მიერ ხელმოწერილი წიგნი საკვებად უვარგისი კონსერვების მიღების, გადამუშავების, საქონლის საკვებად გამოყენების ან განადგურების შესახებ.
4. დაწესებულების, ბაზის, მაღაზიის დირექტორის (პატრონის) ბრძანებით და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ორგანოებთან შეთანხმებით დგინდება ბომბაჟიანი ქილების განადგურების ადგილი და ხერხი.
5. ხარჯვის დოკუმენტში (ზედნადები, აქტი, კონსერვების გადამუშავებაზე, საქონლის საკვებად ან გასანადგურებლად გადაცემის თაობაზე) მითითებულ უნდა იქნეს პირი, რომელიც პასუხისმგებელია საკვებად უვარგისი პროდუქციის პარტიის გადამუშავების ხერხების ან განადგურების მეთოდის ზუსტად დაცვაზ