2. შენახვა უნდა ხდებოდეს სუფთა, მშრალ, კარგად ვენტილირებულ სათავსში, ხის თაროებსა ან ქვესადგამებზე, მოცემული პროდუქციისათვის არსებული შესაბამისი მიწერილობით (გოსტ-ები, სამეურნეო ობიექტის სტანდარტები, ინსტრუქციები, ხარისხის მოწმობები და სხვ.) დადგენილი შენახვის პირობებში.

3. ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის რეგისტრაცია ხდება ამ საქმეზე პასუხისმგებელი პირის მიერ სპეციალურად დანომრილ, ზონარგაყრილ და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში.

4. სათავსებში, სადაც კონსერვები ინახება, დაცულ უნდა იქნეს სანიტარიული პირობები.

5. საწყობსა ან მაღაზიაში ხანგრძლივად შენახვისას კონსერვების მდგომარეობა უნდა შემოწმდეს წელიწადში არანაკლებ ერთხელ საქონელმცოდნის მიერ; ქილები 30-ე მუხლში მითითებული დეფექტებით, დროულად და საგულდაგულოდ უნდა იყოს დაწუნებული და ამოღებული.

6. სავაჭრო დაწესებულების საწყობიდან კონსერვების გაცემის წინ, მათი სახეობისა და შენახვის ვადის მიუხედავად, უნდა მოხდეს მათი დათვალიერება საწყობის გამგისა ან საქონელმცოდნის კონტროლით.

7. ქილებს, 30-ე მუხლში მითითებული დეფექტებით, ამოიღებენ კონსერვების პარტიიდან. ამავდროულად ითვლიან ასეთი ქილების პროცენტს მოცემული პარტიის ქილების რიცხვთან შედარებით. კონსერვების (მუხლი 17 პუნქტი 1; მუხლი 20) 2%-ზე მეტი დაწუნების შემთხვევაში ეცნობება ქარხანა-დამამზადებელს. ამასთან,სავაჭრო დაწესებულებამ, რომელშიც გამოვლენილია წუნი, უნდა შეწყვიტოს ამ პარტიის კონსერვების გაცემა. გადაწყვეტილება იმ პარტიის კონსერვების რეალიზაციის შესახებ, რომლებშიც ბაქტერიოლოგიური წუნი 2%-ს

აღემატება, გამოაქვს სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობის სამსახურს. მაღაზიებიდან კონსერვების რეალიზაციისას აკრძალულია 30-ე მუხლში ჩამოთვლილი დეფექტიანი ქილების გაცემა.

თავი XIII

საკვებად უვარგისი კონსერვების აღრიცხვისა და განადგურების წე