2. ნედლეულისა და მასალის დამაკმაყოფილებელი ხარისხის, მოწყობილობების სანიტარიული მდგომარეობისა და წარმოების ტექნოლოგიაში დარღვევების უქონლობისას, „ე” ჯგუფის კონსერვები შეიძლება გაიშვას რეალიზაციაში უშუალოდ მზა პროდუქციის ხარისხის ორგანოლეპტიკური შეფასების შემდეგ, თუ მოცემული პროდუქციის სახეობას, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და სამეურნეო ობიექტის სტანდარტის პირობების შესაბამისად, არ მოეთხოვება პროდუქციის დაყოვნება.
3. ამ კონსერვების გამომუშავებისადმი წაყენებული სანიტარიულ-ტექნიკური მოთხოვნების დარღვევების შემთხვევაში, მზა პროდუქცია შეიძლება იყოს გაგზავნილი მომხმარებლისათვის გამომუშავებიდან არა უადრეს 15 დღის გასვლის შემდეგ პროდუქტში ბაქტერიოლოგიური გაფუჭების ხილული მიზეზების (დაობება, ბომბაჟი, სითხის შემღვრევა) უქონლობის შემთხვევაშ