2. კონსერვების სტერილიზაციის წინ ბაქტერიოლოგიურ ანალიზზე ერთდროულად ირჩევენ კონსერვების სამ ქილას. სტერილიზაციის წინ კონსერვის ქილების შემადგენლობის ბაქტერიოლოგიური მოთესვიანობის შემოწმება ითვალისწინებს შემდეგ განსაზღვრებს:

ა) სანიტარიული მაჩვენებლის – საერთო ბაქტერიოლოგიური მოთესვიანობა;

ბ) ბომბაჟის გამომწვევების – მეზოფილური ობლიგატური ანაერობების სპორებს;

გ) თერმოფილური ბაქტერიების სპორების – კონსერვების მჟავური გაფუჭების გამომწვევებს;

დ) თერმოფილური ობლიგატური ანაერობების სპორებს – ბომბაჟის გამომწვევებს.

3. სტერილიზაციის წინ კონსერვის ქილების შიგთავსის საერთო ბაქტერიოლოგიური მოთესვიანობის განსაზღვრა ხდება ყოველდღიურად, ერთხელ თითოეულ ცვლაში, თითოეულ ხაზზე და გამომუშავებული კონსერვის თითოეულ სახეობაზე. ანალიზისათვის იღებენ 3 ნიმუშს ხაზის მუშაობის დაწყების შემდეგ. სტერილიზაციის წინ კონსერვის თითოეულ ნიმუშში საერთო ბაქტერიოლოგიური მოთესვიანობა არ უნდა აღემატებოდეს ცხრილ 2-ში მითითებული ბაქტერიების რიცხვს. თუ საერთო ბაქტერიოლოგიური მოთესვიანობა აღემატება ბაქტერიების დასაშვებ რიცხვს, მოქმედებენ მუხლი 16-ის პუნქტი 4-9-ის შესაბამისად.

4. სტერილიზაციის წინ კონსერვების შიგთავსში, ბომბაჟის გამომწვევი ობლიგატური მეზოფილური და თერმოფილური ანაერობების სპორების გამოვლენას ახდენენ შემდეგ შემთხვევებში:

ა) სტერილიზაციის წინ დასაკონსერვებელი პროდუქტების გაზრდილი ბაქტერიოლოგიური მოთესვიანობისას – დაუყოვნებლივ გაზრდილი მოთესვიანობის რეგისტრაციის შემდგომ;

ბ) მუხლი 31 ა,ბ,გ-ში მითითებული დეფექტებისა და ბაქტერიოლოგიური წუნის გამოვლენისას – დაუყოვნებლივ წუნის რეგისტრაციისთანავე, თუ გრძელდება მოცემული სახის კონსერვის დამზადება;

გ) პროფილაქტიკური კონტროლის დროს, მაგრამ არაიშვიათად 1-2-ჯერ კვირაში, თითოეულ ხაზზე გამოშვებული პროდუქციის ყოველ სახეობაზე (მეზოფილური ანაერობებისათვის).

5. თერმოფილური ანაერობების სპორებს საზღვრავენ შემდეგი სახის კონსერვების წარმოების პროფილაქტიკური კონტროლისას: მწვანე ბარდას, შაქრიანი სიმინდის, მწვანე ლობიოს, სტაფილოს წვენის, დაკონსერვებული წვნიანების, პიურესმაგვარი ბოსტნეულის, ბოსტნეულ-ბურღულეულის, ბავშვთა და დიეტური კვებისათვის ბოსტნეულ-ხორცის კონსერვების, რომელთა pH 5,2-ია და მეტი – პერიოდულად, მაგრამ არაიშვიათად ერთჯერ კვირაში, გამომუშავებული პროდუქციის თითოეულ სახეობაზე. ტექნოლოგიური ხაზის დამაკმაყოფილებელი სანიტარიული მდგომარეობისას სტერილიზაციის წინ კონსერვების შიგთავსის 0,5სმ3 არ უნდა გამოვლინდეს ბომბაჟის გამომწვევების ობლიგატური მეზოფილური ან თერმოფილური ანაერობების სპორები.

6. სტერილიზაციის წინ კონსერვების შიგთავსში – თერმოფილური სპორების – დამამჟავებელი გაფუჭების გამომწვევების – გამოვლენას ახდენენ შემდეგ შემთხვევებში:

ა) დამამჟავებელი გაფუჭების არსებობის დროს 0,2% მეტი ბაქტერიოლოგიური წუნის გამოვლენისას – დაუყოვნებლივ წუნის რეგისტრაციის შემდეგ, თუ გრძელდება აღნიშნული სახის კონსერვის დამზადება;

ბ) შემდეგი სახის კონსერვების წარმოების პროფილაქტიკური კონტროლისას: მწვანე ბარდა, შაქრიანი სიმინდი, მწვანე ლობიო, სტაფილოს წვენი, კონსერვირებული წვნიანები, პიურესებრი ბოსტნეული, ბოსტნეულ-ბურღულეული, ბავშვთა და დიეტური კვების ბოსტნეულ-ხორცის კონსერვები, რომელთა pH 5,2-ია და მეტი – პერიოდულად, მაგრამ არა იშვიათად ერთჯერ კვირაში, გამომუშავებული პროდუქციის თითოეულ სახეობაზე.

7. ტექნოლოგიური ხაზის დამაკმაყოფილებელი სანიტარიული მდგომარეობისას სტერილიზაციის წინ კონსერვის ქილის შიგთავსის 1სმ3-ში არ უნდა გამოვლინდეს 5-ზე მეტი პროდუქციის ამჟავების გამომწვევი თერმოფილური ბაქტერია.

8 კონსერვის ქილებში, სტერილიზაციის წინ გაზრდილი ბაქტერიოლოგიური მოთესვიანობის ან მათში მეზოფილური ობლიგატური ანაერობების არსებობის გამოვლენისას აუცილებელია:

ა) გამოვლინდეს ბაქტერიოლოგიური დაბინძურების კერები ტექნოლოგიური მოწყობილობის, ნედლეულის, მასალის, ნახევარფაბრიკატებისა და წყლის თანმიმდევრული საერთო ბაქტერიოლოგიური მოთესვიანობის გამოკვლევის გზით და აღმოიფხვრას ისინი;

ბ) ჩატარდეს მზა პროდუქციის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, მისი საწარმოო სტერილობის შემოწმების მიზნით მუხლი 12-ის შესაბამისად.

9. სტერილიზაციის წინ კონსერვებში პროდუქტის ბომბაჟისა და ამჟავების გამომწვევი თერმოფილური ბაქტერიების სპორების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია:

ა) გამოვლინდეს პროდუქციის ბომბაჟისა და ამჟავების გამომწვევი თერმოფილური ბაქტერიებით დაბინძურების წყარო – წარმოების ტექნოლოგიური ხაზის (ნედლეული, მასალები, ნახევარფაბრიკატები და მოწყობილობები) თანმიმდევრული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის გზით, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მაღალი ტემპერატურის მქონე ტექნოლოგიურ პროცესებსა და მოწყობილობების ძნელად გასარეცხ უბნებს;

ბ) ჩატარდეს მზა პროდუქციის დამატებითი ანალიზი მასში თერმოფილური ბაქტერიების – კონსერვების ბომბაჟისა და დამამჟავებელი გაფუჭების გამომწვევის – გამოვლენის მიზნით მე-13 პუნქტის შესაბამისად (ნიმუშების თერმოსტატირებას ატარებენ 55±0,50C-ზე).

10. მუხლი 17-ის მე-8, მე-9 პუნქტებში გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მზა პროდუქციის ბაქტერიოლოგიური ანალიზი სტერილიზაციის შემდეგ მისი საწარმოო სტერილობაზე შემოწმებისათვის ტარდება:

ა) ტექნოლოგიური პროცესიდან გადახვევისას;

ბ) კონსერვების ხანგრძლივი დროით შენახვისას;

გ) სტერილიზაციამდე კონსერვების დასაშვები ბაქტერიოლოგიური მოთესვიანობის მაჩვენებლის არარსებობისას;

დ) კონსერვების საექსპორტოდ მომზადებისას.

11. ბაქტერიოლოგიურ ანალიზს დაქვემდებარებულ კონსერვებს, საწარმოო სტერილობაზე იკვლევენ თანახმად გოსტ 26669-85 „კონსერვები. მიკრობიოლოგიური ანალიზის მეთოდები. კონსერვების ანალიზისათვის მომზადება”.

12. კონსერვებში ავლენენ მეზოფილურ აერობულ და ფაკულტატურ ანაერობულ ასევე ობლიგატურ-ანაერობულ მიკროორგანიზმებს. კონსერვებში, რომლებიც განკუთვნილია ისეთ პირობებში სარეალიზაციოდ, სადაც ჰაერის ტემპერატურა 300C-ზე მეტია, ან შესაძლებელია მათზე მოკლე დროით მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება, დამატებით ავლენენ თერმოფილურ აერობულ, ფაკულტატურ-ანაერობულ და ობლიგატურ-ანაერობულ მიკროორგანიზმებს. თუ 55 ან 370C თერმოსტატირების შემდეგ წარმოიქმნა ბომბაჟი ან სხვა ბაქტერიოლოგიური წუნი, მაშინ საანალიზო პარტიიდან, შესაბამისად, დამატებით თერმოსტატირებაზე არჩევენ არანაკლებ 50 ქილას. თუ დამატებით შერჩეული ნიმუშებიდან თერმოსტატში არ გამოვლინდება გაფუჭებული კონსერვი, მაშინ თერმოსტატირებაგავლილი ქილებიდან შეარჩევენ სამს ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის.

13. თუ თერმოსტატირებისათვის დამატებით შერჩეულ ქილებში კვლავ გამოვლინდება გაფუჭებული კონსერვი ან სამი ქილის ბაქტერიოლოგიური ანალიზის შედეგებით კონსერვები არ შეესაბამება მოქმედი ინსტრუქციის მოთხოვნებს, მაშინ ასეთი პარტიის რეალიზაცია შეჩერდება. გაფუჭებული კონსერვების გამოვლენის შესახებ აცნობებენ ზემდგომ ორგანიზაციას, დაქვემდებარების მიხედვით, ზომების მისაღებად გაფუჭების მიზეზის დასადგენად, თავიდან ასაცილებლად და შეჩერებული პარტიის რეალიზაციის საკითხის გადასაწყვეტად.

14. თუ გაფუჭების (ბომბაჟის) მიზეზი მეზოფილური ობლიგატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებია, მაშინ მოცემული პარტიის რეალიზაციის საკითხი გადასაწყვეტად გადაეცემა ტერიტორიულ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურს.

15 კონსერვებში არაპათოგენური სპორწარმომქმნელი მიკრობების (სუბტილისის ტიპის) გამოვლენა, ბომბაჟის არარსებობა, კონსერვის ნორმალური ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შემთხვევაში, არ უქმნის წინააღმდეგობას ქარხნიდან მითითებული კონსერვების გამოშვებასა და საკვებად გამოყენებას.

16. კონსერვში არასპორაწარმომქმნელი მიკრობების (პროტეუსი, ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი და ა.შ.) აღმოჩენისას მოცემული პარტია ექვემდებარება დამატებით ბაქტერიოლოგიურ ანალიზს, ცვლის გამომუშავებიდან ყოველ 500 ქილიდან ერთი ქილის შერჩევით, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა პარტიაში ქილების რაოდენობა 1000-ია ან ნაკლები, ყოველი პარტიიდან ანალიზს უტარებენ 3 ქილას. წინა ბაქტერიოლოგიური ანალიზის შედეგების დადასტურების შემთხვევაში საკითხი, არასპოროვანი მიკროფლორის შემცველი კონსერვების ცვლის გამომუშავების რეალიზაციის პირობებისა და შესაძლებლობის შესახებ, გადაეცემა ტერიტორიულ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურს.

17. ანალიზში არასპორწარმომქმნელი მიკრობების არდადასტურების შემთხვევაში ცვლის გამომუშავების კონსერვების რეალიზაცია ხდება ჩვეული წესით.

18. სტერილიზებულ კონსერვებში მეზოფილური ობლიგატური სპოროვანი ანაერობების გამოვლენისას კულტურებს ნათესების იდენტიფიკაციისათვის აგზავნიან ტერიტორიულ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ლაბორატორიაში. კონსერვების მოცემულ პარტიაში ბოტულინური კლოსტრიდიუმების გამოვლენის შემთხვევაში იგი ითვლება საკვებად უვარგისად, რაზედაც გაიცემა მოთხოვნა სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის მიერ პარტიის განადგურების შესახებ. სხვა სახეობის კლოსტრიდიუმების გამოვლენისას კონსერვების აღნიშნული პარტიის გამოყენების საკითხს წყვეტს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია.

19. კონსერვები, რომლებიც შეიცავს ბომბაჟის გამომწვევ თერმოფილურ ან დამამჟავებელ გამფუჭებლებს უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 150C ტემპერატურის პირობებში.

20. თერმოფილების შემცველი ნორმალური ორგანოლეპტიკური თვისებების მქონე კონსერვები შეიძლება რეალიზებულ იქნეს საკვებად ერთი წლის განმავლობაში, დოკუმენტში უნდა იყოს მითითება 0-დან 150C ტემპერატურის პირობებში შენახვის აუცილებლობის შესახებ.

21. მზა პროდუქცია უნდა ინახებოდეს ქარხანა-დამამზადებლის საწყობში მომხმარებელთან გაგზავნამდე არანაკლებ 15 დღე, თუ ტექნოლოგიური ინსტრუქცია და სამეურნეო ობიექტის სტანდარტი არ თხოულობს მეტი დროით დაყოვნებას მოცემულ სახეობაზე. გასაგზავნად გამზადებული ყველა სახის კონსერვის დათვალიერება ხდება საამქროს უფროსის ან საწყობის გამგის მიერ. თუ გასაგზავნად გამზადებული კონსერვების დატვირთვა წარმოებს ორი კვირის შუალედის გასვლის შემდეგ, ასეთი კონსერვების პარტიის დათვალიერება ხდება განმეორებით. ამ დროს გამოვლინებული წუნდებული კონსერვები იგზავნება შესაბამის ლაბორატორიაში ბაქტერიოლოგიური გამოკვლევებისათვის, მისი შემდგომი რეალიზაციის დასადგენად.

22. პროდუქციის რეალიზაციისათვის მომზადებისას პარტიაში წუნის გამოსავლენად ათვალიერებენ შეფუთული ერთეულების 3% (ყუთები, ბადეები), მაგრამ არანაკლებ 1000 ქილისა თითოეული პარტიიდან.

23. თუ ქილების რიცხვი გარე დეფექტით (მუხლი 30 ა,ბ,გ) არ აღემატება 0,2%-ს და იგი ბაქტერიოლოგის დასკვნის მიხედვით აკმაყოფილებს ინსტრუქციის მოთხოვნებს, კონსერვები შეიძლება გაეგზავნოს მომხმარებელს.

24. თუ ქილების რიცხვი ზემო აღნიშნული დეფექტებით (მუხლი 30 ა,ბ,გ) შეადგენს 0,2%-ზე მეტს, მაგრამ არ აღემატება 2%-ს, მაშინ ამ პარტიიდან თერმოსტატირებისათვის შეარჩევენ გარეგნული სახით კეთილსაიმედო 50 ქილას და იკვლევენ მუხლი 16-ის პუნქტი 11-ის მიხედვით. ანალიზის შედეგების მიხედვით იღებენ ზომებს, რომლებიც გათვალისწინებულია მუხლი 16-ის პუნქტი 11,15,16,18,19 დამატებით გადარჩეულ ქილებისათვის.

25. თუ დეფექტიანი ქილების რიცხვი (მუხლი 31 ა,ბ,გ) აღემატება 2%-ს, ტარდება ანალიზი გაფუჭებული და გარეგნულად კეთილსაიმედო კონსერვების გაფუჭების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამოსავლენად.

26. თუ ამ პარტიის კონსერვებიდან პროდუქციის ნაწილი ადრე გადაცემული იყო სავაჭრო და სხვა ორგანიზაციებისათვის, მაშინ ქარხანა ვალდებულია 2%-ზე მეტი რაოდენობის წუნის აღმოჩენისთანავე გასცეს განკარგულება ამ პარტიის კონსერვების რეალიზაციის შეჩერებაზე. განკარგულების შესრულება სავალდებულოა სავაჭრო ორგანიზაციებისათვის. იმ პარტიის კონსერვების რეალიზაცია, რომლებშიც ბაქტერიოლოგიური წუნი 2%-ს აღემატება, ტარდება ტერიტორიული სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ნებართვით.

თავი V

„ბ” ჯგუფის კონსერვების კონტრო