სტერილიზაციის და პასტერიზაციის დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული ინსტრუქციით დადგენილი ტექნოლოგიური რეჟიმი –
ტემპერატურა,ხანგრძლივობა და წნევა.
აუცილებელი ჩანაწერები უნდა აღინიშნოს დანომრილ,ზონარგაყრილ,ბეჭდით,მთავარი ინჟინრისა და ლაბორატორიის გამგის ხელმოწერით დამოწმებულ ჟურნალში.
ჩანაწერი ითვალისწინებს ტემპერატურის აწევის დროს არსებულ მონაცემებს,სტერილიზაციისა
(პასტერიზაციის)
და კონსერვირების დროს ტემპერატურისა და წნევის მინიმალურ მონაცემებს
(ფორმა კ-8).
ა)
შენიშვნაში მიუთითებენ გადახრებს,რომელთაც ადგილი ჰქონდათ სტერილიზაციის
(პასტერიზაციის)
პროცესის ხანგრძლივობაში,ტემპერატურისა და წნევის მონაცემებში;
ბ)
თუ კონსერვების სტერილიზაცია
(პასტერიზაცია)
ჩატარებულია იმ რეჟიმით,რომელიც ტემპერატურისა ან ხანგრძლივობის მიხედვით დამტკიცებულ რეჟიმზე ნაკლებია,მაშინ ასეთი ავტოკლავირების პროდუქცია უვარგისია რეალიზაციისათვის და ექვემდებარება გადამუშავებასა და ხელახალ სტერილიზაციას საამქროს უფროსის მითითებისამებრ.
2.
ავტოკლავები და სტერილიზაციის სხვა აპარატები უნდა იყოს აღჭურვილი საკონტროლო-მარეგისტრირებელი თვითჩამწერი ხელსაწყოებით.
მუშაობა ავტოკლავზე გაუმართავი თერმოგრაფით ან უთერმოგრაფოდ აკრძალულია.
ლაბორატორიის გამგე უზრუნველყოფს თერმოგრაფების ბლანკების გაცემის აღრიცხვას,მათ დაბრუნებასა და შენახვას,როგორც მკაცრ აღრიცხვას დაქვემდებარებული დოკუმენტებისას,არანაკლებ 5
წლის ვადით.
თერმოგრამაზე გარკვევით,მელნით უნდა იყოს მითითებული კონსერვის დასახელება,ავტოკლავის ნომერი,ცვლა,სტერილიზაციის თარიღი და სტერილიზატორის გვარი.
თერმოგრამის მაჩვენებლებსა და საამქროს სტერილიზაციის ჟურნალში ჩანაწერების შესაბამისობას ამოწმებს პირი,რომელიც ინიშნება საწარმოს ლაბორატორიის გამგის მიერ.
3.
საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოები ავტოკლავებსა და სტერილიზაციის სხვა აპარატებზე უნდა შემოწმდეს გოსტ 8.002-86
„ერთიან გაზომვათა სახელმწიფო სისტემის უზრუნველყოფა.
გამზომ საშუალებათა შემოწმების ჩატარების,რევიზიისა და ექსპერტიზის ორგანიზაცია და წესი”
შესაბამისა