2. კონსერვების ხარისხის ბაქტერიოლოგიური კონტროლი ტარდება დასაკონსერვებელი პროდუქტის აქტიური მჟავობის (pH), მისი მიკროფლორის სპეციფიკურობისა და თბური დამუშავების მიხედვით. კონსერვების „ა” და „ბ” ჯგუფს მიკუთვნებულ კონსერვებში პროდუქტების აქტიურ მჟავობას განსაზღვრავენ, სტერილიზაციის წინ ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის განკუთვნილი ნიმუშებიდან. „გ” და „დ” ჯგუფს მიკუთვნებულ კონსერვებში კი (ბოსტნეულის მწნილები) მათი სარეალიზაციოდ დატვირთვის წინ, იმ ნიმუშებიდან, რომლებიც განკუთვნილია ფიზიკურ-ქიმიური ანალიზისათვის.

3. pH-ს საზღვრავენ თითოეული ნიმუშის კონსერვში, რომელიც გადის მზა პროდუქციის ბაქტერიოლოგიურ ანალიზს სტერილობაზე მისი დათესვის შემდეგ.

4. pH-ს საზღვრავს ქარხნის ლაბორატორია 200C-ის პირობებში, გოსტ 875618-70-ში შეტანილი №1 ცვლილების თანახმად.

5. სტერილიზაციამდე კონსერვების pH-ის მერყეობის დასაშვები ზღვრები მითითებულია შესაბამისი სახის კონსერვის წარმოების ტექნოლოგიურ ინსტრუქციაში მათი ჯგუფებად დაყოფის თანახმად, წინამდებარე ინსტრუქციის მიხედვით.

6. განსაზღვრის შედეგები იწერება შესაბამის ჟურნალებში, რომლებშიც რეგისტრირდება ბაქტერიოლოგიური კონტროლის შედეგები (ფორმა კ-12