კონსერვები მოწმდება დადგენილი სტანდარტული მეთოდებით:
ა)
ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის,მზა პროდუქციის ხარისხის შემოწმებისას ნიმუშებს იღებენ ყოველი ცვლის მიერ გამომუშავებული თითოეული დასახელების კონსერვიდან და თითოეული ზომის ტარიდან;
ბ)
მზა პროდუქტიდან ქიმიური ანალიზისა და ხარისხის ორგანოლეპტიკური შემოწმებისათვის იღებენ ნიმუშს ყველა დასახელებისა და ყველა ცვლაში გამომუშავებული კონსერვების,ტარის,ხარისხისა და ტარის ზომის მიხედვით,გოსტ 8756-88
„დაკონსერვებული საკვები პროდუქტები. ნიმუშის აღება და მომზადება შემოწმებისათვის”
თანახმად.
2.
მუშაობის ერთნაირი პირობების,კონსერვების დამზადების ტექნოლოგიაში დარღვევების არქონისა და სტერილიზაციის პროცესის სწორად ჩატარებისას საკონტროლო ანალიზების დროს მიღებული მონაცემები შეიძლება გავრცელდეს ერთსა და იმავე დასახელების,ერთსა და იმავე სახის ტარის,ერთ ცვლაში გამომუშავებულ ყველა კონსერვზე.
მუშაობის პირობების ან სტერილიზაციის პროცესის მაჩვენებელთა გადახრის ცვლილებების შემთხვევაში ასეთი ავტოკლავირებიდან არჩევენ ანალიზისათვის დამატებით ნიმუშებს 50
ქილის რაოდენობით და მათ ათავსებენ თერმოსტატში 37±0,5
0
C 10
დღის განმავლობაში.
თუ თერმოსტატირების შედეგად არ გამოვლინდება ბომბაჟი ან წუნის სხვა სახე,თერმოსტატირებული
ქილებიდან ირჩევენ 3
ქილას ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის.
შემდეგ იქცევიან ისე,როგორც მითითებულია მუხლი 16
-ის პუნქტ 10, 15, 16, 18, 19
-ში.
კონსერვების ხარისხის ბაქტერიოლოგიური კონტროლი მათი წარმოების პროცეს