დასაკონსერვებელი პროდუქტების დასაფასოებლად გამოყენებული ტარა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებს.
ტარის ხარისხის შემოწმებას
(მათ შორის დამცველი დაფარვის)
ატარებს ქარხნის ლაბორატორია,ხელმძღვანელობს რა შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებული ნიმუშის აღებისა და გამოცდის მეთოდების წესით:
ა)
მეტალის,მინისა და სხვა სახის ტარის სანიტარიული მდგომარეობის ვიზუალური შეფასება მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად;
ბ)
დაბინძურებული ახალი ან ნახმარი მინის ტარის სანიტარიული დამუშავების ბაქტერიოლოგიური კონტროლი ტარდება ქარხნის ლაბორატორიის მიერ,დღეში ერთხელ.
ტარის შიდა ზედაპირის ჩამონარეცხის ანალიზისას საერთო მოთესვიანობა არ უნდა აღემატებოდეს 500
კოლონიას.
ტარის სანიტარიული დამუშავების დეფექტის გამოვლენისას მიღებულ უნდა იქნეს ზომები მისი რეცხვის რეჟიმის გასაუმჯობესებლა