წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს კანონების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70
-ე მუხლის შ
ესაბამისად და წარმოადგენს კონსერვების დამამზადებელ საწარმოებში,საბითუმო ბაზებში,საცალო ვაჭრობაში და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში კონსერვების სანიტარიულ-ტექნიკური კონტროლის ორგანიზაციისა და ჩატარების ინსტრუქციას.
2.
წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს კონსერვების სანიტარიულ-ტექნიკური კონტროლის წესს
(რძის კონსერვების გარდა)
მათი წარმოების,შენახვისა და სავაჭრო ქსელში რეალიზაციის პერიოდში.
3.
კონსერვებად ითვლება პროდუქტები,დაფასოებული ჰერმეტულად დახურულ ტარაში და კონსერვირებული თბური დამუშავებით
(სტერილიზაცია,პასტერიზაცია)
ან კომბინირებული მეთოდებით თბური დამუშავების ჩათვლით,რომლებიც იძლევა გარანტიას ვარგისიანობაზე შენახვის პერიოდში და უსაფრთხოებაზე მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის.
4.
საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციისათვის განკუთვნილი კონსერვირებული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილი სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნებს.
5.
კონსერვების დამამზადებელი საწარმოების მიერ სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო სანიტარი
ული ზედამხედველობის სამსახურ