ახალი სახის კონსერვებმა,რომელთა pH>4,4
(ასევე კონსერვებმა,რომლებიც მოთავსებულია ახალ ტარაში),დადგენილი სტერილიზაციის რეჟიმის ცვლილებების შემთხვევაში ხელახლა უნდა გაიარონ ლაბორატორიული და საწარმოო გამოკვლევები,რომლის შედეგები განხილული და დადასტურებული იქნება შესაბამისი პროფილის სამე
ცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ.

2.
შემმუშავებელმა სტერილიზაციის თითოეულ რეჟიმზე უნდა წარადგინოს შემდეგი მონაცემები:

ა)
პროდუქტის pH
-ის ან მისი მაჩვენებლის შესაძლო ცვლილებების შესახებ კონსერვების წარმოების დროს;

ბ)
სტერილიზაციის რეკომენდებული რეჟიმების გატარებისას მიკროორგანიზმების ფაქტობრივი ლეტალობის შესახებ;

გ)
დასაკონსერვებელი პროდუქტის დაფასოების ტემპერატურული პირობების შესახებ;

დ)
საწარმოო პირობებში დამზადებული კონსერვების საცდელი პარტიის წუნდების შედეგების შესახებ,მათი არანაკლებ სამი თვის შენახვის შემდეგ.

3.
კონსერვების საცდელი პარტია,შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მთლიანად ექვემდებარება წუნდებას,ხოლო ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის შეირჩევა 5-7%.

4.
მონაცემები მზა პროდუქციის წუნის აღრიცხვისა და ბაქტერიოლოგიური ანალიზის შედეგების შესახებ უნდა გაფორმდეს აქტის სახით.
საცდელ პარტიაში საერთო წუნი, 30
-ე მუხლში მითითებული,ყველა დეფექტების მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 0,1%.
კონსერვები არ უნდა შეიცავდეს მეზოფილურ ანაერობულ მიკროფლორას.

5.
„ა”,„ბ”,„გ”,„ე”,ჯგუფს მიკუთვნებული კონსერვების გამოშვება დასაშვებია მხოლოდ იმ საწარმოებში,რომელიც ყველა ცვლაში უზრუნველყოფილია მიკრობიოლოგიური კონტროლით.

თავი II

კონსერვების წარმოების სანიტარიულ-ტექნიკური კონტრო