დაუშვებელია დაობებული და ლპობადაწყებული ნედლეულის გამოყენება.
ხარისხის ვიზუალური შეფასება ტარდება ტექნოლოგის,საამქროს ოსტატის ან იმ პირების მიერ,რომელნიც დანიშნულნი არიან დირექტორის ბრძანებით.
შეფასების შედეგები უნდა გაფორმდეს საამქროს პროდუქციის ხარისხის შეფასების ჟურნალში.

2.
კონსერვების მოსამზადებლად,ავტოკლავში სტერილიზაციის შემდეგ მათ გასაცივებლად,მუდმივმოქმედ სტერილიზატორებსა და აგრეთვე სხვადასხვა ტიპის გამაცივებლებში გამოყენებული წყალი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001
წლის 16
აგვისტოს №
297/5
ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ"
დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „ჰიგიენური მოთხოვნები სასმელი წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემების წყლის ხარისხისადმი,ხარისხის კონტროლი”
მოთხოვნებს.

ა)
იმ შემთხვევაში,თუ გამოიყენება არაცენტრალიზებული წყალმომარაგების წყარო,წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „ჰიგიენური მოთხოვნები არაცენტრალიზებული წყალმომარაგების წყლის ხარისხისადმი. წყაროების სანიტარიული დაცვა"
მოთხოვნებს და საწარმომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს წყლის დამატებითი დამუშავება და გაუვნებლება.
წყალმომარაგების წყლის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა საკითხი,პროდუქციისა და პერსონალის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,შეთანხმებულ უნდა იქნეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციასთან;

ბ)
ქარხნის ლაბორატორიის მიერ უნდა ტარდებოდეს წყლის ხარისხის შესაბამისობის კონტროლი,ანალიზის შედეგების წყლის ლაბორატორიულ-სამრეწველო კონტროლის სპეციალურ ჟურნალში
(ფორმა კ-17)
შეტანი