2. მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობის განსაზღვრას პეტრის ფინჯანზე დათვლით, ობის სოკოების, საფუარის, რძემჟავა ბაქტერიების, Bac. cereus, CL. perfingens, კოაგულოდადებით სტაფილოკოკებს, ბოტულინური ტოქსინისა და ბოტულიზმის გამომწვევების გამოვლენას კონსერვებში მაშინ ატარებენ, როდესაც უნდათ გამოავლინონ დეფექტის წარმოქმნის მიზეზი, ხარისხის ინსპექციური კონტროლის დროს კი _ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ შემთხვევებში.

3. სტერილიზაციის წინ კონსერვების ბაქტერიოლოგიური ანალიზის, მზა პროდუქციის ბაქტერიოლოგიური ანალიზისა და კონსერვების გასაგზავნად გამზადების პროცესში დათვალიერებისას გამოვლენილი წუნის მიღებული შედეგები შეაქვთ დანომრილ, ზონარგაყრილ და ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ ჟურნალებში (ფორმები კ-9, კ-12, კ-14). პასუხისმგებლობა ბაქტერიოლოგიური ანალიზის დროულობასა და სისწორეზე, ჟურნალების სწორ წარმოებაზე ეკისრებათ ქარხნის ლაბორატორიის გამგესა და უფროს ბაქტერიოლოგს.

თავი IV

„ა” ჯგუფის დასაკონსერვებელი პროდუქტების კონტრო