ა) ნედლეულის, მწვანილის, სანელებლის გარეცხვის ხარისხის ბაქტერიოლოგიური შემოწმებით;
ბ) მზა პროდუქციის pH-ისა და ტიტრირებული მჟავიანობის განსაზღვრით.
2. ნედლეულის, მწვანილის, სანელებლის გარეცხვის ხარისხის ბაქტერიოლოგიური შემოწმებისათვის, ქილაში ჩადების წინ, თითოეული პროდუქტის 3 ნიმუშში საზღვრავენ საერთო მოთესვიანობას. მიკროორგანიზმების საერთო რიცხვი 1სმ3-ში არ უნდა აღემატებოდეს:
ა) ახალი ბოსტნეულისა და სოკოებისათვის – 50 000;
ბ)ბლანშირებული ბოსტნეულისა და სოკოებისათვის – 10 000;
გ) მწვანილისათვის (ნარევი) – 75 000;
დ) სანელებლებისათვის – 200 000.
3. ბოსტნეულის, მწვანილისა და სანელებლების საერთო ბაქტერიოლოგიური მოთესვიანობა მოწმდება კვირაში არანაკლებ ერთჯერ.
4. მზა კონსერვების სატიტრაციო მჟავიანობისა და pH-ის კონტროლი სრულდება პროდუქციის მომხმარებელთან გაგზავნის წინ. სატიტრაციო მჟავიანობისა და pH-ის ნიმუშებში საზღვრავენ გოსტ 8756-16-70, ცვლილების №1-ის მიხედვით, დიფუზიის პროცესის დამთავრების შემდეგ. თუ დიფუზიის პროცესი არ არის დამთავრებული, მაშინ pH-ს საზღვრავენ ლაბორატორიაში წინასწარ დაქუცმაცებულ (ჰომოგენიზატორებში, დამქუცმაცებლებში და ა.შ.) კონსერვებში.
5. თუ ბოსტნეულის, მწვანილის, სანელებლის საერთო ბაქტერიოლოგიური მოთესვიანობა ქილაში ჩაწყობის წინ არ აღემატება მუხლი 19-ის პუნქტი 2-ში მითითებულ ნორმატივებს, სატიტრაციო მჟავიანობა შეესაბამება მზა პროდუქციაზე სტანდარტის მოთხოვნებს და pH არ აღემატება 4,4-ს, მაშინ კონსერვების პარტია, რომელშიც ბაქტერიოლოგიური წუნი არ აღემატება 0,2%, შეიძლება მიეწოდოს მომხმარებლის ხარისხის ორგანოლეპტიკური შეფასების შემდეგ, მაგრამ დამზადებიდან 48 სთ-ის გასვლის შემდეგ.
6. თუ ბაქტერიოლოგიური წუნი კონსერვების პარტიაში 0,2%-ზე მეტია, მაშინ პარტიის რეალიზება ხდება წინამდებარე ინსტრუქციის მუხლი 16-ის პუნქტი 22-ის შესაბამისად, მაგრამ ამ კონსერვების ნიმუშები თერმოფილურ მიკროფლორაზე ანალიზს არ მოითხოვს.
7. 1050C-ზე და ქვევით პასტერიზებული კონსერვების გაფუჭების მიზეზის გამოვლენისას, მათში ავლენენ მეზოფილურ აერობულ, ფაკულტატურ-ანაერობულ და ანაერობულ მიკროორგანიზმებს, რძემჟავა ბაქტერიებს, საფუარს, ობის სოკოებს.
8. თუ ბოსტნეულის, მწვანილის, სანელებლების საერთო მოთესვიანობა ნორმატივებით დაშვებულზე მაღალია, მაშინ „ბ” ჯგუფის კონსერვები ექვემდებარება მთლიან წუნდებას გამომუშავებიდან არა უადრეს, 15 დღისა. მომხმარებლისათვის ასეთი პროდუქციის გადატვირთვაზე ნებართვა გაიცემა წინამდებარე ინსტრუქციის მუხლი 16-ის პუნქტები 21, 22-ით პროდუქციის მჟავიანობის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად.
9. პროდუქტები, რომელთა pH 4,4-ზე მეტია, უნდა გასტერილდეს 1000C მაღალ ტემპერატურაზე და შემოწმდეს როგორც ა ჯგუფს მიკუთვნებული კონსერვები.
„დ” ჯგუფის კონსერვების კონტრო