2. „დ” ჯგუფის კონსერვები სისტემატურ ბაქტერიოლოგიურ ანალიზს არ ექვემდებარება. გაფუჭების მიზეზის გამოსავლენად მათ აანალიზებენ „ბ” ჯგუფის პასტერიზებული კონსერვების ანალოგიურად.

3. ბოსტნეულის მწნილები, რომლებსაც გაგზავნის წინ pH 3,7-ზე ნაკლები აქვთ, აგრეთვე ამ ჯგუფის დანარჩენი კონსერვები შესაძლებელია გაეგზავნოს მომხმარებელს როგორც შენახვის შემდეგ, ასევე მუხლ 30-ში მითითებული დეფექტიანი ქილების დაწუნების ან არარსებობის პირობებში, ხარისხის ორგანოლეპტიკური შეფასების შემდეგ.

4. თუ ტვირთის გაგზავნის წინ ბოსტნეულის მწნილების pH-ის შემოწმებისას იგი აღმოჩნდება 3,7 ან უფრო მეტი, მაშინ ბაქტერიოლოგიური წუნის აღრიცხვა, მზა პროდუქციის კონტროლი და კონსერვების რეალიზაცია ტარდება ისევე, როგორც „ბ” ჯგუფის კონსერვების.

თავი VIII

„ე” ჯგუფის კონსერვების კონტრო