ა) არაკონცენტრირებული პომიდვრის პროდუქტები – მთელ-მთელი დაკონსერვებული პომიდორი, ნატურალური პომიდვრის წვენი, პომიდვრის სასმელები;

ბ) კონცენტრირებული პომიდვრის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს 12% და მეტ მშრალ ნივთიერებებს, მიეკუთვნება: ტომატ-პასტა, ტომატ-პიურე, ტომატის კონცენტრირებული წვენი, საწებელი პასტა, ტომატის საწებლები.

2. არაკონცენტრირებული ტომატპროდუქტების ხარისხის ბაქტერიო-ლოგიური კონტროლის საფუძველია, დაფასოების მომენტში ტომატპროდუქტების მეზოფილურ ობლიგატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების სპორებით ბაქტერიოლოგიური მოთესვიანობის კონტროლი, მზა პროდუქციის pH-ის კონტროლი, პროდუქციის ტემპერატურის კონტროლი ჩასხმისა და დაფასოების დროს.

3. არაკონცენტრირებულ ტომატპროდუქტში მათი სტერილიზაციის წინ, ცვლაში ერთხელ, სამ ერთდროულად აღებულ ნიმუშში ვლინდება მეზოფილურ ობლიგატურ-ანაერობული ბაქტერიის სპორების არსებობა. კონტროლს ექვემდებარება აგრეთვე პროდუქტის ტემპერატურა ჩასხმის დროს. ტექნოლოგიური ხაზის დამაკმაყოფილებელი სანიტარიული მდგომარეობის დროს არაკონცენტრირებული ტომატპროდუქტების 0,5სმ3 მოცულობაში სტერილიზაციის წინ არ უნდა იყოს მეზოფილური ობლიგატურ-ანაერობული გაზწარმომქმნელი ბაქტერიის სპორები.

4. თუ გამომუშავებული ტომატპროდუქტები ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით არ შეესაბამება წინა პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს, ან ტემპერატურა დაფასოებისას უფრო დაბალი იყო, ვიდრე მითითებულია ინსტრუქციაში, ამ შემთხვევაში საჭიროა:

ა) ჩატარდეს მზა პროდუქციის ანალიზი მეზოფილური ობლიგატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების გამოსავლენად;

ბ) მიღებულ იქნეს ზომები ანაერობების მოხვედრის მიზეზის აღმოსაფხვრელად;

გ) შემოწმდეს ტომატპროდუქტების დაფასოებისას ტემპერატურის გამზომი ხელსაწყოების ჩვენების სისწორე და თვალყური ედევნოს საჭირო ტემპერატურის დაცვას.

5. ქარხნიდან არაკონცენტრირებული ტომატპროდუქტების გადატვირთვა ტარდება მუხლი 17-ის პუნქტი 21,22-ით აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად.

არაკონცენტრირებული ტომატპროდუქტების გაფუჭების მიზეზის გამოსარკვევად მათში ავლენენ მეზოფილურ და თერმოფილურ აერობულ, ფაკულტატურ-ანაერობულ და ანაერობულ მიკროორგანიზმებს.

6. კონცენტრირებული ტომატპროდუქტები ბაქტერიოლოგიურ ანალიზს არ ექვემდებარება, გარდა იმ პარტიებისა, რომელთა მიწოდების განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებულია ჰოვარდის რიცხვის განსაზღვრა. პროდუქტებში გაფუჭების მიზეზის გამორკვევისას ავლენენ მეზოფილურ ანაერობულ მიკროორგანიზმებს, რძემჟავა ბაქტერიებს, საფუარს, ობის სოკოებს.

7. მომხმარებლისათვის კონცენტრირებული ტომატპროდუქტების გაგზავნა ნებადართულია მომზადებისთანავე ან შენახვისას იმ პირობით, რომ დეფექტიანი ქილები ან არ გამოვლენილა ან დაწუნებულია მუხლი 30 მითითებული წუნდების დეფექტების მიხედვით.

თავი VI

„გ” ჯგუფის კონსერვების კონტრო