ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული  – არქიტექტურული ზედამხედველობის  სამსახურს – საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1341, 152-ე, 1534, 159-ე, 1591; 1525-1529 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;

ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს – საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 772, 825, 1561 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;

გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის  სამსახურს – საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  771, 1191 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 135-ე, 1351, 150-ე, 1501, 1522 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;

დ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული  სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას – საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465-466, 1728 – 1729 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;

ე) ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს’’ – საქართველოს კანონის  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით და „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.