ა) ვიბრაციის ზემოქმედების ხანგრძლივობის საერთო შეზღუდვა;

ბ) მოვიბრირე და ვიბროსაშიში ხელის იარაღებით სამუშაოების რაციონალური განაწილება სამუშაო ცვლის განმავლობაში (შრომის რეჟიმები რეგულარულად განმეორებადი შესვენებების შემოტანით) ;

გ) ვიბრაციის უწყვეტი ერთჯერადი ზემოქმედების ხანგრძლივობის შეზღუდვა;

დ) რეგლამენტირებული შესვენებების გამოყენება აქტიური დასვენებისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და პროცედურებისათვის.

2. ვიბროსაშიშ პროფესიებში მომუშავეთათვის შრომის რეჟიმი უნდა დამუშავდეს საწარმოს შრომის დაცვის სამსახურის მიერ, რომელიც შეიძლება შეთანხმდეს სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან.

3. შრომის რეჟიმის დამუშავება ხდება სამუშაო ადგილის ჰიგიენური ატესტაციის მონაცემების საფუძველზე ვიბრაციისა და თანმხლები ფაქტორების დონეების გაზომვის შედეგების და ქრონომეტრაჟული დაკვირვებების მიხედვით.

4. შრომის რეჟიმში მითითებული უნდა იყოს:

ა) მოვიბრირე ხელის იარაღებთან კონტაქტის დასაშვები ჯამური დრო;

ბ) როგორც რეგლამენტირებული, ასევე, შრომის რეჟიმის შესაბამისად, შესვენებების მოწყობის დრო და ხანგრძლივობა;

5. ვიბროსაშიში ხელის იარაღებით მუშაობისას სამუშაო ცვლის განმავლობაში ვიბრაციასთან კონტაქტის ჯამური დრო დგინდება ჰიგიენური ნორმების გადამეტების სიდიდის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ ვიბრაციის ეკვივალენტური კორექტირებული დონე არ აღემატებოდეს 112 დბ-ს, ცხრილი 3-ის შესაბამისად.

ცხრილი 3

ვიბრაციის ზემოქმედების დასაშვები ჯამური დრო ერთ ცვლაში ვიბრაციის ზღვრულად დასაშვები დონეების გადაჭარბების სიდიდის მიხედვით

ლოკალური ვიბრაციის დასაშვები დონეების გადაჭარბება

ერთ ცვლაში ლოკალური ვიბრაციის ზემოქმედების დასაშვები ჯამური დრო, წთ

დბ

რამდენჯერ

0

-

480

3

1.4

240

6

2

120

9

2,8

60

12

4

30

6. ცვლის განმავლობაში ხელის იარაღებით მუშაობის დასაშვები დრო უნდა იყოს შეტანილი მის ტექნიკურ დოკუმენტაციაში და აღნიშნული იარაღის კორპუსზე.

7. შრომის რეჟიმის დამუშავება უნდა ტარდებოდეს სპეციალური მეთოდიკის გამოყენებით (დანართი 2), თანმხლები ფაქტორების გათვალისწინებით.

8. 20 და 30-
წუთიანი რეგლამენტირებული შესვენებები, რომელიც ეწყობა ცვლის დაწყებიდან 1-2 საათში და სადილზე შესვენების შემდგომ 2 საათში (40 წუთის ხანგრძლივობით), გამოიყენება აქტიური დასვენებისათვის, საწარმოო ტანვარჯიშის სპეციალური კომპლექსის ჩასატარებლად, ფიზიოთერაპიული პროცედურებისათვის და ა.შ.

9. ხელის იარაღებით იმ სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც მიეკუთვნება საშუალო სიმძიმის და მძიმე კატეგორიებს, შეზღუდული უნდა იყოს უწყვეტი სტატიკური ძაბვის დრო.

10. აკრძალულია ხელის ვიბროსაშიში იარაღებით ზეგანაკვეთური სამუშაოების ჩატარება.

თავი V

ჰიგიენური მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისად