2. სამუშაო ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს მისადგმელი ქვესადგომით ოპერატორის დასაყრდენად. წინამხრისათვის უნდა გამოიყენებოდეს რბილი ქვესადგამი (რომელსაც არ აქვს ხელების რბილი ქსოვილების გადამჭრელი ელემენტები), რომლის სიგრძე უნდა შეადგენდეს წინამხარის სიგრძის არანაკლებ 0,7-ს. თითოეული სამუშაო ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს მუშაობისა და დასვენებისათვის მოსახერხებელი დასაჯდომით.
3. მუხლებზე და სხვა უხერხულ პოზაში მუშაობის დროს, უნდა გამოიყენებოდეს თბოსაიზოლაციო ვიბროჩამხშობი შუასადები (სამუხლური, ფორიანი რეზინის ხალიჩა და ა.შ.).
4. დაუშვებელია დასამუშავებელი დეტალების მუხლებზე მოთავსება. იმ ხელის იარაღებით სამუშაოს ჩატარების დროს, რომლებიც წარმოქმნიან ვიბრაციას, დასამუშავებელი დეტალები უნდა მოთავსდეს მაგიდებზე, ქვესადგომებზე (მათი სიდიდის მიხედვით). ვიბრაციის დონის დასაწევად გამოყენებული უნდა იყოს მომჭერები, გირაგები. დეტალები საჭიროა დაიწყოს ქვიშის საწოლზე.
5. კონვეიერზე მუშაობის ორგანიზაციის დროს გამოყენებული უნდა იყოს სხვადასხვა სახის სამუშაოების მონაცვლეობა, თავიდან უნდა იყოს აცილებული ოპერაციების მეტისმეტი გამარტივება, მოქანცვის განვითარების შემთხვევაში შეიძლებისამებრ უნდა შენელდეს კონვეიერის მოძრაობის სიჩქარე (მაგალითად, ცვლის ბოლოსათვის), გამოყენებული უნდა იყოს სამუშაოს შესრულების ბრიგადური ფორმა და მუსიკალური ზემოქმედება მუშაობის დროს.
6. სტატისტიკური და დინამიკური დატვირთვის შესამცირებლად აუცილებელია საბრუნების და ტელფერების გამოყენება. ვიბრაციასთან კონტაქტის ხანგრძლივობის შესამცირებლად და ხელის იარაღებით მანიპულირების მოხერხებულობისათვის საჭიროა მისი გამოკიდება გვარლზე, ან სხვა მოწყობილობების გამოყენება (დამჭერები, ქვესადგამები, ბალანსირები, შტანგები).
7. ხელის იარაღები უნდა ინახებოდეს სტელაჟებზე. სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სადაც აგრეთვე უნდა ხდებოდეს მათი მომსახურება და რემონტი.
8. ხელის იარაღები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ ტექნოლოგიური ოპერაციებისათვის, რომლებისთვისაც არიან განკუთვნილი ხელის მექანიზებული იარაღის არჩევის დროს უპირატესობა (სხვა თანაბარ პირობებში) უნდა მიეცეს იმ იარაღებს, რომლებსაც აქვთ უფრო მაღალი ჭრის სიჩქარე, რაც ამცირებს ძალვის სიდიდეს და ვიბრაციასთან კონტაქტის დროს, აგრეთვე იმ იარაღებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოცემული ტექნოლოგიური ოპერაციის შესრულებას ვიბრომასალის მინიმალური ზემოქმედებით.
9. სამუშაოდ დაიშვება მხოლოდ რეგულირებული, ვიბროდაცვიანი და ხმაურის ჩამხშობიანი იარაღები. იარაღების პროფილაქტიკური რემონტი უნდა ტარდებოდეს გეგმის მიხედვით, მათი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. რეგულარულად უნდა ტარდებოდეს სახეხი ქარგოლების ბალანსირება, საჭირო იარაღების ალესვა და აწყობა.
10. დარტყმითი მოქმედების ხელის იარაღების გამოყენების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ვიბროდამცავი ქუროთი ოპერატორის მარცხენა ხელის დაცვა (მაგალითად, ვიბროდამცავი ქურო საკეპი ჩაქუჩის ღოჭზე).
11. ვიბრაციის და ხმაურის ზღვრულად დასაშვები დონის გადამეტებისას, სამუშაოები უნდა ჩატარდეს დროის შეზღუდვით და ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენებით.
12. დახურულ, გამთბარ შენობებეში ხელის იარაღებით სამუშაოს ჩატარების დროს სამუშაო ადგილზე მიკროკლიმატის პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს ¨საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ¨ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №
256/ნ ბრძანებით დადგენილ ნორმებს. ამასთანავე ჰაერის ტემპერატურა ნებისმიერი სიმძიმის სამუშაოს ჩატარების დროს და წლის სეზონის მიუხედავად არ უნდა იყოს 16,50
C ნაკლები, ტენიანობა – 40-60%-ზე მეტი, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე -0,3 მ/წმ-ზე მეტი.
13. ხელის იარაღების მუშაობამ არ უნდა გამოიწვიოს ქიმიური და ბიოლოგიური ნიმთიერებებით გარემოს დაბინძურება კონცენტრაციებში. რომლებიც აღემატება ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობებს.
14. აკრძალულია ბენზინძრავიანი ხელის იარაღებისათვის საწვავის სახით ეთილირებული ბენზინის გამოყენება.
15. მნიშვნელოვანი დამტვერიანების, აგრეთვე, ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყოფის პირობებში მუშაობისას მომუშავეებმა უნდა გამოიყენენ სუნთქვის ორგანოების და კანის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამუშაო ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციის ჰაერმიმღებებით, ყველაზე უფრო მიზანშეწონილია სამუშაო მაგიდის პერფორირებული ზედაპირის ქვეშიდან გაწოვის ორგანიზაცია, ან მაგიდის ნაპირიდან ჭვრიტული გაწოვის, აგრეთვე მოძრავი საფილტრო-ვენტილაციური აგრეგატების გამოყენება მათთან ხელის იარაღების მისაერთებლად, რომლებიც აღჭურვილია ჩაშენებული მტვრის გამწოვებით.
16. ადგილობრივი გამწოვი მოწყობილობები უნდა იყოს მიერთებული ცენტრალიზებული გამწოვ სისტემებთან, ან ინდივიდუალური (გადასატან, ან მოძრავ) საფილტრ-სავენტელაციო მოწყობილობებთან.
ჰიგიენური მოთხოვნები ხელის იარაღებით მუშაობის რეჟიმების ორგანიზაციისად